 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 8 აპრილი, 2015 |
ზღვა, ნაპირს ქათქათა ტალღებით აფხიზლებს, დღეს რაღაც სიგიჟე დასჩემდათ თოლიებს, მე, დილის სიცივემ ფიქრებში გამხიზნა და ახლა სიკვდილიც თამაში მგონია,
რადგან ცა ვერასდოს ჩამოვა - მიწამდე, არ მინდა გაფრენით -დავკარგო ოცნება. ადვილი არ არის,რომ ღმერთი ვიწამო, ადვილი არ არის,გიჟივით ცოცხლობდე,
მაგრამ მე, სიცოცხლის წყურვილი მაგიჟებს, თუ აფრენ -მანძილმა არ უნდა დაგაფრთხოს, დგანან და მითვლიან წუთებს და ნაბიჯებს, მე კი არ ვჩერდები,არ მინდა დავკარგო
იმედი იმის, რომ ვიღაცა მომყვება, (მე უკვე შევეშვი უაზროდ ხეტიალს) გმირობა იქნება იმ ომის მოგება, შეს თავთან რომ ომობ,ეს ომზე მეტია!
ზღვა, ნაპირს ქათქათა ტალღებით აფხიზლებს, დღეს რაღაც სიგიჟე დასჩემდათ თოლიებს, მე, დილის სიცივემ ფიქრებში გამხიზნა და ახლა სიკვდილიც თამაში მგონია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია, როგორც ყოველთვის! კარგია, როგორც ყოველთვის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|