ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2008


ძველი ნიღაბი

წლები მიდიან
ქარის სისწრაფით,
ცის ბილიკებიც
ჩამოგვიღამდნენ
და მხრებით დაგვაქვს
ჩვენი გვირაბი,
ძველი ნიღბიდან,
ახალ ნიღბამდე.

თითქოს, სათქმელი
ბოლომდე მიგვყავს,
თითქოს სიმართლის
ვაგებთ სტრიქონებს,
მაგრამ ჩვენ ვიხსნით
ნიღაბის-ნიღაბს,
ნამდვილ ნიღაბს კი
მაინც ვიტოვებთ...

თურმე რამხელა
თავდაღმართია,
თითქოს, საღამოს
მწუხრში ვინთქმებით,
ჩვენ გზა დავკარგეთ
და გარს გვარტყია
ნიღბების ჭრელი
ლაბირინთები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები