 | ავტორი: თ.კომლაძე ჟანრი: პოეზია 10 ივნისი, 2015 |
ღამეა. დგანან ფანჯარასთან სილუეტები. სხვა ღამეებთან შედარებით ჩუმი ღამეა. მე წყნარად ვდგები საწოლიდან და ფეხშიშველი, ტრუსის ამარა, ტერფებით ვსინჯავ ცივ სიბნელეს. და ვაღებ კარებს, მივდივარ ფანჯრის საღებავაცლილ რაფასთან. და ვამბობ "salut Mon'Amie!" ჩემს ხმაზე გვერდით ოთახში დედაჩემს ეღვიძება და ჩუმი ხმით მეუბნება: "ნეტა შენ შვილო. თავში ტვინი არ გაქვს ნატამალი" მე კი ვჩუმდები, თითქოს ქარის ხმამ გააღვიძა და არა ჩემმა... ვიცი დედი და იქნებ მიშველო ნეტავი მალე მოვიდეს ხვალინდელი დღე... ნეტავი მალე... ახლა ღამეა.. ვდგავარ ფანჯარასთან სილუეტივით ცივი ტერფებით, ფეხშიშველი, ტრუსის ამარა და ხეებს ვესალმები.. ალბათ ჭკუიდან ვიშლები... მერე მახსენდება რომ სიგარეტისთვის ავდექი... თავს ვიწყნარებ.. "ჰო, რა თქმა უნდა, ასე იყო და უეცრად გადამავიწყდა..." ასე იცის ხოლმე, როცა ძველ მეგობართან საუბარს შეჰყვები... სიგარეტს ვუკიდებ, გარეთ კი ისევ დგანან სილუეტები... შრიალებენ... თითქოს მეძახიან.. ტოტებს მიქნევენ და თავისთან მიხმობენ... დიდი ხანია თავს სხვის სხეულში ვგრძნობ, სხვისი ხელებით, სხვისი ხმით, სხვისი თვალებით... სხვისი სული, სხვისი ღმერთია ჩემში... ბნელი კუთხიდან გალახული ბავშვობა მიმზერს, პირზეხელაკრული, ცრემლიანი თვალებით და მე არაფერს განვიცდი... მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ ღამეა... და ფანჯრის საღებავაცლილი რაფა მკაწრავს იდაყვებს.. დგანან ფანჯარასთან სულუეტები.. ვდგავარ ფანჯარასთან სილუეტივით ფეხშიშველი ტრუსის ამარა და ვამბობ.. "salut Mon'Amie! ჩემი ამბავი იცი უკვე შენზეც მიამბე..."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გარეთ კი ისევ დგანან სილუეტები... შრიალებენ... თითქოს მეძახიან.. ტოტებს მიქნევენ და თავისთან მიხმობენ... დიდი ხანია თავს სხვის სხეულში ვგრძნობ, სხვისი ხელებით, სხვისი ხმით, სხვისი თვალებით... სხვისი სული, სხვისი ღმერთია ჩემში... ბნელი კუთხიდან გალახული ბავშვობა მიმზერს, პირზეხელაკრული, ცრემლიანი თვალებით და მე არაფერს განვიცდი... მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ ღამეა...
Salut!
გარეთ კი ისევ დგანან სილუეტები... შრიალებენ... თითქოს მეძახიან.. ტოტებს მიქნევენ და თავისთან მიხმობენ... დიდი ხანია თავს სხვის სხეულში ვგრძნობ, სხვისი ხელებით, სხვისი ხმით, სხვისი თვალებით... სხვისი სული, სხვისი ღმერთია ჩემში... ბნელი კუთხიდან გალახული ბავშვობა მიმზერს, პირზეხელაკრული, ცრემლიანი თვალებით და მე არაფერს განვიცდი... მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ ღამეა...
Salut!
2. რაღაცას ჰგავდა. კარგად ვერ ვიხსენებ, ზუსტად-რას, მაგრამ რაღაცას. რაღაცას ჰგავდა. კარგად ვერ ვიხსენებ, ზუსტად-რას, მაგრამ რაღაცას.
1. ცხადივითაა. "ჩემი ამბავი იცი უკვე".
ცხადივითაა. "ჩემი ამბავი იცი უკვე".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|