 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 18 დეკემბერი, 2008 |
მერე რა, რომ ამდენი ჟანგიანი გასაღებიდან ვერც ერთი ვერ მოვარგე მთვარეს და საკუთარი თავიც - ძველი ნესტიანი ზანდუკი - ცხრალუქდასარქველდადებული არასოდეს იხსნება წყალში.
ხომ ხედავ ამდენი წვიმიანი ამინდიდან ერთიც ვერ ავირჩიე და ახლა, როდესაც მუქი ჟოლოსფერი სივრცე მისაფრდება პაპარაცივით ვბაძავ ერთადერთი შავ-თეთრი სვირინგით - მარცხენა ძუძუსთავთან BLOOD. ცუდი კალიგრაფია მქონია მაშინაც, მართალი ხარ.
ბლანტია ჰაერი მოდი, გადავეშვათ... სხვა დელტაპლანებით წავიდა სიკვდილი სკანერზე... მოდი, გადავფრინდეთ. ჯერ ფრთები გავცვალოთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|