ყველაფერს ვასწრებ, ვიცი, ცოტა დამრჩა
სულ ვჩქარობდი მაინც დაბადება ვიჩქარე და ძლივს დავიმკვიდრე თავი გათხოვება ვიჩქარე და... გამიმართლა სიცოცხლეში ყველაფერი უნდა მოასწრო წერასაც ვჩქარობ მეოცე, მეასე... ვწერ და ვყრი ავიღებ ფურცელს ,დავჟღაბნი და ..ბრახ ბუხარში რა კარგად ავარდება ხოლმე ალი... გაგითბება გვერდები ატკაცუნდება შეშა ვწვავ წამლის ინსტრუქციებს,კოლოფებს, , შპრიცებს, რეცეპტებს
ამ ბოლო დროს კომპიუტერით ვწერ ბუხარი მხოლოდ ელექტროენერგიას წვავს ირგვლივ სულიერი არავინაა, ყავა მაინც რომ მომიდუღოს ერთი ლეკვი მეხლართება ფეხებში და ორი თვეა, ისიც მე მიყურებს, ერთხელაც არ იკისრა რამე. ვუთხარი, სულ მე რომ მიყურებ თვალებში და აქიცინებ მაგ ბუთქუნა კუდს, ერთხელ შენ მაჭამე, თუ კაია მეთქი გამიტარა...
რად მინდოდა, მაგრამ სინკარებთან ვნახე მიტოვებული და შემეცოდა.
დაწერას ვჩქარობ, მაგრამ მიმატოვა მუზამ ხიდები, უფსკრულები, ჯურღმულები უფსკრული არა ისა... სიცოცხლისთვის ბრძოლა არ ღირს რა მნიშვნელობა აქვს,ერთით მეტი, ერთით ნაკლები დავიღალე? არა სულაც არ ვარ დაღლილი უბრალოდ მომეწყინა ვის აინტერესებს, რას დაარქმევ... ლუწია თუ კენტი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ყველაფერი დაწვი, ნაწერები არა!!!! ყველაფერი დაწვი, ნაწერები არა!!!!
6. მხოლოდ ზოგჯერ? მხოლოდ ზოგჯერ?
5. ყველაფერს ვასწრებ, ვიცი, ცოტა დამრჩა ეს არასდროს არ უნდა ^თქვა ზოგჯერ ღმერთი გვისმენს. ყველაფერს ვასწრებ, ვიცი, ცოტა დამრჩა ეს არასდროს არ უნდა ^თქვა ზოგჯერ ღმერთი გვისმენს.
4. :))))) ილიკოსა და ილარიონის ზურიკელა გამახსენდა... ++ :))))) ილიკოსა და ილარიონის ზურიკელა გამახსენდა... ++
2. ""ვის აინტერესებს, რას დაარქმევ... ლუწია თუ კენტი"
:D :D ""ვის აინტერესებს, რას დაარქმევ... ლუწია თუ კენტი"
:D :D
1. " დაწერას ვჩქარობ, მაგრამ მიმატოვა მუზამ ხიდები, უფსკრულები, ჯურღმულები უფსკრული არა ისა... სიცოცხლისთვის ბრძოლა არ ღირს რა მნიშვნელობა აქვს,ერთით მეტი, ერთით ნაკლები დავიღალე? არა სულაც არ ვარ დაღლილი უბრალოდ მომეწყინა ვის აინტერესებს, რას დაარქმევ... ლუწია თუ კენტი " ++
" დაწერას ვჩქარობ, მაგრამ მიმატოვა მუზამ ხიდები, უფსკრულები, ჯურღმულები უფსკრული არა ისა... სიცოცხლისთვის ბრძოლა არ ღირს რა მნიშვნელობა აქვს,ერთით მეტი, ერთით ნაკლები დავიღალე? არა სულაც არ ვარ დაღლილი უბრალოდ მომეწყინა ვის აინტერესებს, რას დაარქმევ... ლუწია თუ კენტი " ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|