ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2015


გრძნობების კონკურენცია

როგორ არ მტკიოდეს, როცა მეტკინება,
ან თუ მეტირება, როგორ ჩავეხერგო ცრემლებს,
სულმა მგრძნობელობას მისცა მეტი ნება,
ბანი აუმაღლა სიმდარისგან გაუცრელ ხმებს...

თუმც ეს ყოველივე მაინც უძლურია
იმ რწფელ განცდის მიმართ, გულს რომ გამიღიმებს,
რადგან სხვა ძალებით გადახუნძლულია,
რადგან სიხალასის ტონით მაღიღინებს..

მაშინაც კი,
როცა მეტკინება, ან თუ მეტირება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები