 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2015 |
გამარჯობა, ძვირფასო, მინდა გახარო- დღეს ჩვენი მკვდარი შვილის მამა გახდები. მე მას მოვკლავ. და სანამ კედელზე, როგორც მწიფე ბროწეულს მივანარცხებ, მოვუყვები, რომ მამამისი კლდეზე მიჯაჭვული ღმერთია, გამოდის ხოლმე აივანზე, ოლიმპოდან მოტანილ ცეცხლზე ანთებს სიგარეტს და სწუხს საკუთარ უშედეგობას.
ძვირფასო ჩემო, როგორც პროექტის საცდელ ვირთხებს, ეს ცხოვრება სიტკბოს გვატენის, შეშლელებივით ვეძებთ მერე გარეთ გასასვლელს და სანამ ერთმანეთს ცოცხლად შევჭამთ, სანამ კბილებით გამოვფატრავთ სისხლსავსე მუცელს, თავზარდამცემი სიხარულის ყველა ციება, ეს პანიკური მოლოდინი ბედნიერების მინდა რომ მოკვდეს, ისე,თითქოს არც ჩასახულა.
რადგანაც ვხვდები: ამ ხაზს იქით არაფერი უნდა ვიკითხო, რადგანაც ვიცი, ამ ყვითელი შემოდგომის იქით არც კი უნდა გადავიხედო, ამ საზღვარს იქით, ზუსტად ვიცი, არაფერი აღარ მეკუთვნის, ისედაც ვიცი- უკვე მოხდა, რაც გავლებულ ხაზს იქით ხდება. და ნეტა ეს ხმა გაჩუმდებოდეს, რომ მოდის ხოლმე დაუკითხავად, ჩემს თვალებთან თვალები მოაქვს და დამცინავად მაკვირდება- და აი, ამ დროს, ზუსტად ვიცი- არაფერი უნდა ვიკითხო.
და სანამ წავალ, სანამ კბილებით გადავიღრღნი საკუთარ ნერვებს, მე მოვკლავ ჩვენს შვილს, დაუნანებლად მივანარცხებ კედელს, როგორც მწიფე ბროწეულს და ცათამბჯენიდან დაშვებული შენი ბავშვობა, ყელთან ქვასავით მობჯენილ გულით- "ვაი - თუ დამყვეს ბოლომდე!..."- ყოველი ღამით დამესიზმრება..
ძვირფასო ჩემო, მინდა გახარო - მშვიდობით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. :) მადლობა. :) მადლობა.
23. რა უნდა თქვა? ძლიერი ლექსია ძლიერი ემოციებით
ალალი 5 რა უნდა თქვა? ძლიერი ლექსია ძლიერი ემოციებით
ალალი 5
22. მომეწონა ძალიან მომეწონა ძალიან
21. თუთი ^^ ნიინ :* ლუტეცია, მადლობა <3 თუთი ^^ ნიინ :* ლუტეცია, მადლობა <3
20. ვგიჟდები შენზე ! ვგიჟდები შენზე !
19. ვახ, რა გოგო ხარ რა :) ვახ, რა გოგო ხარ რა :)
17. ვიცოდი, განმარტების დაწერა რომ მოუწევდა ავტორს. :) მკითხველების მიერ ყველაფრის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება არახალია. :) 5. ვიცოდი, განმარტების დაწერა რომ მოუწევდა ავტორს. :) მკითხველების მიერ ყველაფრის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება არახალია. :) 5.
16. არანაირად არაა ეს ნაწერი აბორტზე. არც ბავშვზე და არც არც.... ესაა სიყვარულზე, ისეთზე, როცა კედლამდე კი არა, კედელშიც გადიხარ. მერე მაინც ბრუნდები უკან და მიდიხარ მაინც.. :)
დიდი მადლობა ყველას :) არანაირად არაა ეს ნაწერი აბორტზე. არც ბავშვზე და არც არც.... ესაა სიყვარულზე, ისეთზე, როცა კედლამდე კი არა, კედელშიც გადიხარ. მერე მაინც ბრუნდები უკან და მიდიხარ მაინც.. :)
დიდი მადლობა ყველას :)
13. არ ვიცი რა დავწერო, ამიტომ სიკეთე ავტორს :)) არ ვიცი რა დავწერო, ამიტომ სიკეთე ავტორს :))
12. თან რომ ძვირფასოთი. თან რომ ძვირფასოთი.
10. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ახ! უხ! ვახ! ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ახ! უხ! ვახ!
9. 17/03/15წ. იმ ხაზის იქით, თუკი ფიქრობ, რომ იყო შენი, ისევ იქნება, თუკი ამ აზრს, არ შეეჩვევი, თუ ასე თქმას, არ მიეჩვევი. ძველ ნაფუძნარზე დააბრუნო უნდა ის ხაზი, ძველ ნატერფალძე, დაბრუნება უფრო ჯობია.... ნექტარი. 17/03/15წ. იმ ხაზის იქით, თუკი ფიქრობ, რომ იყო შენი, ისევ იქნება, თუკი ამ აზრს, არ შეეჩვევი, თუ ასე თქმას, არ მიეჩვევი. ძველ ნაფუძნარზე დააბრუნო უნდა ის ხაზი, ძველ ნატერფალძე, დაბრუნება უფრო ჯობია.... ნექტარი.
8. კარგია ლექსი, ეს საწუხარო რეალობა კი შემაძწრუნებელი. კარგია ლექსი, ეს საწუხარო რეალობა კი შემაძწრუნებელი.
7. უძლიერესია. უძლიერესია.
6. რა საშინელებაა , არაჯანსაღი მშობლები... :(
რა საშინელებაა , არაჯანსაღი მშობლები... :(
5. მოხიბლული ვარ<3 მოხიბლული ვარ<3
4. ზოგი საკუთარ შვილს კლავს, ზოგი, რომ ჰყავდეს ნატრობს.
უღმერთობა..
ზოგი საკუთარ შვილს კლავს, ზოგი, რომ ჰყავდეს ნატრობს.
უღმერთობა..
3. არანორმალურად მაგარი პოეტი ხარ შენ !!! არანორმალურად მაგარი პოეტი ხარ შენ !!!
1. ვაიჰ.. შემაძრწუნებლად კარგი ლექსია ! ვაიჰ.. შემაძრწუნებლად კარგი ლექსია !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|