II იცით რა? მართალია, სულერთი იყო ყველაფერი, მაგრამ, ტკივილს ხომ მაინც ვგრძნობდი სადღაც. ვინმეს რომ დაერტყა- ვიგრძნობდი. ასევე მორალური თვალსაზრისითაც, რაიმე შესაბრალისი რომ მოხდარიყო - შევიბრალებდი, როგორც მაშინ - როცა სულერთი არ იყო ჯერ კიდევ ყველაფერი. ვიგრძენი კიდეც... ბავშვს მაინც უთუოდ დავეხმარებოდი. მაშ, რატომ არ მივეშველე იმ გოგონას? როდესც მეძახდა და მქაჩავდა, ერთი შეკითხვა გამიჩნდა, კითხვა მოჩვენებითი იყო, მაგრამ, მე გავბრაზდი, გავბრაზდი იმ დასკვნის გამო, რომ თუკი მე გადავწყვიტე ამ ღამით მომეღო ბოლო საკუთარი არსებობისთვის, ესე იგი ახლა ყველაზე მეტად სულერთი უნდა ყოფილიყო ყველაფერი ამქვეყნად ჩემთვის. მაშინ, რაღატომ ვიგრძენი რომ მენაღვლებოდა და მეცოდებოდა ეს გოგონა. მახსოვს, იმდენად შემებრალა, რომ უცნაური ტკივილიც კი ვიგრძენი, ჩემი მაშინდელი მდგომარეობისთვის შეუფერებელი. მართალია, ბოლომდე ვერ გადმოვცემ ჩემს იმწამიერ შეგრძნებებს, მაგრამ, ეს შეგრძნებები სახლშიც გაგრძელდა, როცა მაგიდასთან ჩამოვჯექი და უკიდურესად გაღიზიანებული გახლდით, როგორიც, დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ცხადად იხატებოდა, რომ როგორც ადამიანი ჯერ კიდევ არ გავმხდარვარ არარაობა, ჯერ კიდევ არ გადავქცეულვარ არაფრად, ამრიგად, ესე იგი ვცოცხლობ, შესაბამისად, შემიძლია განვიცდიდე, ვბრაზობდე და მრცხვენოდეს ჩემი საქციელის გამო. მაგრამ, თუ თავს მოვიკლავ, დავუშვათ, თუნდაც ორი საათის შემდგომ - რაღა იქნება ის გოგონა ჩემთვის, რა მესაქმება სირცხვილის გრძნობასთან და საერთოდ ყველაფერთან ამქვეყნად. უკვე არაფრად გადავიქცევი. აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ, იმის გააზრება, რომ მალე სრულიად არ ვიარსებებ და შესაბამისად არც არაფერი იარსებებს, გავლენას არ მოახდენდა იმ გოგონას მიმართ სიბრალულზე, დაღალატების გამო სირცხვილის გრძნობაზე? მე ხომ, სწორედ იმიტომ დავუბაკუნე ფეხები და დავღრიალე თავზე ამ უბედურ ბავშვს, რომ დამემტკიცებინა, განა მხოლოდ უგრძნობი ვარ მისი უბედურების მიმართ, არამედ, შემიძლია არაადამიანური უგულობაც გამოვიჩინო, რადგან, ორ საათში - ყველაფერი გაქრება. გჯერათ, რომ სწორედ ამიტომ დავუყვირე?! მე კი, ახლა, თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვგრძნობდი, რომ სიცოცხლეც და მთლიანად სამყაროც თითქოს, მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, სამყარო ახლა მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: მე თუ მოვკვდები - აღარც ქვეყნიერება იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის...არაფერი ვთქვა იმაზე, რომ იქნებ, მართლაც აღარავისთვის აღარაფერი იქნება მას შემდეგ- რაც აღარ ვიქნები მე. და მთელი მსოფლიოც ჩაქრება, როგორც კი ჩაქრება ჩემი ცნობიერება. გაუჩინარდება. რადგან, მთელი ქვეყნიერებაც და ადამიანებიც - სინამდვილეში მხოლოდ მე ვარ. მახსოვს, ვიჯექი და ვფიქრობდი... ვეხვეოდი ახალ-ახალ კითხვებში და უკვე სრულიად სხვა მიმართულებებს იძენდნენ ეს კითხვები. ახალ-ახალ რამეებს ვსახავდი გონებაში. მაგალითად, წარმოვიდგინე, რომ ვთქვათ, ადრე მთვარეზე ვცხოვრობდი, ან მარსზე და იქ ყველაზე სამარცხვინო და უღირსი საქციელი ჩავიდინე, რის გამოც გამკიცხეს, მიწასთან გამასწორეს, შემარცხვინეს ისე საშინლად, რომ ღამის კოშმარებში შეიძლება მოგელანდოს. და უცბად, დედამიწაზე რომ აღმოვჩენილიყავი - ცნობიერს ემახსოვრებოდა სხვა პლანეტალზე ჩადენილი სამარცხვინო საქციელი. ამას, გარდა, ეცოდინებოდა, რომ იქ ვეღარასდროს დაბრუნდებოდა ჩადენილის გამო. დედამიწიდან რომ მთვარეს გავხედავდი - სულერთი ქინებოდა თუ არა ჩემთვის?! შემრცხვებოდა? კითხვები მოჩვენებითი და სრულიად ზედმეტი იყო, რადგან, რევოლვერი წინ მედო და მთელი ჩემი არსებით ვიცოდი, რომ თვითმკვლელობა დღეს გარდაუვალი იყო, მაგრამ, ეს კითხვები მაცხარებდნენ, მაცოფებდნენ და ვბრაზდებოდი. თითქოს, ახლა სიკვდილის უფლება აღარ მქონდა, სანამ, რაღაც დამატებით ზომას არ მივიღებდი. ერთი სიტყვით, იმ გოგონამ გადამარჩინა, კითხვა-პასუხების ძიებით გადავადებული გასროლის წყალობით. ამასობაში, კაპიტანთანაც ნელ-ნელა მიწყნარდა ხმები. კარტის თამაშს მორჩნენ. დასაძინებლად მოკალათდნენ. და უცბად, მეც ჩამეძინა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა ჩემს თავს. ჩამეძინა, მაგიდასთან, სავარძელში. ჩემთვის სრულიად შეუმჩნევლად. სიზმარი უკიდურესად უცნაური რამაა: ერთის მხრივ გეზმანება საშინელი სიცხადით, იუველირისთვის დამახასიათებელი წვრილმანი დეტალების სიზუსტით, მორეს მხრივ კი გადადიხარ ისეთ განზომილებაში, სადაც, არც დროის შეზრუდვაა და არც სივრცის. სიზმრები, როგორც ჩანს, ცდილობენ იხელმძღვანელონ არა გონებით, არამედ სურვილებით. არა ტვინით, არამედ - გულით. ამავდროულად, კი, მაინც ისეთ უცნაურ თამაშებს მეთამაშება ხოლმე ჩემი გონება ძილის დროს. აუხსნელი რამეები ხდება ხოლმე ჩემს ზმანებებში. მაგალითად, ხუთი წელია რაც ძმა დამეღუპა. ხანდახან კი მესიზმრება, თითქოს, ისევ ჩემთან ერთად იყოს, ჩემთან ერთად საქმიანობდეს, სრული ინტერესით და თან, მთელი სიზმრის განმავლობაში მახსოვს, რომ სინამდვილეში მკვდარია და დაკრძალული. რატომ არ მიკვირს ხოლმე რომ გარდაცვლილია და სიზმარში კი, ჩემს გვერდითაა და ჩემთან ერთად ფუსფუსებს. რატომ უშვებს ჩემი გონება ასეთ რამეს? საკმარისია... ახლა, ჩემს მაშინდელ სიზმარზე გიამბობთ. დიახ, მაშინ ეს მეზმანა. სამი ნოემბრის ჩემი სიზმარი. ახლა, ამის გამო დამცინიან, მხოლოდ სიზმარი იყოო-ამბობენ. მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ზმანებაა თუ არა, თუ ამ მოვლენამ მაზიარა ჭეშმარიტებას?! რადგან, თუკი ერთხელ ეზიარე მას და ნახე შენი თვალით - ესე იგი, ისაა სიმართლე და სხვა სიმართლე არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. მიუხედავად იმისა, ცხადში იყო ეს თუ მძინარეს გეწვია ცოდნა. დაე, სიზმარი იყოს...იყოს, დაე... ის სიცოცხლე, რომელსაც თქვენ ასე ეთაყვანებით და მისი მოსწრაფება მსურდა საკუთარი თავისთვის მე ხომ სწორედ ამ სიზმარმა, ჩემმა ზმანებამ მომაწყურა - მან გაუხსნა კარი ჩემს დიდ, განახლებულ და ძლიერ ცხოვრებას!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მუხას დავეთანხმები, ნამდვილად იგრძნობა დოსტოევსკის აურა თარგმანიში, რაც ერთი-ორად უფრო დიდებულს ხდის ამ თარგმანს! მუხას დავეთანხმები, ნამდვილად იგრძნობა დოსტოევსკის აურა თარგმანიში, რაც ერთი-ორად უფრო დიდებულს ხდის ამ თარგმანს!
6. თარგმანში იგრძნობა დოსტოევსკის მუღამი, ეს არ არის შემთხვევითობა,
მეფერტარ გმადლობთ მე 3 კომენტარისთვის. თარგმანში იგრძნობა დოსტოევსკის მუღამი, ეს არ არის შემთხვევითობა,
მეფერტარ გმადლობთ მე 3 კომენტარისთვის.
5. ნათ, ეს ძალიან მაგონებს შენს "უადამიანოს", ალბათ ახლობელია შენთვის ასეთი სატკივარი. გაასწორე და ძლიერი თარგმანია, უდავოდ. მიხარია,კლასიკას რომ არ "ღალატობ". ნათ, ეს ძალიან მაგონებს შენს "უადამიანოს", ალბათ ახლობელია შენთვის ასეთი სატკივარი. გაასწორე და ძლიერი თარგმანია, უდავოდ. მიხარია,კლასიკას რომ არ "ღალატობ".
4. კი, რომ გადავავლე თვალი ახლა- ნამდვილად სჭირდება დარედაქტირება და უკეთესი შესატყვისებიც მოვიდა თავში. :)) კი, რომ გადავავლე თვალი ახლა- ნამდვილად სჭირდება დარედაქტირება და უკეთესი შესატყვისებიც მოვიდა თავში. :))
3. გადავიტანე. ახლა მთელ ეკრანზე გავშლი და შევუდგები...
ვისაც უნდა ეკრანზე დიდი პროზა ისე წაიკითხოს რომ თვალები არ ეტკინოს და თავბრუც არ დაეხვეს, გაკვეთილი არის აი აქ :
http://urakparaki.com/?m=4&ID=78661
თუმცა ავტორმა პირველმა უარყო ეს ჩემი ლინკი, მაგრამ ახლა თვითონ უფრო გამოადგება!
გადავიტანე. ახლა მთელ ეკრანზე გავშლი და შევუდგები...
ვისაც უნდა ეკრანზე დიდი პროზა ისე წაიკითხოს რომ თვალები არ ეტკინოს და თავბრუც არ დაეხვეს, გაკვეთილი არის აი აქ :
http://urakparaki.com/?m=4&ID=78661
თუმცა ავტორმა პირველმა უარყო ეს ჩემი ლინკი, მაგრამ ახლა თვითონ უფრო გამოადგება!
2. გამართული ნაწერია, თუმცა რაღაც დონეზე ხელახალი რედაქტირება არ იქნებოდა ცუდი. 5 ქულა და წარმატებები გამართული ნაწერია, თუმცა რაღაც დონეზე ხელახალი რედაქტირება არ იქნებოდა ცუდი. 5 ქულა და წარმატებები
1. ნათი, დიდებულად ფლობ სიტყვას. ასე ადვილი არაა დოსტოვსკისთან შეჭიდება. ძალიან დახვეწილია . ნათი, დიდებულად ფლობ სიტყვას. ასე ადვილი არაა დოსტოვსკისთან შეჭიდება. ძალიან დახვეწილია .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|