მე გიყვებოდი საკუთარ თავს, შენ ვერ გამიგე, და უხეირო ზღაპარივით ვმთავრდები ახლა. ისე შორს მიდის სიმარტოვის ფესვების სიღრმე, ზოგჯერ მგონია, ჩემივე სულს დავუგე მახე.
მე გიყვებოდი საკუთარ თავს, ძველსა და ახალს, შენ კი არასდროს არ გიცდია სრულად მოსმენა. მიმქრალ იმედებს უსათუო ფიასკო ახლავთ და მხოლოდ ლექსებს შეუძლიათ ქცევა ლოცვებად.
დავკარგე ძალა მოთმინების, ან არც მქონია, და გულუბრყვილოდ ვთამაშობდი უდარდელ თვალებს. ნუ გეგონება, რომ ტკივილი მონაგონია, უნდა წავიდე, თორემ ისე გადავიღალე,
აღარაფერი შემოგრჩება ჩემში საშენო, მარტოობა ხომ სხვასთან ერთად უფრო ძნელია. უნდა წავიდე და რაც დამრჩა, გადავარჩინო სიცარიელის მეშინია რადგან ძალიან.
თითქოს მარტივად, ერთ სტრიქონში თავს ვუყრი სიტყვებს: მშვიდობით, აღარ დავბრუნდები, გტოვებ, ადიოს! გაუსაძლისი სიჩუმე კი, თხოვნასაც იტევს - ოდესმე, ეს ვერპატიება რომ მაპატიო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ძალიან დიდი მადლობა ყველას! :)
ძალიან დიდი მადლობა ყველას! :)
10. კარგი ლექსია, ფინალი განსაკუთრებით!!! კარგი ლექსია, ფინალი განსაკუთრებით!!!
9. აქ დავბრუნდები ხოლმე უეჭველად.
გაიხარეთ. აქ დავბრუნდები ხოლმე უეჭველად.
გაიხარეთ.
8. მიმქრალ იმედებს უსათუო ფიასკო ახლავთ და მხოლოდ ლექსებს შეუძლიათ ქცევა ლოცვებად.
+5 მიმქრალ იმედებს უსათუო ფიასკო ახლავთ და მხოლოდ ლექსებს შეუძლიათ ქცევა ლოცვებად.
+5
7. უი, გელოვანი... გამახსენდა,
"თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების."
:) მე აუცილებლად დავბრუნდები! :*
უი, გელოვანი... გამახსენდა,
"თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების."
:) მე აუცილებლად დავბრუნდები! :*
6.
გაიხარე, ზაზა :)
გაიხარე, ზაზა :)
5. კარგი იყო :)) კარგი იყო :))
4. გმადლობთ სამივეს :)
გულიანა, საინტერესოა :) მე მაქვს კიდევ ერთგან მსგავსი: "და მაპატიე, თუ ვერ შეგინდე დანაშაული არდაბრუნების (მირზა გელოვანის ცნობილი ლექსის გავლენით)
გმადლობთ სამივეს :)
გულიანა, საინტერესოა :) მე მაქვს კიდევ ერთგან მსგავსი: "და მაპატიე, თუ ვერ შეგინდე დანაშაული არდაბრუნების (მირზა გელოვანის ცნობილი ლექსის გავლენით)
3. ერთი ძველი ლექსი მაქვს..."შენ მაპატიე ყველა ის ცოდვა,ვერ პატიება მე რომ დავარქვი"თქო და თქვენც ასე ყოფილხართ... :)
"გაუსაძლისი სიჩუმე კი, თხოვნასაც იტევს - ოდესმე, ეს ვერპატიება რომ მაპატიო."
"აღარაფერი შემოგრჩება ჩემში საშენო, მარტოობა ხომ სხვასთან ერთად უფრო ძნელია. უნდა წავიდე და რაც დამრჩა, გადავარჩინო სიცარიელის მეშინია რადგან ძალიან. "
++ ერთი ძველი ლექსი მაქვს..."შენ მაპატიე ყველა ის ცოდვა,ვერ პატიება მე რომ დავარქვი"თქო და თქვენც ასე ყოფილხართ... :)
"გაუსაძლისი სიჩუმე კი, თხოვნასაც იტევს - ოდესმე, ეს ვერპატიება რომ მაპატიო."
"აღარაფერი შემოგრჩება ჩემში საშენო, მარტოობა ხომ სხვასთან ერთად უფრო ძნელია. უნდა წავიდე და რაც დამრჩა, გადავარჩინო სიცარიელის მეშინია რადგან ძალიან. "
++
2. მშვიდობით, აღარ დავბრუნდები, გტოვებ, ადიოს! გაუსაძლისი სიჩუმე კი, თხოვნასაც იტევს - ოდესმე, ეს ვერპატიება რომ მაპატიო.
++ მშვიდობით, აღარ დავბრუნდები, გტოვებ, ადიოს! გაუსაძლისი სიჩუმე კი, თხოვნასაც იტევს - ოდესმე, ეს ვერპატიება რომ მაპატიო.
++
1. კაკალ გულში გამიარა, ისეთი ლექსი დაგიწერია. ვერპატიება, არ გეპატიება !(ჩემი ს აზრია) კაკალ გულში გამიარა, ისეთი ლექსი დაგიწერია. ვერპატიება, არ გეპატიება !(ჩემი ს აზრია)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|