ღამეა,სიმართლე ჩაცმულა შავებში, ქალაქი ბურანში ნებივრობს დუმილის... მითხარით ნამდვილი წამების წამებში, თავს იყრის საიდან ამდენი წუხილი... ხმა მესმის ღვთიური შეპარვით შორიდან, ამ წუთში სიცივეც გამათბობს მგონია... ვფიქრდები,ნეტავი საიდან მოვიდა... მოვიდა კი მაინც?თუ ნატვრა მქონია...