 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 19 მარტი, 2015 |
42 წლის ვარ, უმაღლესი განათლებით, ვმუშაობ მაქვს საკუთარი ფირმა, რას ვაკეთებ? რა მნიშვნელობა აქვს? ყველანი ვცდილობთ მუშაობით პური ჩვენი არსობისა მოვიპოვოთ, ხოდა მეც ჩემს სამსახურში იგივეს ვცდილობ. ვერ გაგიგეთ ? სხვა რამეს მეკითხებოდით? კონკრეტულად რას ვაკეთებ? მოდით ეგ ჩემს საიდუმლოთ დავტოვოთ.
კარგით , როგორც გნებავთ. მაშინ იქნებ კიდევ რამე გვითხრათ საკუთარი თავის გარშემო?
გარშემო? ეგ რა იდიოტობაა? გარშემო და შემოვლითი გზებით არც სიარული მიყვარს და მითუმეტეს არც ლაპარაკი. ცხოვრებაში პირდაპირობა მჩვევია,შესაბამისად სათქმელსაც პირდაპირ ვიძახი , ვცდილობ არ მივედმოვედო. გარშემო კი არა პირდაპირ გეტყვით, თუ რამე გაინტერესებთ, ასეთი ადამიანი ვარ მე, პირდაპირი, ყველანაირი გადახვევა გადმოხვევა უცხოა ჩემთვის და მიუღებელი. ოჯახური მდგომარეობა? მყავს მეუღლე და სამი შვილი. როგორი მეუღლე ხართ?
როგორი მეუღლე ვარ? ---არ მიყვარს ეგ სიტყვა , ისე უპრიანი იქნება ეგ ჩემს ცოლს კითხოთ. მე სხვა რამე მაინტერესებს და ეხლავე მოგახსენებთ. დაფიქრებულხართ „მეუღლე“ ნაწარმოები სიტყვა რომაა, ქმარი და ცოლი კი პირველადი? იცით დარწმუნებული ვარ, ქართველ ადამს, ერქვა ქმარი და ქართველ ევას კიდევ ცოლი, ანუ მათი სახელები იყო ქმარი და ცოლი.
ეს კაცი ვის კითხვა პასუხსა და აზრებსაც ეხლა ეცნობით ჩემი მოთხრობის, მთავარი პერსონაჟია, (ამ ბოლო ჟამს მოცალეობისას მოთხრობებს ვწერ, ხანდახან ლექსებსაც, "ბოლო ჟამიც" რა სიმბოლურად გამომივიდა ნათქვამი) რომელიც როგორც ირკვევა წაიმანიაკებს და 42 წლის კაცის ძირითად გართობას შეღამებულზე პარკებში და ბაღებში, ბუჩქებში ჩამალვა, მერე სპაიდერმანის ტანსაცმელში, პარიკმოსილი იმ ბუჩქებიდან ამოხტომა უმეტესად ბავშვებისა და მოხუცების დაწიოკებაა, ამოუხტება ,თავისთვის მშვიდად და წყნარად მავალ მოხუცს ან ბუნჩულა ბავშვს ინდიელთა საომარი ყიჟინით და მერე გულგახეთქილებს სდევს მცირე დისტანციებზე. მერე დევნას თავს ანებებს და სხვა მსხვერპლს უკვე სხვა ადგილას და სხვა პარკში უსაფრდება. მოკლედ შიში და პანიკა დათესა ჩვენმა გმირმა პატარა პროვინციულ ქალაქ N–ში, დიდხანს დაბოგინობდა ვერავინ იხელთებდა, ფრთხილი და საზრიანი იყო შობელძაღლი, ხანდახან კარგახნიან შესვენებას აკეთებდა, ხან კი დღეში ორჯერ–სამჯერ გამოენთებოდა ხოლმე და შიშის ზარსა სცემდა უმწეო მსხვერპლთ, მანამ შემთხვევით საკუთარ შვილს არ გამოენთო......
სიმართლე გითხრათ, მოთხრობა თავის პერსონაჟიანად მაგარი შტერობა იყო.. მაგრამ მე სხვა რამე მაშფოთებს, ვაკვირდები და ავტორთან პორტრეტული მსგავსების გარდა სხვა მსგავსებსაც ვამჩნევ ,აი ეგ არ მომწონს, ზუსტად ეგ.
ამბავი კი ასე დაიწყო.... ოოოო, მაგარი ცხელი გამოვიდა ზაფხული, ხოდა ამ სიცხის გამო იყო რომ გადაარქვეს სახელი. თბილისი არა გრილისი! ნადვილი ცხელისი იყო, მდუღარისი, კუპრგოგირდისსაც კარგად აიტანდა. უბრალოდ ბოლო ორი, უსიამოვნოდ ჟღერდა. მოკლედ ისე ცხელოდა, ქალაქში სამუშაოდ გამოსული ეშმაკები, შესვენებაზე ჯოჯოხეთში გრილდებოდნენ. წუწუნებდნენ კიდევაც, სეზონი ჩაგვივარდაო, ყველაზე დიდი, ზრახვად ცოდვას გამოვკრათ ხელიო. მაგაზედაც მადლობელი ვართ, რადგან ისე ცხელა კაცს ცოდვის ჩადენა ფიქრშიაც ეზარებაო.
მზის გადასვლას და შეღამებულ-შებინდებულზე სიოს ელოდნენ ცხელისს დარჩენილები. იყვენენ ისეთებიც გაიაფებულ დენზე მომუშავე კონდიციონერებით რომ გრილდებოდნენ, მაგრამ ეგ ის უმცირესობა იყო, რომლებსაც უმრავლესობა მხოლოდ გინებით იხსენიებდა.
დილის ცხრა საათს თუ გადამიშორდებოდა სახლიდან აღარ გავდიოდი, უთენია უნდა გაადაადგილებულიყავი ადამიანი, რამის გაკეთებას თუ ესწრაფვოდი. ამიტომ სამსახურშიაც ან დილით შვიდ საათზე მივდიოდი და მზის გადასვლამდე იქიდან ფეხის გამომდგმელი არ ვიყავი, ანდა საერთოდაც არ მივდიოდი, საქმეც ბევრი არაფერი მქონდა და ამით არაფერი შავდებოდა. იმ სასტუმროს დირექტორი თავად ვიყავი.
ჰოდა მორიგი ცხელი დღის შემდეგ, მზე რომ მთებს იქით, ზღვებს იქით და საერთოდაც გაღმა გავიდა, მარტოობისგან გულგაწვრილებულმა,(ოჯახი კოჯორში იყო გახიზნული და მე მძევლად ვიყავი დატოვებული) ტელეფონი მოვიმარჯვე და მეგობარს დავურეკე. მეგობარიც ჩემნაირი, მზით გათანგული, სახლსა შინა მარტო მყოფი და დაშტერებული იყო, შევთანხმდით რომ ვესტუმრებოდი, სტუმრობის საფასურად, ცივი საზამთრო და ეგეთივე(ცივი) შამპანური დააწესა მასპინძელმა, მე ავღშფოთდი და განვუცხადე თუ კარგია შენ მესტუმრე-მეთქი, მაგრამ გაჯიუტდა არაფერსაც არ გესტუმრები, იდეა შენი იყო, კეთილი ინებე და მესტუმრე, რაზეც შევთანხმდით, ეგენიც მოაყოლე თორემ კარს არ გაგიღებო. ძალიანაც არ შევწინააღმდეგებივარ, რომ დავფიქრდი ჯობდა კიდევაც მასთან სტუმრობა, დასვრილი ჭურჭელი, მისი გასარეცხი იქნებოდა, ხოდა ასეც ვუთხარი , ჩათვალე ჭურჭლის რეცხვის ფულს ვიხდი მეთქი. ვერაფერს მიხვდა ,რადგან ამირან გულში მღეროდაო ისე მომდიოდა.
რაიო შემეკითხა? რაიო კი არა ყინულები გაამზადე შამპანურისთვის ბევრი. გაიგე? კარგი ბატონო კარგი ეგ ჩემზე იყოსო.
-ჩამოვედი მე-12 სართულიდან ქვემოთ ქუჩაში, საზამთროც და შამპანურიც ჩემი კორპუსის ქვემოთ მაღაზიაში იყიდებოდა, თანაც შედარებით იაფად, ორივეში ერთად ალბათ 2 ლარს მოვიგებდი, მაგრამ ძუნწობას და ყაირათიანობას საღმა აზრმა აჯობა, მართალია გასავლელი ბევრი არაფერი მქონდა, ჰა, ჰა ერთი კილომეტრი, მაგრამ, საზამთროთი და შამპანურებით მთლად სასიამოვნო სასიარულო, ცხელისის იმ ცხელ საღამოს ნამდვილად ვერ იქნებოდა ამიტომაც გადავწყვიტე, მეგობრის სახლთან ახლოს, ძვირად მეყიდა, სამაგიეროდ იქამდე ბარგის გარეშე, ხელცარიელს მევლო და ოდნავ აგრილებულზე, მთაწმინდის კალთებიდან ჩამოხეტებული სიოსთვის მიმეშვირა შუბლი და მკერდი, თანაც საღამოს ცხელისის ქუჩაში სეირნობით გავხალისებულიყავი. (ეგ უკვე ჩემს მონდომებაზე იყი დამოკიდებული) უბანი გამოცოცხლებულიყო, ხალხი გამოსულიყო ქუჩაში.
თუმც მაინც გვიან შემოდგომის ბუზებივით, ზლაზვნით ირჯებოდნენ, გარეთ გამოსულებს წყლიანი შლანგები მოემარჯვათ და ქუჩებს რწყავნენ, მივესალმე, მოვიკითხე. ვერ იყვნენ ჯანზე, სად მივდიოდი იმითაც კი არ დაინტერესდნენ. აბა შემოდგომის გრილიანი ყოფილიყო, ყველაფერს წვრილწვრილად გამოგკითხავდნენ და გამორიცხული არ იყო გამოგყოლოდნენ სადაც მიდიოდი. ეხლა კი --ბარო ჯიგარო გინდა წყალი მოგასხაო?- შემეკითხა ერთერთი და უარი რომ ვუთხარი გაიკვირვა კიდევაც, სანამ ქვემოთ ჩახვალ გაშრებიიო, მაინც უარი ვუთხარი და ჩემს გზას დავადექი.
თერგის ქუჩა კეკელიძეს რომ კვეთავს იმ ადგილს რომ გავცდი, მარცხენა მხარეს, ტროტუარის პირას მდგარ ფოთლებ დამწვარ ცაცხვს ვუახლოვდებოდი ვიღაცამ, რომ წამჩურჩულა, ე, ბიჭო მიდი გაიხსენი ახალგაზრდობაო. შევშფოთდი. აქეთ იქით მიმოვიხედე, არავინ იყო, არადა აშკარად გავიგონე და არ მომესმა. რა უნდა გავიხსენო მეთქი?--- გავიფიქრე და პასუხიც მომესმა, აბა თუ მაგარი ხარ გამოექანე და აგე ფოთოლგაცვენილ ტოტს ზემოთ რომ ფოთლებიანი ტოტი მოჩანს ახტი და თავით მისწვდიო. შენ ხო არ უბერავ მეთქი?- ვუთხარი გულში, აბა ქუჩაში მარტო ლაპარაკს ხომ არ დავიწყებდი და უბნელების საღადავებელი გავხდებოდი, სიცხისაგან გაუბერაო. იმას ვინც მე მელაპარაკებოდა ,ჩემი გულში ნათქვამიც კარგად ესმოდა.აშკარად არ უჩიოდა ტელეპატიურ ნიჭს. რატომ ვუბერავ, ახტი თუ ტრაკი გაქვს და მიწვდი, რა იყო გრეხია? მეღადავება კიდეც ეს ჩათლახი, მერე სხვა ხმით და მეორე ყურში ჩამესმის --ახტი ბიჭო მაგას უნდა დააცინინო თავი??? ჩემ თვალში ფოცხვერივით ბიჭი იყავი რა მოგივიდაო? უხ, თქვენი მეთქი გავიფიქრე, მაგრამ რად გინდა ხომ გითხარით ფიქრი ესმოდათ ამ ნაბოზვრებს, ----რა ჩვენი, მიდი ნიძლავი მაქვს დადებული რომ მიწვდებიო, მეუბნება ეს მეორე, მივხვდი ვინც იყვნენ, ეშმაკები ხართ თქვე ბოზებო მეთქი გიცანით, ოხ ოხ, რა მაგარი ხარო დამცინე იმან ცოტა უფრო წვრილი ხმით რომ ლაპარაკობდა. რა იყო წყვილად მუშაობთ მეთქი შევეკითხე, წყვილად რა პატრული კი არა ვართო, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და დავნიძლავდით, გიცნობთ ვინცა ხართ , ამ უბანში ვმუშაობთ ორივეო. ხოდა დაახვიეთ აქედან მეთქი და საიდანაც ხმები მესმოდა იმ მხარეს გულზე ჩამოკიდებული ჯვარი მივუშვირე. ეტყობა დავუფრთხე ანგელოზები. ხმა აღარ გამიგია მაგათი. ესენი მშვიდობით ,რომ დავფანტე, იმ ტოტს ავხედე,მართლა საინტერესო იყო მივწვდებოდი თუ ვერა , ათი წლის წინ პრობლემა არ იყო მაგაზე მაღალზეც ავხტებოდი .ფოცხვერიო --ტყუილად კი არ თქვეს. კატისებრებთან, სულიერ კავშირს სულ ვგრძნობდი. კაცი კატა---გავიფიქრე, მაგრამ მივხვდი რომ ეს ის არ იყო რაც მე მჭირდებოდა, კატა ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ამბიციებს, მაგრა არავაჟკაცურად ჟღერდა , ვეფხვი,-ზუსტადაც , რომ ვეფხვი, აი ვინ ვიყავი , ვიგრძენი ვეფხვი როგორ შესახლდა ჩემს სხეულში მთელი თავისი სიდიადითა და სიდინჯით, გარშემო მივიხედ მოვიხედე, ნაგვის ბუნკერთან დასიცხული ვირთხა დაძუგძუგებდა,ნაგავს ქექავდა, აღძრულმა ზიზღმა და გულგრილობამ , დამარწმუნა რომ კატა , ჩემს ცხოვრებაში, დიდი ხნის წინ, უკან მოტოვებული ევოლუციური ეტაპი იყო, დიახაც რომ ვეფხვი შემომსახლებულიყო, და პატარა ქუჩის ცხოველები ჩემში ნადირობის არანაირ აზარტს არ აღძრავდნენ, ამურის ლოსი ან კიდევ ბენგალური შველი მჭირდებოდა ნადირობის ჟინის გასაღვიძებლად.... დავიბრდღვინე... ვიგრძენი ბეწვი როგორ ამეშალა, კუნთები მოიჭიმნენ, მზად ვიყავი ნადირობისთვის, მაგრამ მანამდე ახალ მდგომარეობასთან შესაგუებლად, რამდენიმე იოლი სავარჯიშოს შესრულება გადავწყვიტე. მსხვერპლისთვის საბედისწერო ჩემი ნახტომის გამოსაცდელად, ცაცხვის ის ტოტიც გამოდგებოდა, აბეზარი სტუმრები რომ მეჩალიჩებოდნენ აბა თუ მიწვდებიო. ადამიანი ვერა და ვეფხვი კი უნდა მიწვდენოდა ამ ტოტს, გამოვექანე, ავხტი, ვერ მივწვდი, თუმცა მიზეზსაც უმალ მივხვდი მე ხომ ფაქტიურად ახალფეხადგმულ ბავშვივით ვიყავ ჩემს სხეულს და მის ახალ შესაძლებლობის გამოყენებას მიუჩვეული, მეორე ცდაზე წარმატებით დავიპყარ სირთულის ეს ზღვარი და სიამოვნებისგან, არ არსებული კუდი შოლტივით გავატყლაშუნე და ზემოთ ავპრიხე. ნადირი მჭირდებოდა, შემთხვევით ქალაქის ქუჩებში მოხვედრილი გზააბნეული ცხოველი ჩლიქოსანი... ტელეფონის ზარის ხმამ, ჩემში ჯერ კიდევ მობინდრე ადამიანი მოაბრუნა. კახა, იყო ჩემი მეგობარი. სად ხარ ბიჭო მოდიხარ? მოვდივარ, ბატონო მოვდივარ ,ცხელა გარეთ და უფრო სწრაფად ვერ ვიზამ. – მოდი რა დროზე, ხო იცი სიცხეში დრო ისედაც ნელა გადის და ვსევდიანობ.. – წადი შენი აიშტაინი თავის რა ვთქვი, სანამ ამოვალ ეგ ფორმულა გამოყვანილი დამახვდრე? – რა ფორმულა? – სიცხისა და დროის ურთიერთკავშირის. – დროზე მოდი თორემ, მაგასაც დაგახვედრებ და საპანჩურედ გამზადებულ წიხლსაც. – რითაც კიდევ ერთხელ დამარწმუნებ რომ ზოგიერთისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ვუთხარი და გავუთიშე--- ვიგრძენი ვეფხვი, აბობოქრდა, აშკარად სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებდა , კაცის საბოლოოდ განდევნის სურვილს ვატყობდი, არ სიამოვნებდა ასე აგდებული საუბარი, მერე რა, რომ მე მელაპარაკებოდნენ, ახლა ჩვენ ხომ ფაქტიურად ერთნი ვიყავით. შემეშინდა ბოღმა არ ჩაედოს გულში და დალეულზე მე რომ ცოტა მოვსუსტდებოდი, არ ემძლავრა და ჩემი მეგობარი არ დაეზიანებინა. ხომ ძნელია, დაჯერება იმისა რომ შენსი ვეფხვი სახლობს, მაგრამ უფრო ძნელი მერე ამ ვეფხის სხეულიდან და ტვინიდან განდევნაა, ამიტომაც , გზა- მშვიდობიანი თაანაარსებობისა ვარჩიე, კოჰაბიტაცია კაცისა და ვეფხვისა, ამ შემოსახლებულ ვეფხვთან ჩხუბს და დავიდარაბას კეთილი დახვედრა და სიამტკბილობა ჯობდა, ასე სწრაფად და ლოგიკურად არასდროს მიაზროვნია, გადაწყვეტილებებს წამებში ვიღებდი, ეტყობოდა ვეფხვობა, კაცის მენტალობას და გონებრივ შესაძლებლობებზე კარგად მოქმედებდა, სადღაც შიგნით ვიგრძენი ვეფხვიც დამეთანხმა, ეს აზრები, ფიქრები, თეზები და ანტითეზები ჩემს ისედაც დასიცხულ თავს, კიდევ უფრო ახურებდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ და გმირობის ჩასადენად მომიწოდებდენ. ის გოგო სამზარეულო, საღამოს პირი, ორი დაქალი. სხედან მაგიდასთან, ცივი წვენის ორი ნახევრად სავსე(ეტყობათ ოპტიმისტები არიან) ჭიქა მაგიდაზე. 22-25 წლამდე ასაკისანი იქნებიან, შეწუხებული სახეები აქვთ. სახეზე ეტყობათ სასაუბროდ,ერთდროულად მტკივნეული და თან საინტერესო თემა აქვთ არჩეული. სიცხის ბრალია, თორემ რა მაჩხუბებდა? რა მითხრა ისეთი, რისი გულისთვისაც ასეთი ამბის ატეხვა შეიძლებოდა? კარგი ნუ ნერვიულობ აგერ ნახავ თუ არ მოცუხცუხდეს. არა რა, არ იცნობ მაგას, კარი რომ მოიხურა ისეთი თვალებით შემომხედა მივხვდი რომ ყველაფერი დამთავრდა . რა ვქნა? ვგიჟდები, ისე მიყვარს. ნუ იძახი ეგრე, გაიგე ეგრე არავინ არ უნდა შეიყვარო, თვითონ გაგიჟდეს თუ ძალიან უნდა, მაგის ძმაკაცებს ხომ არ დალაპარაკებიხარ?ან თვითონ აღარ დაგლაპარაკებია ან არც დაურეკია? არა, არა არა, მაგას არ ვჩივი გოგო? ზარიც კი არ გამოუშვია, საშინლად თავმოყვარეა. რამდენიმე დღის წინ ყველაზე ბეზპონტა კაფეში ვიყავით ჯგუფელები და მაგის ძმაკაცები მაინცადამიანც იქ გაიჩითნენ . ვინ და ვინ იყვნენ, მითხარი რა? გიო და ლევანი. მარტო? არა, ეკა და ჯული, იცი? აუუ, მაგ ბანძებთან რა უნდოდათ? ბანძები უძახე შენ! არადა, ლევანი მაგარი კაი მასტია, მაგრა მევასება, იმ შტერმა როგორ დაითრია? რავი აბა მაგათ ტვინში ჯობია არ ჩაიხედო, შენ რომ იმ ბანძს გამჯობინებს მერე ეგეთ სირს რა უნდა ელაპარაკო, მომხედე, იცი სირი ძველქართულად ჩიტი რომ ყოფილა? კი, კი ვიცი. მაგრა უბერავდნენ რა ეს ძველი ქართველები, სხვა სახელი ვერ მოიგონეს? ხოდა მაგიტომაც გადაარქვეს მერე და ჩიტი დაარქვეს. რას გადაარქვეს?? აჰა , ეხლა ჩიტიიია....ხმამაღლა იცინიან. თემას უბრუნდებიან. ისე შენც ისეთი ხარ, რომ კაცს გონია განწირულია და არაფერი გამოუვა. კარგი რა! მაგ ლევანზე თუ მეუბნები შემხვდიო შევხდი, სადაც დამპატიჟე წავყევი, უარი არ მითქვია და საწოლში ვერ გავათრევდი. ეგ საწოლია, მაგათ რომ აგიჟებს, მაგის შემდეგაა რომ გონიათ რამე უფლება აქვთ შენზე. იცი, რატომ ვიჩხუბეთ? რა მითხრა იცი ? არა რა, რომ ვფიქრობ უნდა მეჩხუბა, სიცხე არაფერ შუაშია. რა გითხრა? მიდი, თქვი რა? რადა სიცილით მეუბნება, რომ ვიჟიმავებთ, მერე ჩემი ტყვე ხარო! რატოო??? მეც ეგ შევეკითხე. რატომო და ძველქართულადო ჟიმაობას ტყუვნაი რომ ჰქვიაო,ხომ იციო?---მერე , მერეო?--- ჰოდა მაგ ტყუვნასა და ტყვეს , ერთი ძირი აქვს და ფაქტიურად დატყვევებას, ტყვედ აყვანას ნიშნავსო. ხოდა მაგაზე გავცოფდი და ვუყვირე, შენი აკაკი შანიძე დედა ვატირე , ტყვედ ვინც აგიყვანია ისევ ის აიყვანე და აქედან კიდე დაახვიე-მეთქი, ძაან გავცოფდი. ვაა, ეგ შანიძე მაგრა გაგხსენებია-იცინის. სწორედ მოქცეულხარ, დეგენერატი. ტყესაც ეგ ფუძე აქვს და მაგაზე რაღას იტყვითქო . მოდი და ეგეთ კრეტინებს ჩიტი არ დაუზახო, ლევანიც ეგეთი იქნება კოცნოს ეხლა ის მახინჯი გოგო. შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მობრუნდება და მუხლზე დაჩოქილიც შეგეხვეწება შერიგებას. მერე საათზე დაიხედავს, მაკუნი უნდა წავიდე, დღეს ჩემს წინაპრებს ,დაქორწინებიდან ოცდამეშვიდე წელი აქვთ და სახლში უნდა ვიყო, პატარა სუფრა და რამე იქნება, მთხოვეს არ დავიგვიანო, თუ გინდა წამოდი შენც. აჰ, არა, რა, ისე ვინ იქნებიან? არავინ მაგათი მეგობრები და ნათესავიები, ოც კაცამდე იქნებიან, იქნება მდუღარე და გულამოყოლებული სადღეგრძელოები, პურის ჭამა, გიტარა ჩქარი ტაშით. აჰ, არ არ არ მინდა, ჩქარი და ცხელი არ გამაგონო, ამ პაპანაქებაში, ეგეთი ყველაფერი შემძულდა. კარგი როგორც გინდა, გავალ მაშინ. კვლავ საათზე იხედება. ეტყობა მართლა აგვიანდება---- შვიდი ხდება უკვე. მოიცა ჩაგაცილებ, კეკელიძემდე და თან სიგარეტსაც ვიყიდი, იცი კუთხეში, მაგარი მაღაზია გახსნეს, პარლამენტი ყველაზე იაფადაა. თან, გზაშიც წავიჭორავებთ,---ხო ეგ დღეს, ჩვენებურად არ გამოგვივიდა. ორივე იცინის. მაკუნა ცარიელ ჭიქებს ნიჟარაში ჩააწყობს. ოთახიდან გადიან. ის ბიჭი. უნივერსიტეტის ბაღი. სკამზე ბიჭები სხედან. 30 წლამდე იქნებიან. სიმპატიური ბიჭები არიან. ერთი ზედმეტად აღგზნებული ჩანს. ....მოიცა ვისთან ერთად იყოო რას ამბობ? დაწყნარდი მთელი სასტავი იყო ბიჭებიც, გოგოებიც. რამდენი იყვნენ? ექვსი? შვიდი? - არ დამითვლია. არ მოგესალმა? არა, მართალი გითხრა ჩვენც თვალს ვარიდებდით და იმანაც იგივე ქნა. აუ, მაგარი უვერენი ვარ, დაგინახათ. ეგ ხომ ისედაც, გითხარი თვალს ვარიდებით ერთმანეთს და ესე იგი დაგვინახა კიდევაც. ეგ ბარი რამხელაცა შენც იცი. რას შვებოდნენ მითხარი, აუ, არ უნდა მეთქვა რა შენთვის, არაფერს არ შვებოდნენ განსაკუთრებულს იცინოდნენ, ცეკვავდნენ. ესეც ცეკვავდა????---არა არა, ხომ არ დავაბრალებ გეუბნები არ უცეკვია, თხოვდნენ, მაგრამ არ ცეკვავდა. მაგრად უყვარს ცეკვა ალბათ თქვენ რომ იქ იყავით თორემ ეგ არ გაჩერდებოდა. ცეკვას ვინ თხოვდა ვერ დაინახე???? ეეეე, გარეკე მე მგონი შენ, რა ვიცი გოგოები, ბიჭებიც. მაგათი დედაც.(ეტყობა,გაბრაზებულია ძალიან)-- ეუჰ მაგარი ხარ რა, თუ ეგრე გიყვარს, წადი და შეურიგდი ძმაო. შევურიგდები მაგრამ მაინც ვანანებ მაგ საქციელს.---რა საქციელს? რას და სახლიდან რომ გამომაბუნძულა. ეხლა იცი რას ვიზამ?-- ავადგები სახლში, მე შენ გეტყვი შორსაა. ჩვენ წამოგყვეთ? არა რას ამბობ-იცინის. მე პირველი დავარტყამ და თქვენ გვერდებიდან დასცხებთ? თუ რა პონტში წამომყვებით? რავი გაგამხნევებდით. კაი, თუ ძმა, რას გამამხნევებ ერთი რომ დავურეკო სიხარულის კივილით ჩამოვა აქ. მაგრამ ჯობია ავადგე, ისე სახლშია რო? ურეკავს, არვინ არ პასუხობს, ისევ რეკავს. ავალ რა, ავადგები. კაი წადი მაგრამ არ გარეკო, წესიერად მოიქეცი(არიგებენ ჭკუას) ყველა გზა იკვეთება ქუჩას მოვუყვებოდი და მსხვერპლს ვეძებდი, აქეთ იქით ვიყურებოდი. ჩასისისხლიანებულ თვალებში, მონადირის ჟინი მიკრთოდა, შორიდანვე იგრძნო, ჩემში ვეფხვმა, სიომ მოიტანა... მათი სურნელით იყო ქუჩა სავსე. ფალიაშვილიდან ჩამოდიოდნენ. ორნი იყვნენ კენარნი და ალვანი ტანად, მსხმოიარე ვაზსა ჰგავდნენ, და იმ ვაზის მტევნებსაც, დასაჟღლიმ დასაკბენს, სისხლი მწყუროდა. შევჩერდი, ისინი კი თავისით, თავისი ფეხით მოდიოდნენ, ბაკაბუკით მოუყვებოდნენ ქუჩას, მე იქ ვიცდიდი კბილ ალესილი, მხურვალი, მონადირის აზარტითა და ვნებით სავსე. ჩემსკენ გამოიხედეს, რაღაც არ მოეწონათ და ქუჩის მეორე მხარეს გადაწყვიტეს გადასვლა. მათი გაქცევა ჩემს გეგმებში არ შედიოდა, სხარტად და სწრაფად გადავედი მეორე მხარეს და სამშვიდობოს გადასულებს (ასე ეგონათ) წინ დავხვდი. ქვემოდან ზემოთ ავხედე, ჯოგს ჩამორჩენილი დაჭრილი ნიამორები ხართ? შეშინებულები მიყურებდნენ, თვალებში პირველყოფილი შიში დაბუდებოდათ, რა გინდა ბიძია, იკითხა ერთერთმა, ბიძია არ ვარ მე, ვეფხვი ვარ, ვეფხვი და დავიბრდღვინე, აუ, გიჟი ჩანს მაკუნი გავიქეცითო დაიყვირა და ახლო სადარბაზოსკენ გაიქცნენ, რას გამასწრებდნენ, მივყევი, ვერც კი ხვდებოდნენ რომ ეს მე ვდენიდი მათ იმ ადგილისკენ, სადაც მათ მშვენიერ ყელს ჩემი კბილი გაფატრავდა, სადარბაზოში შეცვივდნენ შევყევი, ყვიროდნენ თუმცა უიმედობა იგრძნობოდა, მათ ხმებში, დავიბრღვინე, მსხვერპლმონადირებული ვეფხვის ღრიალით. და ამ დროს,“ შოთიკო გვიშველეო“ მესმის, შოთიკო ნამდვილად არ შედიოდა დღის მენიუში,-- შევჩერდი და უკან მოვიხედე, სადღაც ნახევარ ბრუნს აკეთებდა ჩემი ყბა , შოთიკოს მთელი ძალით მოქნეულ მუშტს რომ შეეგება. კიბეებთან დავეცი. დაცემულს არ ურტყამენ მეთქი მინდოდა დამეყვირა. ვინ გაცალა, მიდი შოთიკო დაარტყი მაგ მანიაკსო ყვიროდნენ გოგოები, გოგოები კი არა ალქაჯები იყვნენ, სისხლისმსმელები, გაილაღა შოთიკომ, ფეხსაც კარგად ხმარობდა შობელძაღლი, ვეფხვი დავინახე ჩუმად გაიძურწა, სადარბაზოს ოდნავ ღრიჭოში. (თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ ვეფხვი კი არა, ქუჩის დასაწყისში, უხილავი ნაბოზვრები რომ გამეჩითნენ , იქიდან ერთერთმა მაგარი ნიძლავი მოიგო.) გადავრჩი, ორი თვის მკურნალობა დამჭირდა, სანამ სიარული ახლიდან ვისწავლე. სამაგიეროდ წერა დავიწყე მოთხრობების და ვეფხვებს ვერ ვიტან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. წინასწარმეტყველი ყოფილხარ ძმაო წინასწარმეტყველი ყოფილხარ ძმაო
20. გავიგე. თხუთმეტი რიცხვი ყველა თვეს აქვს. ახალი წელიც ორჯერ დგება. სტამბებში მოვიკითხე, არაფერი იყო დაკვეთილი. სტამბამ იქვე რომ გაყიდოს, საგადასახადო ინსპექცია "თავს წააცლის" - ასე იციან მაგათ და ეგ ამბავიც სწრაფად ხმაურდება იურდიულ წრეებში. :) დიახ, ვეშურები ახალი წიგნების ყიდვას, კარგადაც მიცნობენ წიგნის ყველა მაღაზიაში. თუ რამე ახალი აქვთ, მატყობინებენ. მეც ვყიდულობ ელექტრონული ფულით და პირდაპირ სახლში მოაქვთ. ასე რომ " + - 5" იმედია ჩემს სიცოცხლეში მოესწრება.
ახლა პატარა ინფო. ლენინგრადის ქუჩაზე, ახლა რომ სანკტ-პეტერბურგის ქუჩა ჰქვია არის წიგნის მაღაზია სანტა-ესპერანსა. იქ იყიდება წიგნი "თერიონის ვარდი" ავტორია გოჩა გვასალია. შეიძინეთ, წაკითხვის შემდეგ ათას მადლობას შემომითვლით. აქ დევს მისი ქართული ენის მანიფესტი, ნახეთ, მოგეწონებათ, წარმოდგენაც შეგექმნებათ. http://urakparaki.com/?m=13&Theme=1376 ოთარ ჯირკვალიშვილის "კანფეტებიც" ბიბლუსში იყიდება ძალიან კარგია. ოთარი ინტელქტუალურია - ეგეც საყიდელი წიგნია. მე რა თქმა უნდა მაქვს. მადლობა ინფორმაციისთვის.
გავიგე. თხუთმეტი რიცხვი ყველა თვეს აქვს. ახალი წელიც ორჯერ დგება. სტამბებში მოვიკითხე, არაფერი იყო დაკვეთილი. სტამბამ იქვე რომ გაყიდოს, საგადასახადო ინსპექცია "თავს წააცლის" - ასე იციან მაგათ და ეგ ამბავიც სწრაფად ხმაურდება იურდიულ წრეებში. :) დიახ, ვეშურები ახალი წიგნების ყიდვას, კარგადაც მიცნობენ წიგნის ყველა მაღაზიაში. თუ რამე ახალი აქვთ, მატყობინებენ. მეც ვყიდულობ ელექტრონული ფულით და პირდაპირ სახლში მოაქვთ. ასე რომ " + - 5" იმედია ჩემს სიცოცხლეში მოესწრება.
ახლა პატარა ინფო. ლენინგრადის ქუჩაზე, ახლა რომ სანკტ-პეტერბურგის ქუჩა ჰქვია არის წიგნის მაღაზია სანტა-ესპერანსა. იქ იყიდება წიგნი "თერიონის ვარდი" ავტორია გოჩა გვასალია. შეიძინეთ, წაკითხვის შემდეგ ათას მადლობას შემომითვლით. აქ დევს მისი ქართული ენის მანიფესტი, ნახეთ, მოგეწონებათ, წარმოდგენაც შეგექმნებათ. http://urakparaki.com/?m=13&Theme=1376 ოთარ ჯირკვალიშვილის "კანფეტებიც" ბიბლუსში იყიდება ძალიან კარგია. ოთარი ინტელქტუალურია - ეგეც საყიდელი წიგნია. მე რა თქმა უნდა მაქვს. მადლობა ინფორმაციისთვის.
19. ნეფერტარ როცა საჭიროდ ჩავთვლით მაშინ დავდებთ ანუ როცა ზუსტი ტარიღი გვეცოდინება, თუ ესე დავწეროთ 15 პლიუს მინუს 5? უხერხული იქნება, ამიტომაც არ ვდებთ ჯერ, იგივეა მაღაზიების ამბავიც, წიგნი 3 დღის დაბეჭილდია , და ეხლა ესეც არაა (მკიტხველბს ვგულისხმობ) რომ მის ყიდვას ყველა ტქვენსავIტ ეშურებოდეს და ჯერ საღებავ სეუშრობელს( პირზე რზეუშამრალიც შეიძლება იტქვა:) პირდაპირ სტამბიდან იტაცებედნენ(სამწუხაროდ) ასე რომ ყვეკფერს Dროულად შეგატყობინეტ მერწმუნეტ ნეფერტარ როცა საჭიროდ ჩავთვლით მაშინ დავდებთ ანუ როცა ზუსტი ტარიღი გვეცოდინება, თუ ესე დავწეროთ 15 პლიუს მინუს 5? უხერხული იქნება, ამიტომაც არ ვდებთ ჯერ, იგივეა მაღაზიების ამბავიც, წიგნი 3 დღის დაბეჭილდია , და ეხლა ესეც არაა (მკიტხველბს ვგულისხმობ) რომ მის ყიდვას ყველა ტქვენსავIტ ეშურებოდეს და ჯერ საღებავ სეუშრობელს( პირზე რზეუშამრალიც შეიძლება იტქვა:) პირდაპირ სტამბიდან იტაცებედნენ(სამწუხაროდ) ასე რომ ყვეკფერს Dროულად შეგატყობინეტ მერწმუნეტ
18. ჰარირამა,
რომელი თხუთმეტისთვის? თუ ივნისის, მაშინ უკვე გამოცხადებული უნდა გქონდეთ, აქ კი არაფერი დევს. რაკი წარდგენის თარიღი დაგიგეგმავთ, ისიც გეცოდინებათ რომელ მაღაზიებში დაიდება, არ შეგიძლიათ პირდაპირ თქვათ მაღაზიების ქსელის სახელი? თუ არ იცით? :)
ჰარირამა,
რომელი თხუთმეტისთვის? თუ ივნისის, მაშინ უკვე გამოცხადებული უნდა გქონდეთ, აქ კი არაფერი დევს. რაკი წარდგენის თარიღი დაგიგეგმავთ, ისიც გეცოდინებათ რომელ მაღაზიებში დაიდება, არ შეგიძლიათ პირდაპირ თქვათ მაღაზიების ქსელის სახელი? თუ არ იცით? :)
17. მაღაზიებსი პრეზენტაციის შემდეგ გაიყიდება, პრეზენტავიას კი სავარაუდოტ 15 რიცვხის მიდამოებსი ვფიქრობტ. მაღაზიებსი პრეზენტაციის შემდეგ გაიყიდება, პრეზენტავიას კი სავარაუდოტ 15 რიცვხის მიდამოებსი ვფიქრობტ.
16.
რამდენიმე არ მინდა, ერთიც მეყოფა, თანაც ყიდვა მირჩევნია. PM -ში მომწერეთ რომელ მაღაზიაში მოვიკითხო ან აქ დაწერეთ.
რამდენიმე არ მინდა, ერთიც მეყოფა, თანაც ყიდვა მირჩევნია. PM -ში მომწერეთ რომელ მაღაზიაში მოვიკითხო ან აქ დაწერეთ.
15. ეგ კარგი ამაბვი ვიცი ნეფერტარ და ზალიან გამიხარდა:) ძებნა არ დაგწირდებათ მე გისახსოვრებთ რამდენიმე ცალს, ავტორებტა უმრავლესობის ავტოგრაფითურთ. ეგ კარგი ამაბვი ვიცი ნეფერტარ და ზალიან გამიხარდა:) ძებნა არ დაგწირდებათ მე გისახსოვრებთ რამდენიმე ცალს, ავტორებტა უმრავლესობის ავტოგრაფითურთ.
14. ისე დომენიკო 20-ის მოთხრობები უკვე გამოიცა. მაგას ხომ არ გულისხმობთ?
თუ მაგას არ გულისხმობთ, მაშინ გვითხარით:
- რა ჰქვია, სად იყიდება და რა ღირს? იქნებ ფოტოც ატვირთოთ როგორ გამოიყურება რომ წიგნი ადვილად ვიცნო მაღაზიაში და ძებნა არ დამჭირდეს.
გელოდებით.
ისე დომენიკო 20-ის მოთხრობები უკვე გამოიცა. მაგას ხომ არ გულისხმობთ?
თუ მაგას არ გულისხმობთ, მაშინ გვითხარით:
- რა ჰქვია, სად იყიდება და რა ღირს? იქნებ ფოტოც ატვირთოთ როგორ გამოიყურება რომ წიგნი ადვილად ვიცნო მაღაზიაში და ძებნა არ დამჭირდეს.
გელოდებით.
13. გამოიცა რა თქმა უნდა და თქვენი მოლოდინიც უშედეგო არ აღმოჩნდა. რადგან გჯეროდათ მართალიც აღმოჩნდით:) გამოიცა რა თქმა უნდა და თქვენი მოლოდინიც უშედეგო არ აღმოჩნდა. რადგან გჯეროდათ მართალიც აღმოჩნდით:)
12. ჰარირამა მოგესალმებით ,რაკი ვეფხვების ამბავი შეფასებული მაქვს, სხვა რამეს გკითხავთ:
გამოიცა ქართული თანამედროვე პროზის კრებული (ჩვენ რომ ვიცით და ველოდებით), თუ იქაც მართალი აღმოვჩნდი ? :)
მოგიკითხეთ. :)
ჰარირამა მოგესალმებით ,რაკი ვეფხვების ამბავი შეფასებული მაქვს, სხვა რამეს გკითხავთ:
გამოიცა ქართული თანამედროვე პროზის კრებული (ჩვენ რომ ვიცით და ველოდებით), თუ იქაც მართალი აღმოვჩნდი ? :)
მოგიკითხეთ. :)
11. მოვიწონე, კარგი და ლაღი თხრობაა... მDუღარისი მაგარი იყო :) მოვიწონე, კარგი და ლაღი თხრობაა... მDუღარისი მაგარი იყო :)
10. მოვაღწიე აქამდეც და წავიკითხე, მაგრამ ბევრის წაკითხვის თავი ჯერ კიდევ არ მაქვს. იმედია, შევძლებ რამდენიმე დღეში... :)
555555 მოვაღწიე აქამდეც და წავიკითხე, მაგრამ ბევრის წაკითხვის თავი ჯერ კიდევ არ მაქვს. იმედია, შევძლებ რამდენიმე დღეში... :)
555555
9. კარგია! ძნელია დაჯერება იმის, რომ შენში ვეხვი სახლობს.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რომელიმე ცხოველს არ გავდეს, გარეგნობით თუ გინდა ქცევითაც ფოცხვერივით ბიჭი,, ვეფხვივით და ა.ს. კარგია! ძნელია დაჯერება იმის, რომ შენში ვეხვი სახლობს.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რომელიმე ცხოველს არ გავდეს, გარეგნობით თუ გინდა ქცევითაც ფოცხვერივით ბიჭი,, ვეფხვივით და ა.ს.
8. ჰარი...:-*სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ... რა კარგი თხრობაა...შენებური...ჩამყოლი, თვალს რომ ვერ მოწყვეტ ისეთი...თან მსუბუქი და თან ბრძნული..:) მაგრად წერ შენ...:-* ფინალი...- რაც მითხარი ძალიან კარგიიქნებოდა ისე...თუმცა ასეთი..."მოსხლეტილი" ფინალიც მომწონს მე... 555 ჰარი...:-*სიამოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ... რა კარგი თხრობაა...შენებური...ჩამყოლი, თვალს რომ ვერ მოწყვეტ ისეთი...თან მსუბუქი და თან ბრძნული..:) მაგრად წერ შენ...:-* ფინალი...- რაც მითხარი ძალიან კარგიიქნებოდა ისე...თუმცა ასეთი..."მოსხლეტილი" ფინალიც მომწონს მე... 555
7. საერთოდ აქვს კი ამ ტექსტს დასასრული? მხედველობაში მაქვს, თუნდაც ფაბულა მოფიქრებული გქონდა ? საერთოდ აქვს კი ამ ტექსტს დასასრული? მხედველობაში მაქვს, თუნდაც ფაბულა მოფიქრებული გქონდა ?
6. ჰო ეგრეა, ეს კონკურსამდე ერტი წუტიტ ადრე დადებულია და როგორც მოესწრო ისე დავდე:) მეერ კი დამატება დამეზარა, ჰო ეგრეა, ეს კონკურსამდე ერტი წუტიტ ადრე დადებულია და როგორც მოესწრო ისე დავდე:) მეერ კი დამატება დამეზარა,
5. ჰარირამა, შენთვის ალბათ სარეკორდოა ასეთი უშეცდომო ნაწერი. მგონი ერთი "უსწორმასწორობა" ვნახე და ისიც არ ვარ დარწმუნებული. როგორ მოახერხე? რაც შეეხება საკუთრივ ტექსტს, მე ასე დამემართა: ინტრიგამ რომ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია და ველოდი ახლა იქნება რაც იქნებაო, უცებ გამოცხდდა - მორჩა ამბავი, დაიშალეთ ახლა და მიბრძანდით სახლებშიო! ჰარირამა, შენთვის ალბათ სარეკორდოა ასეთი უშეცდომო ნაწერი. მგონი ერთი "უსწორმასწორობა" ვნახე და ისიც არ ვარ დარწმუნებული. როგორ მოახერხე? რაც შეეხება საკუთრივ ტექსტს, მე ასე დამემართა: ინტრიგამ რომ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია და ველოდი ახლა იქნება რაც იქნებაო, უცებ გამოცხდდა - მორჩა ამბავი, დაიშალეთ ახლა და მიბრძანდით სახლებშიო!
4. მოთხრობა მომეწონა.
"კიდევ გვეტყვით რამეს საკუთარი თავის გარშემო?
გარშემო? ეგ რა იდიოტობაა? გარშემო და შემოვლითი გზებით სიარულიც კი არ მიყვარს, არამცთუ ლაპარაკი. ცხოვრებაში პირდაპირობა მიყვარს,შესაბამისად სათქმელიც მირჩევნია პირდაპირ ვთქვა, არ მივედმოვედო, გარშემო კი არა პირდაპირ გეტყვით, თუ რამე გაინტერესებთ, ასეთი ადამიანი ვარ მე, პირდაპირი, ყველანაირი გადახვევა გადმოხვევა უცხოა ჩემთვის, და მიუღებელი," ... :) არა... ისე უდავოდ კარგი პორტრეტია ჩამოყალიბებული, მოკლედ და ლაკონიურად. ზუსტად ისეთი მოთხრობაა მამაკაცმა რომ უნდა დაწეროს... მოთხრობა მომეწონა.
"კიდევ გვეტყვით რამეს საკუთარი თავის გარშემო?
გარშემო? ეგ რა იდიოტობაა? გარშემო და შემოვლითი გზებით სიარულიც კი არ მიყვარს, არამცთუ ლაპარაკი. ცხოვრებაში პირდაპირობა მიყვარს,შესაბამისად სათქმელიც მირჩევნია პირდაპირ ვთქვა, არ მივედმოვედო, გარშემო კი არა პირდაპირ გეტყვით, თუ რამე გაინტერესებთ, ასეთი ადამიანი ვარ მე, პირდაპირი, ყველანაირი გადახვევა გადმოხვევა უცხოა ჩემთვის, და მიუღებელი," ... :) არა... ისე უდავოდ კარგი პორტრეტია ჩამოყალიბებული, მოკლედ და ლაკონიურად. ზუსტად ისეთი მოთხრობაა მამაკაცმა რომ უნდა დაწეროს...
2. ძალიან კარგი იყო))) ძალიან კარგი იყო)))
1. ბრძენი ჰარირამას ფსიქოლოგიურ-ფილოსფიურ-თვითირონიული თხზულება კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე :)
"ხომ ძნელია, დაჯერება იმისა რომ შენში ვეფხვი სახლობს, მაგრამ უფრო ძნელი მერე ამ ვეფხის სხეულიდან და ტვინიდან განდევნაა, "
"კატისებრებთან სულიერ კავშირს სულ ვგრძნობდი."- მეც :)
ბრძენი ჰარირამას ფსიქოლოგიურ-ფილოსფიურ-თვითირონიული თხზულება კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე :)
"ხომ ძნელია, დაჯერება იმისა რომ შენში ვეფხვი სახლობს, მაგრამ უფრო ძნელი მერე ამ ვეფხის სხეულიდან და ტვინიდან განდევნაა, "
"კატისებრებთან სულიერ კავშირს სულ ვგრძნობდი."- მეც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|