ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნირვანალილუ
ჟანრი: პროზა
23 მარტი, 2015


(სხვა ვერსია)

***
-ამბობენ ქალის მარცხენა საშო ბევრად ვიწროა მარჯვენაზე. შესაბამისად ბავშვიც ფიზიკური და გონებრივი ნაკლით იბადება. სუსტი და განსხვავებული კი არავის არაფერში სჭირდება. მითუმეტეს როცა მის დანახვაზე გულის რევის შეგრძნება გეუფლება. თავიდან მოშორება კი საუკეთესო გზაა. არც არავინ იტანჯება. _ჩვეული ჩურჩულით თქვა მამამ და მარცხენა მხარზე დაიხედა რომელზეც შავი, დაბერებული კიდური საგნად ეკიდა. -ეს ყოველთვის ასე იყო, მხოლოდ ჩემს გამო ხართ დღეს აქ და იტანჯებით. ეგოისტი ვარ და იმიტომ.  თავი დაბლა დახარა და თვალი დაუსველდა. ხშირად ტირის მამა. არასოდეს მინახავს მის სახეზე ღიმილი. უფრო იმიტომ რომ პირის ისე გაღებაც არ შეუძლია რომ კბილები გამოუჩნდეს. ამიტომაც ლაპარაკობს ყოველთვის ჩურჩულით.
_სისულელეა. _ყოველთვის პირველი იფიქრებს პასუხს. სხვანაირად არც შეუძლია ფის. ფი ჩვენშორის ყველაზე ჭკვიანია, მამაზე ჭკვიანიც. ის უკუღმა დაიბადა. ამიტომ ხელები ისეთი გრძელი აქვს რომ ფეხზე დგომის დროს თითქმის ძირს ედება. და თავიც განსაკუთრებულად დიდი აქვს. ალბათ ამიტომაც არის ასეთი ჭკვიანი. _ჩვენთვის ასე სჯობს. რადგან როცა შანსი მოგვეცა არ ჩავძაღლდით სჯობს აქ ვიყოთ ჩვენთვის. კომპლექსების გარეშე. სადაც ჩვენი სიმახინჯე არცისე შესამჩნევია როგორც იქ იქნებოდა იმათ შორის. სჯობს ჩვენს საქმეს მივხედოთ. _თქვა და ზურგი მოიფხანა. ყველაზე მარტივად მას შეეძლო ამის გაკეთება.
ამ ყველაფერს ქვის ვარდნის მონოტონური ხმა აფორმებს. ეს  ლია. ლი იშვიათად ლაპარაკობს. ლი ჩვენშორის ყველაზე მახინჯია. ფი ამბობს რომ მისი სიმახინჯე მხოლოდ ვიწრო საშოს ბრალი არ არის. მას ორი ფეხი და ორი თვალი აქვს. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ მაგრამ  წარმომიდგენია ლის დანხვაზე რა მოუვათ ნორმალურებს. ლის ყოველთვის ფიქრობს და იშვიათად ლაპარაკობს. მას შეუძლია მთელიდღე იჯდეს და თავისი ფერადი ბრტყელი ქვით გაერთოს. ბავშვობაში იპოვა წყლის პირას. ერთი მხარე ყავისფერი აქვს მეორე ნაცრისფერი. ბავშვობაში უფრო დიდი იყო. ეხლა გაცვდა. იმ დღის შემდეგ ყოველდღე ამით ერთობა. ზემოთ აგდებს და ხან ყავისფერი მხარით ეცემა ხან ნაცრისფერით. ძირითადად ყავისფერით ეცემა ხოლმე. ფი ამბობს, ეს იმიტომ რომ ბოლომდე ბრტყელი არ არის, ნაცრისფერი მხარე უფრო სწორია და მაგიტომო. იშვიათად თუ ნახავთ ლის გაღიმებულს. მხოლოდ მაშინ იღიმის როცა ქვა ნაცრისფერით ეცემა.
ყველაზე ნაკლებად ამ ყველაფრით როა დაინტერესებული. ერთი სული აქვს ეს მოსაწყენი საუბარი როდის დამთავრდება და თავის ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდება. რო ჩვენშორის ყველაზე პატარაა. მისი სამივე ფეხი მშობიარობის დროს ისე დაზიანდა რომ ბოლომდე ფეხზე ვერ დგება და ძირითადად ხელებსაც იყენებს სიარულის დროს. ის მთელ დღეებს უცნაური და ძირითადად გამოუყენებელი საგნების ძიებაში ატარებს. უყვარს როცა რაიმეს აღმოაჩენს ხოლმე. სულ მიწაში იჩიჩქნება. ახლაც ტყისკენ გაურბის თვალი. პატარა და მოუსვენარია.
ჩემი ძირითადი გასართობი ყველაფერზე დაკვირვებაა. ჩემი სხეული ისეა მოწყობილი რომ ნახევარი გვერდი წინ მაქვს მეორე უკან. ამიტომ თავის სრული წრით მობრუნება შემიძლია. ალბათ ამან განაპირობა ჩემი ძირითადი საქმიანობაც. ხშირად ვფიქრობ რომ მე ამ ოთხი ადამიანის ერთი მთლიანობავარ. ან სრულიად განსხვავებული მათგან. ისინი ოთხი უკიდურესობაა. მე შუაწერტილი. მომწონს მამის განცდები. ფის ინდეფერენტულობა, ლის არაამქვყნიურობა და როს სიმარტივე. მე ოთხივე მათგანივარ. და არცერთი სრულად.
ლი წამოდგა და ცეცხლთან უფრო ახლოს გადაჯდა. თითქოს როც ამას ელოდებოდა, თითქმის შეუმჩნევლად შევიდა ხეებს შორის. ფი მხართეძოზე წმაოწვა და თვალი დახუჭა. მამამ ცრემლი მოიწმინდა და შეშის მოსატანად გავიდა. მე ოთხივეს ვაკვირდები.
დიდი ხნის წინ გვიპოვა მამამ მდინარესთან ჩვილები. მე, ფი და ლი როგორც ამბობს გულმა ვერ მოუთმინა და სასიკვდილოდ ვერ გაგვიმეტა. ოდნავ რომ წამოვიზარდეთ,  ჩვენ ვიპოვეთ რო იგივე ადგილას. იმის შემდეგ ერთად ვართ.  არც მამა იყო დიდი რომ გვიპოვა. ჩემი აზრით ჩვენზე პატარაც უნდა ყოფილიყო.
_ბუნებაც ხვდება რომ ჩვენი არსებობა ტანჯვაა. ისევ ჩურჩულით გააგრძელა მამამ და ცეცხს შეშა დაამატა. _მალე მოგიწევთ ჩემ გარეშე არსებობა. უკვე საკმარისად დიდები ხართ ამისთვის.
ფი გაოცებული სახით წამოდგა. ლიმ ქვის სროლა შეწყვიტა. რო არსად ჩანდა და ალბათ ასეც სჯობდა.
_მარცხენა საშოდან დაბადებული ადამიანის სხეული დიდხანს ვერ ძლებს. როცა თვალს ქვემოთ კანი საგრძნობლად შეიჭმუჭნება, იმის შემდეგ ცოტახანს თუ გასტანს. თქვა და გატრიალდა. თივა ერთი ხელით გაასწორა და დაწვა. მოსაღამოებული იყო ამიტომ მამის თვალს ქვემოთ დაკვირვება შეუძლებელი იყო. მაგრამ მახსოვდა როგორი დაჭმუჭნული იყო მისი თვალის ქვემოთა ნაწილი და ზუსტად იმ ფერის როგორიც ლის ქვის ნახევარი მხარე.
ფი ისევ წამოწვა მხართეძოზე. ცდილობდა არაფერი შეემჩნია. ლიმ განაგრძო ქვით თამაში. მე თავი უკან შევატრიალე და ცრემლი მოვიწმინდე. ბოლომდე მაინც არცერთმა დავიჯერეთ და მაინც იმედი გქვქონდა რაღაცის, მაგრამ არავის ქონდა ხმის ამოღების სურვილი. ფისაც კი.
როს დავუძახე და დასაძინებლად გავემზადეთ. უმეტეს დროს ძილში ვატარებთ. მხოლოდ ერთი თვალი გვაქვს და უნდა გავუფრთხილდეთ. ნორმალურებსაც ერთი თვალიაქვთ ეს ნაკლი არ არის. მათაც ხშირად ძინავთ. როცა არა მაშინ ნადირობენ. ჩვენ ხეებზე ვეძებთ საჭმელს. ნადირობისთვის ცოტანი ვართ. ლის იშვიათად სძინავს. თითქმის ნახევრად ნაკლები. მას ხომ ორი თვალი აქვს. სულ ცას უყურებს და ფერად ქვას. რო გვერდზე მოვიწვინე. ფიქრი დავიწყე მამის ნათქვამზე და დამეძინა.
მთელი ღამე მამის ჩურჩული ჩამესმოდა. მე მიყვარს სიზმრები. თუნდაც ცუდი სიზმრები. ძირითადად გვძინავს ამიტომ აუცილებელია გვესიზმრებოდეს მაინც რამე. მაგრამ ეს სიზმარი არ იყო. უბრალო ჩურჩული იყო გაუგებარი სიტყვებით. მამის ჩურჩული.
გავიღვიძე თუ არა მამისკენ გავიხედე. ლის უკვე ეღვიძა ან საერთოდ არც უძინია.  მამას მიჯდომოდა გვერდით და ქვას ათამაშებდა. ლი ტიროდა. მეც ტირილი დავიწყე. ფიმ და რომაც გამოიღვიძეს. რომ ვერ გაიგო რა ხდებოდა. ყველას რიგრიგობით გვიყურებდა. ხუთივე კიდურით მიფოფხდა მამასთან. მამის მთელი სხეული მის მარცხენა ხელს ჰგავდა. რო ტიროდა, ფიც ტიროდა. ლი ორჯერ მეტს ტიროდა.
ფი ორი ქვით მივიდა მამის სხეულთან.ჩვენ მოშორებით ვიდექით. მან ცეცხლი წაუკიდა მამის საწოლ თივას და მამამაც ჰაერში დაიწყო გაფანტვა. მისი მარცხენა ხელი პირველად შეერია ჰაერს. მერე მთლიანად მამა ანათებდა და ისეთივე სითბოს გამოსცემდა როგორსაც გუშინ და მანამდე. მე ვიგრძენი და ალბათ სხვებმაც იგრძნეს, როგორ იღიმოდა მამა.
ამბობენ როცა ადამიანი საბოლოოდ იძინებს და მისი სხეული ჰაერს ერევა, ისიც ყველგანაა სადაც ჰაერს შეუძლია მისვლაო. დღეიდან თითეული ქარის დაბერვისას მამა გამახსენდება. მამას ჩავისუნთქავ და მთელ სხეულს მისით ავივსებ. ფის არ ჯერა ასეთების მაგრამ არაა აუცილებელი ყოველთვის ფი იყოს მართალი. დარწმუნებულივარ მხოლოდ იმის გამოც რომ ამას ამბობენ მასაც გაახსენდება მამა დილის ნიავისას. ლიც იფიქრებს მამაზე. და როც დაუწყებს ძებნას მამას.
ფი ამბობს ცხოვრება მარტივია თუ მხოლოდ იმას იფიქრებ დღეს რა გააკეთოო. ფი ტყუის. ყველაზემეტად უმოქმედობა ტანჯავს ფის. ფი მე ვერ გამაცურებს. მე მთელიდღე ვაკვირდები მას. ფის უზრუნველი ყოფნა მხოლოდ თამაში მგონია და სხვა არაფერი. ფიქრობს.  ფი ჩვენზე ფიქრობს, ფი სხვა ადამიანებზე ფიქრობს. ფი ხვალინდელ დღეზე ფიქრობს. ლიც ფიქრობს მაგრამ ისე არა. ფი ჩვენთანაა, ლი ძალიან შორს ჩვენგან. ლის ორივე თვალში უფრო მეტია ვიდრე ფიქრი. ლის თვალებში ჩვენ არ ვართ. ლის თვალებში მხოლოდ ლია.
***
მეთხუთმეტედ თენდება მამის სიკვდილის შემდეგ. ლიმ ისევ პირველმა გაიღვიძა. დღევანდელი დღე არ შეგვამცივნებს. რო და ფი გავაღვიძე. საკვების საშოვნად უნდა წავსულიყავით. ფის ისევ ეზარება წამოსვლა და ურჩევნია მთელიდღე მშიერმა მხართეძოზე წამოწოლილმა გაატაროს. ლისაც თავისი ქვით თამაში ურჩევნია. მხოლოდ რო მოდის სიხარულით. მამისგან მიჩვეულები ვართ, ყველანი ერთად უნდა წავიდეთ, რომ რაიმე ხიფათისგან უფრო მარტივად დავაღწიოთ თავი. ლი და ფი ზანტად მოდიან. რო წინ გარბის და ხეებზე ძვრება. ყველანი ერთად მივდივართ მაგრამ თითქოს არცერთი არ ვართ ერთად. მამის სიკვდილის შემდეგ უფრო საგრძნობია ეს.
როს წინ პატარა ცხოველმა გადაურბინა ისიც გაეკიდა. მეც დავედევნე, უფრო როს ვიდრე ცხოველს. მდინარესთან ჩაგვიყვანა ცხოველმა და თვითონ მიიმალა. როს ხელი მოვკიდე და გამობრუნება დავაპირე მაგრამ ხმა შემომესმა. ადამიანი იყო,შველას ითხოვდა. ხმას გავყევი და გოგო დავინახე. მხოლოდ ბავშვობაში მყავდას ნანახი გოგო. როცა შემთხვევით მამასთან ერთად საკვების საგროვებლად ვიყავი. ნორმალური ადამინები ნადირობიდან ბრუნდებოდნენ.  მაშინ დავინახე გოგო მაგრამ მაშინ უბრალოდ გავოცდი. ეხლა კი სუნთქვა ამიჩქარდა. უცხო გრძნობა იყო ჩემთვის. თითქოს მუხლებში ძალა მელეოდა და სადაცაა წავიქცეოდი. მუცელში რაღაც ვიგრძენი. ეს შიმშლის ბრალი არ იყო. არც ტკივილი არ იყო. ხმის ამოღება ვერ გავბედე. გოგონა ბრმა იყო. ეს რომ გავაანალიზე როს ხელი ვსტაცე და უკან მოვბრუნდი მინდოდა გამოვქცეულიყავი მაგრამ ფი და ლიც მოსულიყვნენ. მათაც ისეთივე სახეები ჰქონდათ როგორც ალბათ მე მქონდა ცოტა ხნის წინ. მაგრამ ფი უცებ მოვიდა გონს გატრიალდა და ხელით გვანიშნა გავყოლოდით. ლი ადგილიდან არ იძროდა. რომ ხელი ჩაავლო, ლიმ გააშვებინა. გამოვიქეცით და ხეზე ავძვერით ფოთლებიდან რომ გვედევნებინა თვალი. ლი ახლოს მივიდა და ლაპარაკი დაუწყო. ფი თითებს იჭამდა და ლის ლანძღავდა. რო გაოცებული უყურებდა ამ ყველაფერს. დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით ლის და იმ გოგოს სანამ ლიმ ხელი არ მოკიდა და ჩვენსკენ არ წამოიყვანა. სხვა რაგზა იყო ხიდან ჩამოვედით. ეს ერაა თქვა ლიმ და გზა გააგრძელა.
ერა ერთერთი იმათთაგანია ვინც თვალს ვერ გაუფრთხილდა. ამბობს რომ საკმარისად ეძინა თუმცა ნადირობისას დაიზიანა და იმის შემდეგ ვეღარაფერს ხედავს. სხვები სანადიროდ წასულან ის კი ფორთხვით მოსულა აქამდე. ვერ გაიგო საით წასულიყო უკან დასაბრუნებლად. ისე კი უკან დაბრუნება არ უნდოდა. ეშინოდა ბელადის რომ მარცხენა საშოდან დაბადებულივით არ მოეკლა ისიც რადგან ის ვეღარაფერში გამოადგებოდა ტომს.  მაგრამ მარტოდ ყოფნისაც ეშინოდა.
ჩვენ ერას არ გამოვლაპარაკებივართ. არც ლის იმის შემდეგ რაც ერა გამოჩნდა. მხოლოდ ფიმ უთხრა ერთხელ რომ ისე უნდა გვემოქმედა როგორც მამა იმოქმედებდა. ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვიყავით ცოცხლები აქამდე რომ არავინ იცოდა ჩვენი არსებობის შესახებ. ლიმ კი უპასუხა რომ ერა არსად აპირებდა დაბრუნებას.
***
დიდი დრო გავიდა რაც ერა შემოგვიერთდა. ლის ხელშიც უფრო იშვიათად ვხედავდით თავის ქვას. ლის თვალებში აღარ იყო მხოლოდ ლი. ლის თვალებში ლი საერთოდ აღარ იყო. იქ ერა იყო. ერას მუცელი იბერებოდა. ლის  თვალები უფართოვდებოდა. ჩვენც გვიყვარდა ერა ისე როგორც ლი. ერა ვერ ხედავდა ლის სიმახინჯეს. ერა ბრმა იყო. მაგრამ თვალი რომ ჰქონოდა ალბათ იქ ლი შესახლდებოდა. ერა ვერ ხედავდა ლის მაგრამ ყოველთვის იცოდა რომ ლი ახლოს იყო.
მე, ფი და რო ცეცხლთან ვიწექით თითქმის გვეძინა, როცა განწირული კივილი შემოგვესმა. ეს ერა იყო. სამივენი გავიქეცით იქითკენ საიდანაც კივილი გავიგონეთ. ლი გაშეშებული იდგა. ერა მშობიარობდა. ერამ გაგვაფრთხილა და გვასწავლა როგორ უნდა მოვქცეოდით ამ დროს. მაგრამ ლი გაშეშებული იდგა. შეშინებული იყო. ვერ გაერკვა რა უნდა გაეკეთებინა და უბრალოდ იდგა და ერას უყურებდა. სიბნელე იყო. მაგრამ ჩანდა ლის თვალები. ლის თვალებში კი რთული იყო რამის გარჩევა. ერა მთელი ძალით კიოდა. ერა ამბობდა რომ მტკინვეული იყო მაგრამ ესეთი არაფერი აღუწერია. ყველაფერი რომ ასე ხდებოდეს ერა გაგვაფრთხილებდა. რაღაც არასწორად ხდებოდა. რო შორიდან გვიყურებდა.
ფიმ ჩვენი გამოფხიზლება ითავა. პირველი ნაბიჯი გადადგა. ჩაიჩოქა და ცდილობდა ყველაფერში გარკვეულიყო. ცოტახანი გაშეშდა და გაფართოებული თვალით შემომხედა. მივხვდი რაც ხდებოდა. ლი როგორც ჩანს უფრო ადრე მიხვდა. ბავშვი მარცხენა საშოდან იბადებოდა. ალბათ ამიტომაც ტკიოდა ერას ასე. ბავშვი თითქმის გამოვიდა. ერამ ბოლოხმაზე დაიკივლა კიდევ ერთხელ და გაჩუმდა.
***
ლი ორი ქვით მივიდა ერას სხეულთან და მანაც დაიწყო ჰაერთან შერწყმა. ლის უნდოდა მომკვდარიყო ერასთან ერთად. ლის უნდოდა დიდხანს ეცოცხლა თავის პატარა მიასთან ერთად. ლიმ არ იცოდა რა უნდოდა. ლიმ იცოდა რა არ უნდოდა.
მია ლის გავს. მია ლისავით მახინჯია მაგრამ ლამაზი. მია ყველაზე ლამაზია მარცხენა საშოდან დაბადებულებიდან. მია ყველაზე ლამაზია. ეხლა მია შესახლდა ლის თვალებში მაგრამ ერაც იქ იყო. იქ უფრო ძლიერი ერა იყო ვიდრე აქამდე. ლის სახეზე ისევ მოიკლო ღიმილის სიხშირემ. მხოლოდ მაშნ იღიმოდა როცა მია იღიმოდა.

მია გაიზარდა. მია ძალიან ლამაზია. მია იმხელაა რამხელებიც ჩვენ ვიყავით როცა რო ვიპოვეთ.
რო.. რო.. მთელი დღეები არ ჩანს ალბათ ისევ რაღაცას დაეძებს. როც დიდია უკვე. რომ იცის რასაც აკეთებს.
მია ფის ეთამაშება. ფის ძალიან უყვარს მია. მეც მიყვარს მია. მის დაბადებით კვლავ გამიფართოვდა დაკვირვების არე. მია მოუსვენარია და ეშმაკი. ლი ხშირად ტუქსავს მაგრამ როცა ლი თვალს მოეფარება მე და ფის თავს განსაცდელი გვატყდება მისი სახით. მთელი დღე შემიძლია ვეთამაშო მიას. მიამ ახალი გრძნობა შემმატა. სილაღე. მე მიხაროდა გაღვიძება მიას გამო.
***
დაბნელდა. ყველანი დასაძინებლად გავემზადეთ. მია გვერდით მიუწვა ლის. ფიმ ცეცხლს შეშა დაამატა  და ისიც დაწვა. რო არსად ჩანდა. მე მაინც ვერ ვიძინებ მის მოსვლამდე  და გადავწყვიტე დავლოდებოდი. ბევრი არც დააგვიანდა. თავიდან სინათლე გამოჩნდა ტყის სიბნელეში. ლიც და ფიც ფეხზე წამოდგნენ. სინათლე გვიახლოვდებოდა. ყველას შეგვეშინა. მია მამამისს ამოეფარა და ხელსადა ტანს შორის დაიწყო ყურება. ეს რო იყო. ხელში სინათლე ეჭირა. ცეცხლი არ იყო იმიტომ რომ ხელს დაწვავდა. თან დიდი სინათლეც არ ჰქონდა. როს გახარებული სახე ჰქონდა.
_ეს რა არის? კითხა ფიმ.
_არ ვიცი. _კიდევ უფრო ფართო ღიმილით უპასუხა რომ და ფის გაუწოდა. ფის თავიდან ეშინოდა ხელის მოკიდება მაგრამ შემდეგ გამოართვა. დიდხანს აკვირდებოდა ფი იმ რაღაცას. შემდეგ ჩვენი ჯერიც დადგა. გამოვართვი. ვერ გავიგე რა იყო მაგრამ ძალიან მომეწონა. თითქოს მბჟუტავ ცეცხლს წააგავდა ღამით მაგრამ ცეცხლი არ იყო. ბოლოს ლიმ გამოართვა. მია გაფართოებული თვალებით უყურებდა ლის ხელში მყოფ სხეულს. ახლო მისვლა ეშინოდა. ლი ფიზე უფრო დიდხანს აკვირდებოდა. თან ნელნელა იღიმოდა. ლის თვალები შეიცვალა. ვერ ვგებულობდი რით მაგრამ შეიცვალა.
ლი ადგა. მია გაეკიდა. ლიმ დაუყვირა უკან დაბრუნებულიყო. მიაც ატირებული მოვარდა ჩემთან. ლიმ თავისი ქვა მოიტანა. მიას დაუძახა. კალთაში ჩაისვა და დაძინებამდე ქვის ვარდნის ხმა მესმოდა.
***
დილით მიამ გამაღვიძა. ლი სადღაც წასულიყო და მიას ეშინოდა. ლი არსად ჩანდა და არც საღამომდე გამოჩენილა. როცა მოვიდა თვალები უბრწყინვდა თუმცა ის მნათობი სხეული არსად ჩანდა. ფიმ უამრავი შეკითხვა დაუსვა მაგრამ მას ხმა არ გაუცია. ისევ თავის ქვა აიღო და დაიწყო თამაში. ლი ბედნიერი იყო. ჩვენ გაკვირვებულები ლის ბედნიერებით და ამ გაუგებრობით.
***
მეორე დილით ლიმ გამოგვიცხადა რომ ნორმალურებთან მივდივართ. ფის სახე გაუფითრდა. ბოლომდე არც კი წამომდგარა ისე წვდა ყელში. მია შეეშნდა და ატირდა. მე და რო გაოცებული სახით ვუყურებდით ორივეს. მია ჩავუხუტე. ლი და ფი ძირს გორაობდნენ. ცოტა ხნის მერე ერთმანეთს შეეშვნენ. ალბათ ქარის გამო რომელიც იმ დროს ამოვარდა. მამის შერცხვათ. არვიცი როგორ მაგრამ ლიმ ფი დაიყოლია.
ნორმალურების კლდის ხვრელისკენ მივდივართ და მეშინია. როსაც ეშინია, ფისაც. ლის არა. არც მიას. მიამ არ იცის რა ხდება. ლის ხელში ყავს ატატებული. საღამოს მივედით დანიშნულების ადგილას. ლი წინ გაიჭრა და პირველი მივიდა გამოქვაბულთან. არცისე ბნელ გამოქვაბულში მხოლოდ თვალები ანათებდნენ. შეშინებული თვალები. რომელიც ლის უყურებდნენ. ჩვენსკენ არცერთი მათგანი არ იხედებოდა. ერთმა თვალმა მოძრაობა დაიწყო ჩვენსკენ. დანარჩენებთან შედარებით ალბათ ყველაზე შეშინებულმა. ბელადი იყო. მხარზე ნანადირები ჰქონდა გადაკიდებული. ლისთან ახლოს მივიდა. ნანადირები ძირს დაუგდო და ისევ უკან დაიხა. ლი ჩვენსკენ შემობრუნდა და გაგვიღიმა. მაგრამ ამ გაღიმებას არანაირი სიყვარული არ ეტყობოდა. ლის თვალებში ბედნიერება. ფის თვალში ზიზღი. ის ბელადს და დანარჩენებს უყურებდა. ლიმ ხმამაღლა ფაიყვირა.
_დღეიდან ფი იქნება ჩვენი ბელადი. _და ფიზე მიანიშნა
ვერ გავიგე რა ხდებოდა. ვერავინ გავიგეთ. ყველას გაოცებული სახე ჰქონდა. არავის ხმა არ ამოუღია. ბელადსაც კი.
***
სიცივე ძვლამდე ატანს. ცეცხლიც ვეღარ გვათბობს. პირველად რომ ნორმალურებთან მოვედით იმ დღის მერე დიდი დრო გავიდა. სათვალავიც ამერია რადგან კარგა ხანია მზე არ მინახავს. არავის არ გვინახავს. ირგვლივ სითეთრეა და საშნელი სიცივე. დღე და ღამე ერთმანეთს ჰგავს. ფი ისევ ჩვენი ბელადია. არავინ ვიცით როდის გაიყინება ფი, რადგან ის და რამდენიმე ტომის წევრი შეშის მოსატანად გადიან გარეთ. არავინ იცის როდის მოვკვდებით მშერი რადგან ნადირი აღარ არის. არც ხეებზე ამოდის საკვები. ნეტა ლი და მია როგორ არიან. იმ დღის მერე ცოტა ხანში ის და რამოდენიმე ნორმალური გოგო ჩვენგან წავიდნენ. ლიმ ითხოვა. ფიმ კი აუსრულა. ის ხომ ბელადია. მაგრამ ფიზე მეტად ლის ეშინოდათ ნორმალურებს. არავის ხმა არ ამოუღია საწინააღმდეგოდ. და ასე წავიდნენ... მისი წასვლის შემდეგ დაიწყო ეს უბედურება. ლიზე კი არავის არაფერი გვსმენია.
დღეს ფის და დანარჩენებს ძალიან შეაგვიანდათ. მე თივაზე ვწევარ და ვკანკალებ. თავსაც არ ვაბრუნებ მხოლოდ ბნელი გამოქვბულიდან გასასვლელისკენ ვიხედები. სადაც ამ სიბნელეში ლი ანათებს კლდის კედელზე. იმ დღის მერე ანათებს...
წასვლის წინ არავის არაფერი უკითხავს ჩემს გარდა. მან მითხრა რომ ის ნორმალური გახდებოდა. მერე გამიღიმა, მიას ხელი მოკიდა და წავიდა. მე ვერაფერი გავიგე. მია ტიროდა. მეც ვტიროდი. ახლაც ვტირივარ. სიკვდილის არ მეშინია. არარსებობის მეშინია. მბჟუტავ სინათლეს გავხედე. მერე ღრმად ჩავისუნთქე, იქ ლი არ იყო. ლის ვიწამე. აღარაფრის მეშნია. დროა თვალი დავხუჭო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები