 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 24 მარტი, 2015 |
ჩვენს შორის ბოსფორის სრუტეა...
საშინელი თვე გამოვიარე, მესმოდა მხოლოდ მუსიკა, მაგრამ არც სიუჟეტი სჩანდა და არც სიტყვები.
დადგა დრო, როცა მწიფე თეორიული ცოდნა უნდა რეალიზდეს პრაქტიკაში, მაგრამ გარემო, არაფრით იძლევა ამის საშუალებას. ამიტომ პირველი საექსპერიმენტო თაგვი - შინაგანი სამყაროა.
ქარია გრილი და მზე ჰკიდია ცაზე.
ნათელი დილაა, იქ სადაც ვიმყოფები, თბილისის გარეუბანია, ერთი შეხედვით, აქ არაფერი მესაქმება, მე კი ვზივარ და ვტკბები გარემოთი. ეს გარემო მესაუბრება.
გრძელი გზა გამოვიარე, მარშრუტით, მეტროთი, მიწისქვეშა გადასასვლელით, ძალა გამომეცალა.
წინ მწვანე, ხავერდოვანი ფეხბურთის სტადიონია, მარჯვნივ სკოლა, უკან კორპუსები. დაბლა ნაგავი ყრია.
მე კი ვზივარ და ვუყურებ ბავშვს, რომელიც სტადიონზე დარბის, აცვია ფერადი დუტი და ვარდისფერი კედები, შეკრული აქვს წაბლისფერი თმა და ბზინავს, უელავს თეთრი ბუსუსები ბაბუაწვერის. წითელ, შავკოპლებიან ბურთს ფეხს წაჰკრავს, გაეკიდება, აიღებს ხელში და ისევ წაჰკრავს... იღიმის და იყურება მხოლოდ ერთი მიმართულებით, სადაც ახლობლები ეგულება,
ხმას არავინ სცემს, არავინ აქცევს ყურადღებას. სვამენ ლუდს და მზესუმზირას აკნატუნებენ, ღამენათევნი, ნახევრადმძინარენი.
ქარმა წაიღო ბურთი, ქარმა გადააბრუნა მისი მარცხენა ფეხი, ქარმა გადააბრუნა ჩემი მსუბუქი გული.
მე ვზივარ ყვითელ კანგაცლილ სკამზე, მიკალმული და მიფურცლული, სამსახურში მაგვიანდება, მაგვიანდება ამ ტექსტის წერაც, მაგრამ მაინც ჯიუტად ვზივარ.
მე ავირჩიე მივაყურადო შენს შვილს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. "პოდ კაიფამ"... "პოდ კაიფამ"...
5. აქაც უნდა ვთქვა.. სადაა მკითხველი? : ) და ღმერთით და უღმერთოდ არ გამომეკიდოთ.. ვისვენებ..
"ხმას არავინ სცემს, არავინ აქცევს ყურადღებას. სვამენ ლუდს და მზესუმზირას აკნატუნებენ, ღამენათევნი, ნახევრადმძინარენი."
რა სასიამოვნოდ ყოფილან..
აქაც უნდა ვთქვა.. სადაა მკითხველი? : ) და ღმერთით და უღმერთოდ არ გამომეკიდოთ.. ვისვენებ..
"ხმას არავინ სცემს, არავინ აქცევს ყურადღებას. სვამენ ლუდს და მზესუმზირას აკნატუნებენ, ღამენათევნი, ნახევრადმძინარენი."
რა სასიამოვნოდ ყოფილან..
4. ეს ძალიან კარგი ლექსია!
5 ეს ძალიან კარგი ლექსია!
5
3. უკომენტაროდ 5 უკომენტაროდ 5
2. კარგი ბიჭი ხარ შენ) კარგი ბიჭი ხარ შენ)
1. "მე ვზივარ ყვითელ კანგაცლილ სკამზე, მიკალმული და მიფურცლული...
მე ავირჩიე მივაყურადო შენს შვილს..."
ძველი ფოტოფირის კადრებივით იყო.
კარგადაც იწყება...
"მე ვზივარ ყვითელ კანგაცლილ სკამზე, მიკალმული და მიფურცლული...
მე ავირჩიე მივაყურადო შენს შვილს..."
ძველი ფოტოფირის კადრებივით იყო.
კარგადაც იწყება...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|