ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 მარტი, 2015


შენ მითხარი, რომ...

შენ მითხარი, რომ მოგენატრე
(მე გავიფიქრე:  შენ  საერთოდ არ იცი, მონატრება  ტკივილია  გულის გაგლეჯამდე  )
მე არ მითქვამს, მაგრამ მომენატრე
ხელების ცეცებით გეძებდი დახურულ კართან , ბნელში და არ გითხარი
სიზმარში გეძებდი
შენ მეუბნები, რომ ცუდად ხარ უჩემოდ...
მე არ გეუბნები, მაგრამ მეც ცუდად ვარ...
უშენოდ...
შენს გარეშე...
ყველა პრანა მტკივა.
ვერასდროს გითხარი, რომ შენი სითბო მავსებს
არც ახლა გეტყვი, რომ უშენოდ ცარიელი ვარ,
უღვინო ქვევრივით ცარიელი.
ხელის ცეცებით, სივრცეში გაშტერებული თვალებით ვცხოვრობ...

შენ მითხარი, რომ მოგენატრე
მე ვამბობ, რომ მიყვარხარ, მაგრამ არა ცამდე...
მე ცაზე უფრო მაღლა მიყვარხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები