ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეკ ტალასი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2016


* * *

ფიქრები?
ისევ ფიქრები,
წალეკავს ღამის შავ არეს.
წახვედი?
როგორ დამტოვე,
მოგონებების ამარა.
იქნები, ჩემთან?
ეგ ყოფნა,
სხვა ვერაფერი  გადამრევს,
მაგ წუთს მომასწრო და გინდა,
ცხრა მთაზე გადამატარა!
გიხსენებ?
გრძნობა მიკრთება,
ნეტა ეს გული განახა.
თვალები?
ემაგ თვალებმა,
გამხადა წლებით პატარა.
ვისვენებ?
რა დამასვენებს,
გული ნდომისგან გადალხვა,
წაიღეთ სხვა ყველაფერი,
გინატრო?
ნუთუ არ კმარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები