ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 აპრილი, 2015


იმრად, იმთიაზ, აბდო, სუმან...მე თქვენზე ძალიან ბევრს ვფიქრობ

(სამი წლით ადრე)
სკაიპით  ერთი სირიელი ახალგაზრდა  გავიცანი, იმრადი.
სტუდენტი იყო.
დავმეგობრდით
საერთოდ მიყვარს უცხოელი მეგობრები
ორი დადებითი თვისება აქვს ამ ფაქტს: შეხვედრას ვერ  გაძალებენ და თან ინგლისურს გასწავლიან...
მერე ირმადის მეგობარიც გავიცანი
ერთად ცხოვრობდნენ საერთო საცხოვრებელში და ერთი კომპიუტერით სარგებლობდნენ.
მიყვებოდნენ, რომ სირიაში არეულობა იწყებოდა და მათ კი სასტიკად არ უნდოდათ ომი.
--მიყვარს მშვიდობა_მწერდა ხოლმე იმრადი.
ფოტოებს მიგზავნიდნენ, როგორი ლამაზი იყო მათი ქალაქი.

მე რამდენიმე დღით ,ავადმყოფობის გამო, სკაიპში არ შემიხედია.

მერე სირიაში ომი დაიწყო და როგორც საინფორმაციო გადაცემები იუწყებოდა, მათი ქალაქი დაიბომბა.

მას შემდეგ მათი სკაიპი არ ანთებულა.
მე კი ხანდახან ისეთი ტკივილი შემომიტევს  იმ ორ ახალგაზრდაზე, რომლებსაც ვიცნობდი და  რომელთა ბედი აღარ ვიცი, რომ დეპრესიაში ვვარდები.

მტკივა და მაწუხებს მათი ბედი.
ჩემი ვარაუდით, ისინი ცოცხლები არ არიან...

ახლა ერთი ადამიანი ისევ გავიცანი.ის ლიბიელია...
ლიბიაში ახლა თურმე ბუნტია და დემოკრატია ებრძვის დიქტატურას....
ის კი პოლიციელია.
და თუ მასაც იგივე ბედი ეწევა, მე ნამდვილად ვერ გადავიტან.
მინდა რომ მშვიდობა იყოს დედამიწაზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები