 | ავტორი: სალალო ჟანრი: პროზა 13 აპრილი, 2015 |
სადღაც, ცხედართა დასახლებაზე , ერთ–ერთი მიცვალებულის მიწური სახლაკის– საფლავის შემოგარენში, პირქუში და დაუნდობელი მიწა კოკისპირული ცრემლებით იკირწყვლებოდა...იქ დედაშვილობის უდიადესი, იმ მომენტისთვის კი უკვე გასაცოდავებული მადლი უკრავდა ტკივილის ბარაბანზე , რითაც უხმოდ, თუმცა შინაგანი სასმენლის ენაზე ხმამაღლა გამოსჭექდა უსაშველო სიმწარისა და ვარამის სულისშემძვრელ ხმოვანებებს... მეზობელ საფლავზეც იგივე ბარაბანი ზრიალებდა, თუმცა დამკვრელი დედმამიშვილობის მადლი გახლდათ, მესამეგან ნათესაობის, მეოთხეგან მეგობრობის, მეხუთეგან ახლობლობის,მეექვსე საფლავის ახლად ამოზნექილ, ჯერ კიდევ ფხვიერ რელიეფს კი არც ნაცნობობის და არც ნათესაობის, არამედ უბრალოდ ადამიანურად მგრძნობიარე რეფლექსები ახმაურებდნენ.. იგივე ბარაბანზე.. ისეთივე სულისშემდრეკი კომპოზიციით.. თვალში( და უფრო გულში) საცემი იყო კიდევ ერთი საფლავის სურათი, რომელიც ტიპურად ამაზრზენად გამოიყურებოდა– საფლავზე მისულებს, მიცვალებულის სულისადმი პატივისგების ვალი მხოლოდ გარეგანი მოწადინებით გაეთავისებინათ...ისინი დაპროგრამებულივით და თითქოს ძალაუნებურადაც აღასრულებდნენ იმ დღისათვის დადგენილ ყოველივე წესსა და ნორმას.. უფროსწორად, მხოლოდ ნაყროვანებაში შეეტყობოდათ გულწრფელი მონდომება და ენთუსიაზმი... სულიერ მხედველობას არ გამოეპარებოდა სასაფლაოს ცოტა იზოლირებულ ადგილას (ჩ)აღმართული, კიდევ ერთ მიწიერ ტენდენციაში „მოყოლილი“ პატარა სასაფლაო, რომლის სანახაობა და შინაარსი ყველაზე მოკრძალებული და ,ამავდროულად, გულსაკლავი იყო.. მას არც "დამკვრელი" ჰყავდა და არც დამცრემლავი, მხოლოდ უწესრიგოდ, თუმცა "ველური სილამაზით" აღმოცენებული ბალახეულობის გულგრილი წარმომადგენლები არღვევდნენ მის სიცარიელეს, ეულობას და მიტოვებულობას...თუმცა რატომ გულგრილები?! იქნებ მათაც აღელვებდათ თავიანთ ფესვებს მიღმა დამიწული სულიერის გაიმქვეყნიურება? მისი წუთისოფლელობის "კუწუნწრახული" ვადის დრამატურგია! აბა, რატომ იშმუშნებოდნენ და იხლართებოდნენ ასე გლოვისებურად, თანაც ასეთი თავგამოდებით?! ნიავი კი ნამდვილად იყო, მაგრამ ... იქნებ, ამ მოძრაობით,ისინიც უშენდნენ ღეროებს მაღლა რომ აღვწერე, აი, იმ "ტკივილის ბარაბანს" ! ჰო.. ვინ იცის!... ან იქნებ, საერთოდ აინურშიაც არ მოსდიოდათ ამ წარმოსახვითი ბარაბნის ტრაგიკული დანიშნულება და უბრალოდ თავიანთ მცენარეულ სტიქიაში იყვნენ შეხიზნულები... თუმცა ,იქ ყველა თავის სტიქიას ჰყავდა მომწყვდეული: დედას შვილი ეწყლულებოდა, დას ძმა სტკიოდა, ნათესავი ნათესავს მოსთქვამდა, ახლობელს ახლობელი ედუხჭირებოდა, მეგობარს მეგობარი ეთუთქებოდა, უცნობს კი უცნობი ეღონებოდა... მაგრამ მაინც იყო რაღაც მათში მოზეიმე.. რაღაც, რაც ზოგში მექანიკურად, ზოგში ქვეცნობიერად, ზოგში კი მთელი სულის მიერი გასიგრძეგანებით ზეიმობდა.. ზეიმობდა იმ ბარაბნების უნუგეშო ზანზარის პარალელურადაც! ეს რაღაც კი, რასაკვირველია, იყო ცოდნა და შეგნება იმისა, რომ იდგა დღე, რომელიც მართლაც, ყველაზე სადღესასწაულოა სარწმუნოებრივი პარამეტრებით.. დღე, რომელიც ყველა ქრისტიანს აერთიანებს თავისი საყოველთაო სიხარულით, აღურიცხავი მადლით და უნიკალური ენერგიით.. ჰოდა, გილოცავთ ამ სიხარულს, ამ მადლს და ამ ენერგიას– გილოცავთ აღდგომას!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მიხარია, ასე თუ გაფიქრებინათ ამ ჩანახატმა : ) მიხარია, ასე თუ გაფიქრებინათ ამ ჩანახატმა : )
1. გულიანი გოგო ხარ!!!! გულიანი გოგო ხარ!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|