ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2015


მე და შენ.

მე და შენ ერთმანეთს ჩავკიდებთ ხელებს და
ღრუბლებს ავუყვებით გრილსა და ნამიანს,
გადავჭრით ზეცას და სულ ბოლო ღრუბელზე
დავდგამთ მცირე ქოხს ან თუნდაც ნალიას,

ეზო კი გვექნება სულ თეთრი ღრუბლებით,
შავი კი ორივეს გვეყოფა თვალები,
რომელიც სითეთრეს იმგვარად უხდება
როგორც დედამიწას გუმბათი ტაძრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები