ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2015


ა ი თ ე ა

სული დაითბუნე, აითეა,
სიმშვიდე მოისხი თავშალივით,
თვითონ ალაგდება არითმია,
თუკი ეცდები და თავს უშველი.

ფიქრი დაითბილე, აითეა,
თმიდან ტკივილები ჩამოვარცხნე,
დილით დამთავრდება ღამისთევა,
დარდით დაილევა ყველა მარცხი.

ლოცვით დაითმინე, აითეა,
რამდენ განსაცდელსაც ზიდავ გულით,
თაფლის სანთელივით აინთება
უფლის სამყოფელში სიყვარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები