ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2015


მე,ვიცი გოგონები

მე,ვიცი გოგონები -
შავ-თეთრი ფილმებიდან. . .
წიგნიერები, უჩვეულო უწიგნური იმიჯით.
მარტოები , მთელი მსოფლიოს პირისპირ,
ნატალღარ სანაპიროზე, რკალისებურ
ზოლივით შერჩენილი -
მუდმივი ღიმილიანი , სახით.
რომლებთაც არ უნდათ,იყვნენ -
მუზები
არ უნდათ, იყვნენ-
ერთეულები
არ უნდათ, იყვნენ-
მარადიულები.
მე,ვიცი გოგონები ,
რომლებიც არ ჩანან,
მაგრამ ჩნდებიან
ქარით ათამაშებულ
სანთლის შუქზე, წამიერად
დახატული ჩრდილებივით.
მე, ვიცი გოგონები
რომლებიც გაგიყრიან ხელკავს
წაგიყვანენ , თავის სამყაროში
სადაც ყველაფერს ამნეზირებულივით
ახლად ითვისებ და ფილტვები
ახალდაბადებულივით-
გტკივდება ტირილამდე . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები