ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კამელია
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2015


ფოთლების ბარათი


ქარი ფოთლების ბარათს არიგებს,
დგანან ხეები ასე ურიგოდ,
ნაწვიმარ სევდით სავსე ყვავილებს,
მინდა ღიმილი ჩამოვურიგო...

მსურს სიხარულის ყულაბა მქონდეს,
მზე გადაუვლის მინდვრებს ლელიანს
და ეს ტკივილიც ოდესღაც მორჩეს,
მივიდე სადაც მუდამ მელიან...

ქარი აუშლის ტირიფებს ნაწნავს,
აქ არსაიდან არაფერს ველი,
გარეთ წვიმაში ვეჩვევი გასვლას,
რომ ჩაპლინივით დავმალო ცრემლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები