მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
კამელია
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2015
სულის ღრიჭო
ღამემ გადათელა სულწასული ფიქრი,
თბილისს სიმარტოვე არ მასვენებს ,მავსებს
ქუჩა ლაპიონებს ისევ ათრობს, ჩაგრავს
ქარი ღამეს შესთხოვს ახლა მაინც ჩაწვდეს..
ცამდე აიშალა ყველა ქუჩა ახლა
სხეულს მიმძიმებენ ღამის ფერი თმები
როგორ მინდა ახლა უსაშველოდ მაღლა
შენი სულის მსგავი საოცარი მთები...
ღამე შემიკაზმოთ რა იქნება ვითხოვ,
მინდა გავაქროლო შენფერ აისებთან
სულის სიკვდილამდე გეძებ და კვლავ გიხმობ
მინდა მთებში დავრჩე ბოლო მაისებთან..
ახლა ღამე არის უფრო ნაცრისფერი
მტკივა რაფებიდან ღამე ვარსკვლავების
ჩემგან შორს რომ ახლა არის ყველაფერი
ჩემი ყველაფერი , სურნელება მთების...
ბწკარებს შეეყარათ გულზე რაღაც სენი
ლექსები გამიხდნენ ვხედავ უფრო ავად
როგორ მინდა ახლა განვიკურნო შენით
უშენობის დღეებს ვუთხრა ისევ კარგად...
ღამეულ ოცნებებს რითმა აერიათ
ნაბიჯები უფრო გამალებით თვლემენ
ოღონდ ამ ღამისთვის დილა წაერთმიათ
სულში ღრიჭოები დიდხანს გამიძლებდნენ..
ღამეს შევადნები თეთრ ღრუბლების ფონზე
იტყვიან რომ გოგო ღრუბლებს მიჰბარდაო
ქარმა გაასვენა ვარსკვლავების ზოლზე
მას ხომ ღამით ფრენა ძლიერ უყვარდაო...
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
დეპრესია!
დეპრესია!
მუხა.
2015-05-16 00:23:13
1.
ვერაფერი გავიგე....
სასვენი ნიშნები დაუსვი ავტორო და იქნებ მეორე შემოვლაზე მივხვდე რამე
ვერაფერი გავიგე....
სასვენი ნიშნები დაუსვი ავტორო და იქნებ მეორე შემოვლაზე მივხვდე რამე
სამყაროს მიღმა.
2015-05-15 17:49:49
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
09.09.2026 14:03:31