კვლავ ცოცხალი ხარ ჩემო ბებერო? მეც ვცოცხლობ ასე... მოკითხვას გითვლი! დე! ლაჟვარდები, შენს ქოხს ეფერონ, იმ საღამოსფრად... – მოგიხსნან ტვირთი.
მწერენ, რომ დარდობ, დარდს კი არ ამხელ... და რომ მნატრულობ ხშირად უფრორე, რომ ისევ იცვამ იმ ძველ ტანსაცმელს და გზას გაჰყურებ: "ნეტავ თუ მოველ?..".
ლურჯ სიმწუხრეში – საღამო ხანს კი, ერთი ფიქრით ხარ სულ გარინდული: თითქოს დუქანში, დამთვრალმა არყით, მკერდში მატაკა დანა ფინური.
არაფერია! დამშვიდდი დედა და ნუ აჰყვები უაზრო ბოდვებს. არც ისე შტერი ვარ - ჩემდა ბედად: შენს უნახავად, ავდგე და მოვკვდე.
კვლავინდებურად, ისევ ნაზი ვარ, ამას ვინატრი მხოლოდ და მხოლოდ, რომ სევდას, უკვე ნაკლებ აზრიანს, მანდ გამოვექცე – ჩვენ სადაც ვხოვრობთ.
მე დავბრუნდები, როს გაშლილ ტოტებს – გაზაფხულისას, ქარი გაწიწკნის. გამთენიისას – ოღონდ იცოდე! – ნუ გამაღვიძებ, როგორც რვა წლის წინ.
ნუ გააღვივებ იარებს - ჩამქრალთ, ნუ მოიგონებ ვერამხდარ ნატვრებს – არც დანაკლისზე, დაღლაზე არ თქვა, რაც ჩემს ცხოვრებას გულუხვად ვმატე.
ნუღარ მასწავლი ლოცვასაც. კმარა! ნუ განვაახლებთ განვლილს – რაც იყო. ხსნაც, სიხარულიც – შენა ხარ მარად, მხოლოდ შენა ხარ, ჩემი მზის სითბო.
მაშ დაივიწყე დარდი, – დააცხრე, ნუ ნაღვლიანობ! – ჩემზე უფრორე! და ნუ ჩაიცვამ იმ ძველ ტანსაცმელს... გზას ნუ გაჰყურებ: "ნეტავ თუ მოველ?.."
Ты жива еще, моя старушка? Жив и я. Привет тебе, привет! Пусть струится над твоей избушкой Тот вечерний несказанный свет.
Пишут мне, что ты, тая тревогу, Загрустила шибко обо мне, Что ты часто xодишь на дорогу В старомодном ветxом шушуне.
И тебе в вечернем синем мраке Часто видится одно и то ж: Будто кто-то мне в кабацкой драке Саданул под сердце финский нож.
Ничего, родная! Успокойся. Это только тягостная бредь. Не такой уж горький я пропойца, Чтоб, тебя не видя, умереть.
я по-прежнему такой же нежный И мечтаю только лишь о том, Чтоб скорее от тоски мятежной Воротиться в низенький наш дом.
я вернусь, когда раскинет ветви По-весеннему наш белый сад. Только ты меня уж на рассвете Не буди, как восемь лет назад.
Не буди того, что отмечалось, Не волнуй того, что не сбылось,- Слишком раннюю утрату и усталость Испытать мне в жизни привелось.
И молиться не учи меня. Не надо! К старому возврата больше нет. Ты одна мне помощь и отрада, Ты одна мне несказанный свет.
Так забудь же про свою тревогу, Не грусти так шибко обо мне. Не xоди так часто на дорогу В старомодном ветxом шушуне.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ახმატოვას მოვიტან მალე, 2 სტროფიღა დამრჩა :) ახმატოვას მოვიტან მალე, 2 სტროფიღა დამრჩა :)
16. ბექა, რამე ახალი არ გაქვს, მოტანე რა...
ბექა, რამე ახალი არ გაქვს, მოტანე რა...
15. კარგი თარგმანია მართლაც! გმადლობთ! :) კარგი თარგმანია მართლაც! გმადლობთ! :)
14. წარმატებები ავტორს. წარმატებები ავტორს.
13. ეს ლექსი ყველაზე მეტად მიყვარს ესენინის შემოქმედებაში, რამოდენიმე ქართული თარგმანი მაქვს წაკითხული და ერთადერთი რომელიც მომეწონა მათ შორის ნინო დარბაისელს ეკუთვნის. ცოცხალი ხარ, ბებრუცანავ ჩემო? მეც - რა მიჭირს, სალამს გითვლი თუკი. დე, განათდეს შენი ქოხის ჩერო იმსაღამოს გამოუთქმელ შუქით!
მწერენ, თითქოს მღელვარებას მალავ, ნაღვლიანი დღეც და ღამეც მელი, სოფლის გზაზე გამოდიხარ მალ-მალ ძველმოდური შენი მოსაცმელით.
ღამ-ღამობით სულ გასცქერი წყვდიადს, და მუდმივად გელანდება თანაც, დუქნის ჩხუბში შვილი მკვდარი გდია, გულში ჩასცეს მას ფინური დანა.
მოიშორე, მშობლიურო, შფოთვა, ეს სიმძიმე - მოჩვენება ავი. არ ვარ ისე უსაშველოდ ლოთი, სადღაც მოვკვდე, დედის უნახავი.
ის სინაზე, ძველებური დამდევს, და ერთს ნატრობს გული მონაოხი, რომ როგორმე გამოვექცე დარდებს მომენატრა ჩვენი ციცქნა ქოხი.
დავბრუნდები, თეთრს რომ გაშლის ტოტებს ჩვენი ბაღი, მზისთვის გასაცინად, ოღონდ ნუღარ გამაღვიძებ, ოდეს ირიჟრაჟებს, როგორც რვა წლის წინათ.
ნუ აღვიძებ ნაოცნებარს ახლა, არამხდარიც დავივიწყოთ უკვე. მეტისმეტი დანაკარგი, დაღლა გამოსცადა ჩემმა სიჭაბუკემ.
ნუღარც ლოცვას ნუ მასწავლი, კმარა, ძველი გაქრა, დავიწყება უქადს. შენ ხარ ჩემი ხსნა და შვება მარად, მეგულები გამოუთქმელ შუქად.
ჰოდა, კმარა, ნუღარ დარდობ ასე, ნუღარ შფოთავ, ასე ნუღარც მელი, და მალი-მალ ნუ გადიხარ გზაზე. ძველმოდური შენი მოსაცმელით. ეს ლექსი ყველაზე მეტად მიყვარს ესენინის შემოქმედებაში, რამოდენიმე ქართული თარგმანი მაქვს წაკითხული და ერთადერთი რომელიც მომეწონა მათ შორის ნინო დარბაისელს ეკუთვნის. ცოცხალი ხარ, ბებრუცანავ ჩემო? მეც - რა მიჭირს, სალამს გითვლი თუკი. დე, განათდეს შენი ქოხის ჩერო იმსაღამოს გამოუთქმელ შუქით!
მწერენ, თითქოს მღელვარებას მალავ, ნაღვლიანი დღეც და ღამეც მელი, სოფლის გზაზე გამოდიხარ მალ-მალ ძველმოდური შენი მოსაცმელით.
ღამ-ღამობით სულ გასცქერი წყვდიადს, და მუდმივად გელანდება თანაც, დუქნის ჩხუბში შვილი მკვდარი გდია, გულში ჩასცეს მას ფინური დანა.
მოიშორე, მშობლიურო, შფოთვა, ეს სიმძიმე - მოჩვენება ავი. არ ვარ ისე უსაშველოდ ლოთი, სადღაც მოვკვდე, დედის უნახავი.
ის სინაზე, ძველებური დამდევს, და ერთს ნატრობს გული მონაოხი, რომ როგორმე გამოვექცე დარდებს მომენატრა ჩვენი ციცქნა ქოხი.
დავბრუნდები, თეთრს რომ გაშლის ტოტებს ჩვენი ბაღი, მზისთვის გასაცინად, ოღონდ ნუღარ გამაღვიძებ, ოდეს ირიჟრაჟებს, როგორც რვა წლის წინათ.
ნუ აღვიძებ ნაოცნებარს ახლა, არამხდარიც დავივიწყოთ უკვე. მეტისმეტი დანაკარგი, დაღლა გამოსცადა ჩემმა სიჭაბუკემ.
ნუღარც ლოცვას ნუ მასწავლი, კმარა, ძველი გაქრა, დავიწყება უქადს. შენ ხარ ჩემი ხსნა და შვება მარად, მეგულები გამოუთქმელ შუქად.
ჰოდა, კმარა, ნუღარ დარდობ ასე, ნუღარ შფოთავ, ასე ნუღარც მელი, და მალი-მალ ნუ გადიხარ გზაზე. ძველმოდური შენი მოსაცმელით.
12. დიდი დამლობა! :) დიდი დამლობა! :)
11. ვაფასებ თარგმანებს.. წარმატებები ბექა.. ვაფასებ თარგმანებს.. წარმატებები ბექა..
10. მადლობა, გილო! :) მადლობა, გილო! :)
9. დიახ!
წარმატებები და კეთილი სურვილები ჩემგან - ავტორს. ++ დიახ!
წარმატებები და კეთილი სურვილები ჩემგან - ავტორს. ++
8. დიდი მადლობა, ლუტეცია! :) ასეთ შეფასებას, არ ვიცი რამდენად ვიმსახურებ, მაგრამ კი მესიამოვნა და ... :) გმადლობ, სამყაროს მიღმავ! :) დიდი მადლობა, ლუტეცია! :) ასეთ შეფასებას, არ ვიცი რამდენად ვიმსახურებ, მაგრამ კი მესიამოვნა და ... :) გმადლობ, სამყაროს მიღმავ! :)
7. ჰო და კიდევ, არ ვიცი რამდენად გამეგება რამე ამ საკითხში, მაგრამ ბექა ხერგიანი პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მთარგმნელი მგონია თანამედროვე საქართველოში. ჰო და კიდევ, არ ვიცი რამდენად გამეგება რამე ამ საკითხში, მაგრამ ბექა ხერგიანი პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მთარგმნელი მგონია თანამედროვე საქართველოში.
6. მშვენიერია, 5!
ერთადერთი რამაც ცოტა დამაფიქრა, არის სიტყვა "ნაზი". "нежный" - მგონი უფრო ადვილია კაცზე ითქვას, რადგან თავის თავში მოიცავს ეს სიტყვა მოსიყვარულესაც, ასე მგონია. და "ნაზი" უფრო მეხამუშა კაცზე. შეიძლება ვცდები. საინტერესოა კდიევ როგორ შეიძლება ითარგმნოს ეს სიტყვა. მშვენიერია, 5!
ერთადერთი რამაც ცოტა დამაფიქრა, არის სიტყვა "ნაზი". "нежный" - მგონი უფრო ადვილია კაცზე ითქვას, რადგან თავის თავში მოიცავს ეს სიტყვა მოსიყვარულესაც, ასე მგონია. და "ნაზი" უფრო მეხამუშა კაცზე. შეიძლება ვცდები. საინტერესოა კდიევ როგორ შეიძლება ითარგმნოს ეს სიტყვა.
5. კარგი თარგმანია,ავტორის ხელწერა შენარჩუნებულია!
5 კარგი თარგმანია,ავტორის ხელწერა შენარჩუნებულია!
5
4. გმადლობთ, მეგობრებო! :) გმადლობთ, მეგობრებო! :)
3. ნორმალური თარგმანია, იგრძნობა პოეზია! ნორმალური თარგმანია, იგრძნობა პოეზია!
2. პაოლო იაშვილის ლექსი გამახსენა იგივე სათაურით, იმავე განცდებით.. ემოციურია.. ამ ემოციების სრული გულახდილობით.. პაოლო იაშვილის ლექსი გამახსენა იგივე სათაურით, იმავე განცდებით.. ემოციურია.. ამ ემოციების სრული გულახდილობით..
1. მიყვარს ეს ლექსი...ჰო, ვის არ უყვარს ესენინი?...:) ავტორისეული სევდა მომიტანა ამ თარგმანმაც...:-* მიყვარს ეს ლექსი...ჰო, ვის არ უყვარს ესენინი?...:) ავტორისეული სევდა მომიტანა ამ თარგმანმაც...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|