გაჟონოს!
მტვერია. უსულგულო ბურის ამინდია , თვალებდაცრემლილი ბილიკს მივაბიჯებ. აწყვეტილ ქარისთვის სახე მიმიგდია კუჭის უჭმელობას აზრსაც არ ვანიჭებ- ისე მონდომებით მშია , სიყვარული. ისე მონდომებით მშია, უშენობა. ფილტვი გაოხრებულ, ბუღით გაღადრული ფუძე ჩამონგრეულ მოჰგავს ნაშენობარს . ტვინში კაპილარი წვრილად ვიწროვდება გულში აორტამდე მთელი ნაკადია არც კი დავიჩივლებ თუ არ მიწოდდება, ხელში, შენი ხელი, აღარ მაბადია... მტვერის . უსულგულო ბურის ამინდია. ხელში არაფერი - მხოლოდ ნაწილაკი. მტვერის ნაწილაკი. რაც კი გამაჩნია!
ჰალუცინაცია.
ღამეა უნისლო და მაინც დაბინდული. სიშორე შენი და ჩემი უთქმელობა. მოცარტი კლავიშზე, უღონოდ გახვითქული, სულის დამცირებულ გრძნობებს ეტოლება. ფიქრი გადაივსო ამდენ შემეცნებით შექსპირს არ ვკითხულობ, მეყო ტრაგედია. ჰანგით გახეთქილი გრდემლი ჩემი ნებით თხემის გადაწვამდე ისმენს მელოდიას. მთვარე ალიცლიცდა , თითქოს გამიღიმა შენი ღიმილია , ალბათ რომ მიღიმის- ისევ ილუზია... აღარ გამიკვირდა. რაღა დამრჩენია- გარდა ილუზიის !
* * * ღამის სამზე სიყვარულის ამინდია, ვეძებ სითბოს პოეზიის ნაპრალებზე სტრიქონებით შენთვის ბევრჯერ გამინდია, რომ მოვკვდები,მაგ შენს გაშლილ დალალებზე.
სიყვარული უცნაური წადილია... პოეზიას სულს ჰბერავს და აფეთქებს, პოეტი ხომ თავისთავად შეშლილია არ არსებულ სიყვარულსაც აღმერთებს.
ღამის სამზე - გალეშილი სიჩუმეა თავჩახრილი ებრძვის სისხლის ხმაურს, დღის სინათლე ახლა უფრო გიჟურია ბნელი მარხავს მარტოობის ზღვაურს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. წყლიანთვალება და მზიანგულა ბიჭი ხარ შენ და შენი ლექსებიც შენნაირები არიან! წყლიანთვალება და მზიანგულა ბიჭი ხარ შენ და შენი ლექსებიც შენნაირები არიან!
5. სიმართლე გითხრა ვერ მომხიბლა ვერც ერთმა ლექსმა მაგრამ ამ სამიდან პირველი ალბათ ყველას სჯობს..
ისე ცუდია შექსპირში მარტო ტრაგედიას თუ ხედავ ... :) სიმართლე გითხრა ვერ მომხიბლა ვერც ერთმა ლექსმა მაგრამ ამ სამიდან პირველი ალბათ ყველას სჯობს..
ისე ცუდია შექსპირში მარტო ტრაგედიას თუ ხედავ ... :)
3. ,, ასეთ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები, სამი საათია ღამის არასრული"....
Aრაა ცუდები ესენი :)) ,, ასეთ დროს საერთოდ ფხიზლობენ გიჟები, სამი საათია ღამის არასრული"....
Aრაა ცუდები ესენი :))
2. გმადლობთ , საინტერესო ვარიაციისთვის ^^ გმადლობთ , საინტერესო ვარიაციისთვის ^^
1. ''ღამის სამზე გაჟონილი ჰალუცინაცია'' :) საინტერესო გამოვიდოდა :)
არც მე ვკითხულობ, მეყო ტრაგედია. +++
``ღამის სამზე გაჟონილი ჰალუცინაცია`` :) საინტერესო გამოვიდოდა :)
არც მე ვკითხულობ, მეყო ტრაგედია. +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|