ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2015


სხვებზე უკეთესი ლექსი - ბერიტანი

ერთადერთი ვისაც ვერ ვჯობნი ლექსებში,
ეს არის ჩემი ლექსები,
სხვებისას რომ გადავხედე,
აღმოვაჩინე, რომ რაღაცას ვერ ვხვდები,
ლექსმა უნდა იგრძნოს ლექსის არეალი,
ვით ერთ–ბაშად თეთრი ღამე ნახატმა,
და მხატვარმა იგრძნო, რომ ვერ დახატავს,
გადაიწერს, მაგრამ სულ ვერ დამალავს,
დამინახავს მთვარე მეორე მხრიდან,
მოფარებულ ვიწრო უღელ–კუთხეში,
და ფიქრები აფრიალდა ქარიდან,
გაიფანტა, როგორც მიწა–ნაძვებში,
სუნამოს გახსნისას ყველაზე ბედნიერი,
დასხმისას უნიჭო,
მადლობის გადახდა უხარიათ,
პასუხი უღირსი, უღირსო,
მელანდება სტროფები და სტრიქონები,
ვუკრავ ანბანს და ვერ ვაწყობ სტრიქონებს,
მე შევქმენი ოთხკუთხედი ფიგურები,
და მუდმივად თქვენთან ერთად ვამრგვალებ,
გამოიტანს ლაქებს დიდი სრესვის მერე,
და ლაქები ჩამორჩება ცხოვრებას,
ლაქებისგან დაგიმზადებ უშნო ხალათს,
ამ ხალათით იოცნებებ – ბერიტანს*.

* ბერიტანი – ყველაფერი, რაც კარგია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები