ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიღმახეველი
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2015


მთაში დამრჩალი მოხუცები

ისე ლამაზად ჩადიოდა მზე. იყო მასში რაღაც მისტიურიც და თქვენ წარმოიდგინეთ უჩვეულოც.
საოცარ სიჩუმეს მოეცვა ხევსურეთი.
-რახლა ხარ შინშო? შორით მოესმა ძახილი ჯურხას.
-ჰოი,ჰოი მინდიავ,არას ვბეჩაობ,თავად რას ჩა?
-არც რას ჯურხავ,მირბის და მივსდევ უკეთურ ცხოვრებას,მე და ჩემ დედაკაც ისევ მარტოკეებ ვაცოცხლებთ სოფელს.შვილ-რძალთ აღარუ სოფელ,ქალაქშიავ ერეკებიან დღენიადაგ.იქავ თურმე მეტ გასაქან ექნების ბალღებს,იქავ თურმე იმ ჭიან ქალაქში უფრო კარგ ასავ ცხოვრება.
-ნუ დაჰღონდები მინდიავ,გულ გაიმაგრე,ეხლა შენ უნდ ახმიანა აეს წუთისოფელ მარტუამა.შენ უნდ უნთო მამ-პაპათ საფლავებს სანთლებ,შენ უნდ შასწირო შასაწირავ იმათ სულებს,შენ უნდ გასტეხო ქადა ხატის კარში მინდიავ,შენზედ დგას სოფელივ.
-ჯურხავ,აღარ მამდევს ძალა,აღარც თოლ მიჭრის. წუხრას საქონ შაწუხდა,ზმუილმ გამამაფხიზლ,მაშინათვ მივხვდი მგელ იყო საქონზედავ,წამოვხტი გონთწასული,ცალი თოლით გავხედე პაპისეულს.გამოვვარდ კარშიავ და ვესრიე რამდენჯერმე,ვერ მავჰკალ მკვდარძაღლი,გამექცა.ვერ ვესრიე უწინდელად ჯურხავ,გულიც დამიბერდ,მკლავიც,თოლნიც,მთელ ღამ თოლ ვერ მოვხუჭე.
-მინდიავ მგლებ თუ აახმაურებენა სოფელს,კაც აღარავინ შამაშჩა ტიალი,მეაც დღენიადაგ მარტუა ვარ.ლუკმას გავტეხ და არ გადამდის ყელჩი.ადამიანი მამნატრდა ხმის გამცემი.გამუალ კარში და დავდივარ დადუმებული.შველა გვჭირდებ და არც არვინა გვყავს მაშველი,აღარვის უნდ შენ მთა.
ისხდა ორი მოხუცი და ცრემლნარევი თვალებით გაჰყურებდნენ დადუმებულ მთებს.საუკუნეს მიტანებულთ გულები დათუთქვოდათ.ერთურთს უამბეს ძველიც და ახალიც,მერე კი ჯოხს დაყრდნობილნი მისტიურად ჩამავალი მზესავით ჩაეფარნენ თავქვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები