ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2015


ნიშნულს იქით

ამინდი, მშვიდი, უხერხემლო, ფოთლების გროვა,
ხეები, მწვანე, დაფოთლილი, წუხილი, გმინვა.
ამინდი. მშვიდი. გატეხილი. ღრუბლების გროვა,
და როგორც ზალპი, დაშვებული ზეციდან წვიმა.

ხეები, მწვანე, გალობაა, მინდორი. ცივა,
ძეგლი. ყვავილი. სიგარეტი. სიმშვიდე. თუნდაც.
აღნიშნულ ხეზე შემომჯდარი ჩიტები ცვილის
ყვავილი. ძეგლი. სიგარეტი. დაშლილი ბუდე.

მიწა. ხელ - ბარგი. პანთეონი. კარები. ღობე.
გზები. ტრამვაი. მათხოვარი. ხელები. ერთობ.
პადრე. სასახლე. ღიმილია. პურია. ომი.
დობერმანივით ტანგრძელია მიწისქვეშ მეტრო.

გზები, ტრამვაი, ღრუბელია. სუნთქვაა. გიჭირს.
ნაფაზი. კანი. სიცილია. სიმშვიდე. გრძნობა.
ფოთოლი. ბადე. რა თქმა უნდა. ბალახი. ჭინჭრის.
მწარეა, როგორც საკუთარი განწყობა, ნდობა.

ნაფაზი, კანი. დახვეწილი. წყალია გრილი.
ქალები. ნდობა. ამა თუ იმ. საგანი. წლები
დილა. ხამუში. მოწყენაა. ქალაქი. გრილი
და დრო საბნიდან წამოკრიფო შიშველი ძვლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები