არ ვიცი ფერების ცნობა,არ ვთვლი რომ ეს არის დრამა მე შენს თვალებში ვიპოვე რაც მიყვარს ის ყველა გამა, მე თითქმის არ მაქვს სითბო,არც ვიყინები ამით, საკმარისია გნახო,თუნდაც რომ ერთი წამით.
ვერ ვიტან ვერლიბრს როცა რითმით ივსება არე, ბრაზმორეული შენგან მე მთვარეს შევეყარე, იმან გამითბო გული,მზისგან მოკითხვა მითხრა შემოუთვლია ნათელს,რითმა,რიტმი და რითმა.
გათებებისას მთვარემ გულთბილად გადამკოცნა, მივხვდი ვბრუნდები ქვევით სადაც ერთი და ოცდა, საუკუნეა განცდის,შურის,ომის და გლოვის, და გაყინული ფიფქი,ფენა იისფერ თოვლის.
ფანქარი მინდა წუთით,მინდა ლექსები ვწერო ნემსიც ვერ ვნახე წუხელ პერანგი ამოვკერო, ჩემი საწოლის თავთან გრგვინავს და იბრძვის რიონი. მინდა დუმილის დარგში ბრინჯაოს მედალიონი.
შენ ვერ გაიგებ რა მსურს და ვერც მიიღებ პასუხს. ჩემი ნაჯღაბნი მოჰგავს,ჟანგისგან შეჭმულ მარწუხს, მისი კბილები გაცვდა,არ გააჩნია კონტექსტი, მინდა ამ ლექსისთ ვერლიბრს გამოვუცხადო პროტესტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მინდა ამ ლექსისთ ვერლიბრს გამოვუცხადო პროტესტი. ნება შენია ,თუმცა მე არ გეთანხმები. მინდა ამ ლექსისთ ვერლიბრს გამოვუცხადო პროტესტი. ნება შენია ,თუმცა მე არ გეთანხმები.
5. შემოგიტყუეთ არა გაცდუნეთ,რაა აქ შემოსატყუებელი? :დ შემოგიტყუეთ არა გაცდუნეთ,რაა აქ შემოსატყუებელი? :დ
4. სათაურით შემოგვიტყუა, ნაცადი ხერხია)) სათაურით შემოგვიტყუა, ნაცადი ხერხია))
3. განოუცხაე???:-) :-) :-) განოუცხაე???:-) :-) :-)
2. ისეთევე უშნო სათაურია როგორიც ჩემთვის ვერლიბრია ისეთევე უშნო სათაურია როგორიც ჩემთვის ვერლიბრია
1. :) გამოუხატო თუ გამოვუხატო თუ გამოვუცხადო? (სათაურში რა დევს? )
:) გამოუხატო თუ გამოვუხატო თუ გამოვუცხადო? (სათაურში რა დევს? )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|