არაამქვეყნიურად, მე ვგრძნობ როგორ გადის დრო, ვიცი მიწას დავკაწრავ, ვერ გავუძლებ მარათონს, მდუმარების დემონო ძილშიც უნდა გადიდო, თუნდაც ზურგი მაქციონ, თუნდაც ცეცხლზე ამანთონ.
შუბლზეც არ დამემჩნევა ქურუმების ამბორი, თვალზეც არ შემიშრება გადმომსკდარი გოგირდი, მზეში ელავს იშლება დაფლეთილი ალბომი, ვაი ჭრელო ხომალდო, უსაშველოდ მომინდი.
ქარმა გზააბნეულმა ფიქრი ვერ დაალაგა მიყვარს ღმერთის თვალები, როგორც ზღვების ქვებს ფსკერი და ინგრევა რომივით გამარჯვების ფალანგა, მე ვგრძნობ როგორ შემოდის ჩემში შავი ქვესკნელი,
თითქოს ჩემი ოცნება ვარსკვლავს აციმციმებდა, ზეცა იყო შეშლილი, ზეცა იყო სულ მუქი, არ ყოფილა არასდროს სუნთქვა ასე მძიმე და არ ყოფილა არასდროს ფრთები ასე მსუბუქი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კომენტარი 0. ამიტომ შემოვედი და სულაც არაა ცუდი. იყო საინტერესო მომენტები.
კომენტარი 0. ამიტომ შემოვედი და სულაც არაა ცუდი. იყო საინტერესო მომენტები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|