ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინიცა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2015


rescue

ცათამბჯენებიდან ჩამოსული
მემარჯვენეები,
ოპონენტები,
მმართველები,
პრეზიდენტები
გადასერავენ წინა ღამის ნაავადმყოფარ
ქუჩის სისხლძარღვებს,
და შემდეგ ისევ გადაკეტავენ 
გამომშრალი,
უფანჯრებო,
ნივალური კაბინეტების ჟანგდაფარული
რკინის კარებებს...
ვერ მიხვდებიან,
ვერ იგრძნობენ,
ვერ შეამჩნევენ,
როგორ აკრეფენ დედამიწიდან
ქუჩის კუთხიდან გამოსული
მეეზოვენი,
მეზღაპრენი
მზის სხივებით დასერელი გრძნობების
ნაფლეთებს,
რომ აღუდგინონ და  შეუნახონ საკუთარ
შვილებს გადარჩენილ სიზმრებთან ერთად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები