აფხაზეთიო,გაიგონებდა და ისე იტაცებდა ნატყვიარზე ხელებს თითქოს ახლახან მოხვდა ტყვიაო. -ჭრილობაზე მის მიწას და ბალახს ვიფარებდი და სხეულში მაქვს აფხაზეთიო,შენს ძარღვებშიც აფხაზეთიაო ამბობდა მამა. 7 წლის ვიყავი და ვიკითხე ბავშვურად:თუ მიწა სხეულშია ზეცა სად არისთქო? -ზეცა ჩამიქრა თვალებშიო .თქვა მამამ და პირველად ვნახე როგორ ტირიან უსინათლოები. ნოემბერს სუსხიანი დილა დაებადა. მამა უთენია ხელების ცეცებით შემოვიდა ოთახში,მოვიდა ახლოს , თითქოს თვალებში ჩამხედა და მითხრა: მა ,შენს თვალებში უნდა ჩანდეს სოხუმის ზეცა.... გაყინული ვიჯექი ერთ ხანს,მერე მივედი,გამოვაღე ფანჯარა ზღვის მხარეს და სულ სხვა გახდა იმ წამს შავი ზღვა-სუნთქვა მოჰქონდა აფხაზეთის..