მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
თათია...
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2015
ქოლგები
ღამე მიეტმასნა ოლიანდრებს,
ჩრდილი მიაწვინა გაზონებზე,
გინდა? უსურვილო სეზონიდან,
თბილი წვიმებისკენ გადმოვფრინდე.
ისე მიმიჩვია პოეზიამ,
ვეღარ გადავაგდე – სუფთა მორფი!
მეც ხომ ავად ვარ და სიმპტომია –
სუსტი ნებისყოფა...
გავყურებ ნაცნობი ხეივანი,
როგორ დაბოლდა და წაეკიდა,
უნდა გამოვიქცე შერბურისკენ,
ამ ჯვარდაწერილი ქალაქიდან.
დახეულ ქოლგის ქვეშ შემიფარე,
გზაზე დავსველდი და გამიჭირდა,
და წვიმს უსაშველოდ, კიდევ უფრო -
ვიდრე ოდესმე გაგვიწვიმდა.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
ძველია და მოურჩენელი:)
ძველია და მოურჩენელი:)
თათია....
2015-06-23 13:16:21
1.
ახალია?
"და წვიმს უსაშველოდ, კიდევ უფრო -
ვიდრე ოდესმე გაგვიწვიმდა."
ძველს ჰგავს :)
ახალია?
"და წვიმს უსაშველოდ, კიდევ უფრო -
ვიდრე ოდესმე გაგვიწვიმდა."
ძველს ჰგავს :)
jonatan livingstoni.
2015-06-23 00:49:59
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
04.09.2026 18:38:26
საიტის წევრს ნიკით:
ოთარ ცისკაძე
ვულოცავთ დაბადების დღეს