ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2015


რტერუტყწეჯრგწეურჰწეურწეურწეჰრუწეპრწერწერწეჰრწ

არ მკითხო არაფერი ან თითქოს განაღვლებდე
ცა ბნელი უფსკრულია მომზდევენ ქოფაკები
დიდების აივნიდან სამყაროს  გადავხედე
ის რასაც მანახებდნენ- სიცრუის გორაკები

წყვდიადში მარტოობამ მომიგდო ნადავლივით
ყვირილი გაამრავლეს გადამქრალ მყინვარებმა
ცრემლები ამიდუღდა ცრემლები მადანივით
არსად სჩანს შორეული პეპლების ბრწყინვალება

და ვდგავარ უსინათლო ტაძართან ტარიგივით
დაბმული ჰორიზონტის ვეება მავთულებით
მინდვრები აწეწილი კახპების პარიკივით
და მერე გათენება ბორდელის ნათურებით

ღამეში იძირება ფიქრების კაიუტა
მე დიდი ფარაონი სამარხში ვინახები
უადამიანობით ჰაერი გაიგუდა
და დროზე მიაშველეთ აერწინაღები



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს