ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2015


რაჭა

რაჭას

ამ პატარა სავანეზე,
ნეტავ ვინ თქვა: ეს რა ჭაა?
ორბის საფრენ სიმაღლეზე
ზე_ცაა და ქვე_ რაჭაა.
მთები ნისლში გახვეულან,
ზურმუხტისფრად ნაფერავად,
თავშავა და დაღვერულა,
ხიხამთა და ნაქერალა.
ცის ლაჟვარდს რომ ემტკიცება,
საწალიკეს ქედებია,
მზე სიყვარულს ეფიცება,
სააქაოს ედემია.
ქვა და ღორღის დაგორებით,
კრიხულა და შარეულა,
ეშვებიან მთა-გორებით,
ერთმანეთში გარეულან.
ღარულა და საკაურა,
ტრფობით. რიონს ჩახვეულან,
ფერად ნისლში, სასწაულად,
ლაბეჭინა გახვეულა.
ეს ედემი იყო მუდამ,
ხალასი და ისე წმინდა,
მზემ მყინვარზე გადმოსვლისას,
ფეხებიც კი დაიწმინდა.
წვიმა მზესთან იყო ერთობ,
ცისარტყელად ჩანაკონი,
რა ამაყად იდგნენ ღმერთო,
ღადიში და ბარაკონი.
მეწამული შერეოდა,
და უფალი ოდეს გვცდიდა,
მტერი ვეღარ გვერეოდა,
ცოტა, ძალას თუ გვაცლიდა.
ქართველთ ჰქონდათ სალოცავი,
როს ომები სისხლად გვცლიდა,
თვით ღმერთების ნალოცავი,
იდგა დიდი ნიკორწმინდა.
რაჭა, ჩემო სიყვარულო,
პატარა ხარ, ერთი ციდა,
მსურს, რომ მოგესიყვარულო,
შენთან ჩახუტება მინდა.
16.07.15.
მანანა ტონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები