ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2008


შეთქმულები

შეთქმულებმა განზრახული შეისრულეს,
ბოროტება გაიხადეს ფიცად,
ეს რა მოსდით ცოდვისაგან შერისხულებს,
მაცხოვარი გოლგოთაზე მიჰყავთ.

დასცინიან! მაინც ღიმილს ანაწილებს,
ძმარს ასმევენ, ცილს სწამებენ ქრისტეს,
ის კი მამას ევედრება-აპატიე,
არ იციან ცოდვილნი რას იქმენ!

ბასრი ლურსმნით უხვრეტავენ ხელისგულებს,
წმინდა სისხლმა გააცოცხლა მიწა,
"ქვა რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს,
ამ შენობის ქვაკუთხედად იქცა!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები