ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2015


(ფიალა ავსებული ლექსი).

* * *
ეს მაისურ ჩაუცმელი,
წელს ზემოთ გატიტვლებული ბიჭები,
მუცელზე ექვსი კუბიკითა და
კოლბის ძირივით გამობერილი მაგარი მკერდით,
ისე მიყურებენ თითქოს
მათი ''სატრფოებისთვის'' ცოლობა მეთხოვოს.
ჰერაკლესავით დააბიჯებენ ყველგან :
ქუჩებში, ავტობუსებში, მაღაზიებში, აფთიაქებში,
მეზობელ სახლებში და ჩემს განწყობაშიც კი.
ჰო,აბა! -
მიაშტერდებიან
შუა აზიელის ახალგაღვიძებული თვალებით
ამ ჩემს ღუნღულა, სველ პირსახოვივით
მოგორგლილ მუცელს და ანგარიშობენ -
რამდენი ლიტრი ლუდი ან ღვინო ჩაეტევა შიგ.
მერე რა?!
-ჩემი მუცელი რბილია და მოჩვარული!
დიდი ამბავი!
მე თქვენი ტვინის ნაოჭების რაოდენობა,
ხელის თითებზე შემიძლია დავთვალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები