ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2015


იყო დრო...

(ეძღვნება გ_ს )

იყო დრო, მეც ვწერდი ლექსებს
გული ვერ იტევდა გრძნობებს
აუთვლელს მჩუქნიდი კოცნას
შენი თვალებისთვის მლოცველს

იყო დრო, შენს სუნთქვას ვგრძნობდი
და ტუჩის  შეხებას  ტუჩთან  ...
შენზე  ფიქრიცა  და  დარდიც
მკერდზე დამფენოდა  ურჩად

იყო დრო...ჰო  ის დრო, როცა
სურვილს ეხვეოდი თასმად
წუთები_ ლექსების გვერდით
გვირილის ფურცლების ასხმა...


იყო დრო, მიყვარდი ძლიერ
და ის დრო, მეც ვწერდი ლექსებს,
ახლა კი  _გვერდიგვერდ გვძინავს...
იქნებ  გადმობრუნდე  ჩემსკენ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები