შენ დამაფასებ, ოღონდაც გვიან, როგორც სულ ყველა, როგორც ყოველთვის. ჯერ არ გასული დღეები მთვლიან და ვგრძნობ, დაღუპვა როგორ მომელის. ვგრძნობ მალე სიცოცხლე დამიბევებს და რადგან ისევ შორია დარი, ვითვლი ჩემს მიერ ნაცხოვრებ დღეებს, რომ ვცნო, რამდენ ხანს ვიყავი მკვდარი... და სანამ გლოვის ქარი დაბერავს, ჯერ ვერ გავლილო სხვისგან მანძილო იცოდე, არ მსურს მხოლოდ გაფრენა, მიზნად მაქვს მიწა, ცისკენ ავზიდო მაგრამ სად გინდა, რომ ამ დაფერფლილ ფრთებით გაფრინდე, ან რის იმედად ვზიდო ის, რასაც სითბოს ვაფენდი, და ჩემთვის წამიც ვერ გაიმეტა. წყვდიადში გლოვის ზარი წრიალებს, ხმაური დუმილს აცლის საბურველს. ბედს წაღმა რაღა დაატრიალებს?! ცხოვრებას რაღა შემოაბრუნებს?! ჯერ არ გასული დღეები მთვლიან და ვგრძნობ, დაღუპვა როგორ მომელის. შენ დამაფასებ, ოღონდაც გვიან, როგორც სულ ყველა, როგორც ყოველთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. თვალს ვადევნებ ამ ავტორს. უფრო ნამდვილებიც წამიკითხავს ამ გვერდზე. 3 თვალს ვადევნებ ამ ავტორს. უფრო ნამდვილებიც წამიკითხავს ამ გვერდზე. 3
4. ეს კაცი ამ საიტზე ერთ-ერთი საუკეთესო ავტორია ! ეს კაცი ამ საიტზე ერთ-ერთი საუკეთესო ავტორია !
3. ბრავო, კარგია! ბრავო, კარგია!
2. კითხულობ და ნაკლს ვერ უპოვი, ფაქტობრივად- რითმები, რიტმი, სახეები, მეტაფორები- ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგია.
"და სანამ გლოვის ქარი დაბერავს, ჯერ ვერ გავლილო სხვისგან მანძილო იცოდე, არ მსურს მხოლოდ გაფრენა, მიზნად მაქვს მიწა, ცისკენ ავზიდო"
მაგრამ რაღაც აკლია- მუხტი, სიცოცხლე, გადარევა თუ რაღაც ამგვარი :)
პრინციპში, მიწის ცისკენ აზიდვის სურვილი კი არის უკვე გადარევა, მაგრამ ასე მგონია, ისე მშვიდად ამბობს ამას ავტორი, რომ...
კითხულობ და ნაკლს ვერ უპოვი, ფაქტობრივად- რითმები, რიტმი, სახეები, მეტაფორები- ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგია.
"და სანამ გლოვის ქარი დაბერავს, ჯერ ვერ გავლილო სხვისგან მანძილო იცოდე, არ მსურს მხოლოდ გაფრენა, მიზნად მაქვს მიწა, ცისკენ ავზიდო"
მაგრამ რაღაც აკლია- მუხტი, სიცოცხლე, გადარევა თუ რაღაც ამგვარი :)
პრინციპში, მიწის ცისკენ აზიდვის სურვილი კი არის უკვე გადარევა, მაგრამ ასე მგონია, ისე მშვიდად ამბობს ამას ავტორი, რომ...
1. ნიჭიერი კაცია ავტორი, მაგრამ აი, რამდენიმე ნაწარმოებს გავეცანი კიდევ და ვფიქრობ, რომ აცრა არც მას აწყენდა რუს ბრისენდენ, ჩემი კუკარაჩა... კი არადა, ჩემი ერთდაერთი "ნაწარმოები" წაკითხული გაქვთ? (დამავიწყდა რა ქვია)
ნიჭიერი კაცია ავტორი, მაგრამ აი, რამდენიმე ნაწარმოებს გავეცანი კიდევ და ვფიქრობ, რომ აცრა არც მას აწყენდა რუს ბრისენდენ, ჩემი კუკარაჩა... კი არადა, ჩემი ერთდაერთი "ნაწარმოები" წაკითხული გაქვთ? (დამავიწყდა რა ქვია)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|