ძველად, ძალიან დიდი ხნის წინათ ერთ სამეფოში ცხოვრობდა ორი წერტილი, ოღონდ, ერთი - ქვეყნის დასაწყისში, მეორე - ბოლოში. ორივე ძალზედ მოწყენილი იყო, რადგან მათთან არავინ მეგობრობდა და არც არავინ ეთამაშებოდათ ხოლმე, რადგან ისეთი პატარები იყვნენ, რომ დამალობანას თამაშისას ვერავინ ახერხებდა მათ პოვნას, დაჭერობანას თამაშის დროს კი - დაჭერას. ერთ მშვენიერ დღეს პირველმა წერტილმა გადაწყვიტა, სამოგზაუროდ წასულიყო და მეგობარი ეპოვა. ასეთი იდეა, მეორე წერტილსაც გაუჩნდა და ის მეორე დღეს დაადგა გზას. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ერთ დილით ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ორივემ ძალიან გაიხარა, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და სიხარულისგან ხტუნვა დაიწყეს. ყოველი ახტომა წინაზე უფრო მაღლა ხდებოდა. კიდევ ერთხელ ახტნენ და... ჰოი, საოცრებავ, სასვენ ნიშანთა სამეფოში ჩახტნენ. შეშინებულებმა კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელი და ქვეყნის დასათვალიერებლად გასწიეს. მათ ისე მოეწონათ ეს სამეფო, სადაც ყველამ თავისი საქმე და ადგილი იცოდა, რომ იქ დარჩენა გადაწყვიტეს . აი, იმ დღის მერე გაჩნდა სასვენი ნიშანი - ორწერტილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კრავაი ზვერელი. გმადლობთ , ასეთი შეფასებისთვის. კრავაი ზვერელი. გმადლობთ , ასეთი შეფასებისთვის.
6. რა კარგი ისტორიაა და არ მცოდნია :)
რა კარგი ისტორიაა და არ მცოდნია :)
5. ძალიან ლამაზადაა მოტანილი. და საერთოდ, მოსწავლეებისთვის აგრერიგად მიწოდება გრამატიკული თემებისა, საგნისადმი ინტერესს გაზრდის.
ძალიან მომინდა, რომ ორწერტილის ფუნქციაც გქონდეთ რაღაც ნიშნით გამოხატული.
გაიხარეთ, გმადლობთ. ძალიან ლამაზადაა მოტანილი. და საერთოდ, მოსწავლეებისთვის აგრერიგად მიწოდება გრამატიკული თემებისა, საგნისადმი ინტერესს გაზრდის.
ძალიან მომინდა, რომ ორწერტილის ფუნქციაც გქონდეთ რაღაც ნიშნით გამოხატული.
გაიხარეთ, გმადლობთ.
4. წარმოვიდგინე მოხტუნავე ორწერტილი :) წარმოვიდგინე მოხტუნავე ორწერტილი :)
2. :) ნათთია, ვიფიქრებ მაგათზეც :) ნათთია, ვიფიქრებ მაგათზეც
1. საყვარელი ორწერტილური მეგობრობა ))) ახლა წარმოვიდგინე, ფრჩხილების გახსნა დახურვის ამბები. ესენი ალბათ სულ ჩხუბობენ და შუაში ერთი გამშველებელი სიტყვა მაინც უნდა ედგეთ :D საყვარელი ორწერტილური მეგობრობა ))) ახლა წარმოვიდგინე, ფრჩხილების გახსნა დახურვის ამბები. ესენი ალბათ სულ ჩხუბობენ და შუაში ერთი გამშველებელი სიტყვა მაინც უნდა ედგეთ :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|