 | ავტორი: კო პა ლა ჟანრი: პოეზია 1 ნოემბერი, 2015 |
გახსოოვს?თვრამეტის იყავი,როცა შენი თითები ტუჩებით გავნაბე. თვალები უთქმელი სიტყვებით გამკობდა, ხელები გითრთოდა იმ დღესაც ანაბელ... ალერსი ალესით ეღვენთებოდა, დადაგულ გულმკერდს და ანთებულ ბაგეებს, ანთებულ წყვდიადში წამიც და შეგჭამდი, რომ არა ცხონება გარდასულ ღამეებს, ბედკრული ვბედავდი,ვბადზავდი ბარბაროსს, ფერება ფერებით ხელებში დაგადნე, განდეგილ აზრებად ვატყუებთ ფანატოსს, ვატყუებთ,თუმცაღა ჩვენ უფრო ვტყუვდებით. შური და ოცნება მერევა ერთურთში, შენდამი სიურცხვე ოცნებად მიხდება, ის ღამე დაგაჩნდა შრამივით თვალებში და ნეტავ იცოდე როგორ გიხდება, გეგონოს,არასდროს არავის უყვარდი, მხოლოდ მე გიმტვრევდი გულისას კლიტეებს, ძილის წინ მალვისას,ფიქრი რომ გამირბის ვიხსენებ წინეებს, დამალე,დამალე ეგ შენი ლაშქარი, დედობის სურვილივით გულღიად გინთია, დაგათრობ,იცოდე ვნებებში დაგათრობ და მერე გაბოდებ ლამაზო განთიადს. ღვთიური ღიმილი ღამურებს ათოკებს, ღადარში ოცნება ფერებად გაღვივდა, ის ღამეც დაგაჩნდა შრამივით თვალებში და მერე უეცრად ნათქვამი არგვინდა... არ გვინდა ოცნება ოცნებად დაგვირჩეს, გაპოხილ სამოსად ლაშქარი დაგყრია, იქნებ და სიტყვები სათქმელად არ ღირდეს, როდესაც თვლალები უთქმელად გაგვყრიან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა შეფასებისთვის... მადლობა შეფასებისთვის...
2. ბაგეები, კლიტეები, ცხელი გულები... 90-იანი წლების მეგობრობის დღიურში ჩასაწერ ლექსებს გავს და არ მომწონს. ბოდიში. სუსტია ბაგეები, კლიტეები, ცხელი გულები... 90-იანი წლების მეგობრობის დღიურში ჩასაწერ ლექსებს გავს და არ მომწონს. ბოდიში. სუსტია
1. კარგი ლექსია! კარგი ლექსია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|