თბილისს რძისფერი კვირტები ესხა, და შიშით ვდგამდი პირველ ნაბიჯებს. როდესაც შენი თბილი ხმა მესმა – წამო, წავიდეთ!
ჩქეფდა ბავშვობა, ალერსს ნაჩვევი და შენი ყოფნა იმედად მენთო, მაშინ რა კარგად გესმოდა ჩემი, მაშინ რა ახლოს ვიყავით ღმერთო...
შემდეგ სურნელი გავუგე ნატვრას და მწვერვალები მქონდა სამიზნედ, შენ მასწავლიდი უშიშრად ასვლას – წამო, წავიდეთ!
ჩვენ ვთამაშობდით დაჭერობანას და მთელი ძალით გავრბოდი ერთობ, გამოვიხედე ერთხელ უკანაც და მივხვდი, როგორ დაგშორდი ღმერთო.
გათოვდა, ცივი ყოფილა თოვა და ქარიშხლები მაწნავდნენ სილებს, ქარს ვუყვიროდი: ის მალე მოვა და ამ სილებსაც ის ამაცილებს!
დავიწყე ვარდნა, ვებრძოდი ნისლებს, და ჭაობებშიც ამოვითხვარე, ტალახი მტკენდა ყურებს და ისევ გეძახდი: ღმერთო, რამე მითხარი!
მტკიოდა, როცა ვიგრძენი ძალა, მე მაშინ თითქოს თავიდან ვიშვი, მკერდით დავიწყე ქარიშხლის გავლა და ჩემში აღარ სახლობდა შიში...
შემდეგ კი სევდა – წარსულის ქვრივი, დრომ ტკივილების აზნაურს შერთო, როცა მყინვარზე დავლანდე სხივი და მე გიცანი, გიცანი, ღმერთო!
გაშლილ მკლავებით შემომეგებე და შენს ხატებას დაღლილიც ვერ ვთმობ, დავიგვიანე ცოტა ეგება, მაგრამ მე მაინც მოვედი ღმერთო. ... წამო, წავიდეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ავტორი: კახა ჭლიკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: კახა ჭლიკაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7. არაუშავს...+ არაუშავს...+
6. სასიამოვნო პირადული ემოციაა. ნექტარი. სასიამოვნო პირადული ემოციაა. ნექტარი.
5. დიდი მადლობა, გამიხარდა თქვენი კომენტარები :) დიდი მადლობა, გამიხარდა თქვენი კომენტარები :)
4. კახას გამოჩენამ გამახარა. ძალიან კარგი მომენტებია და ფრაზები, მაგრამ იკარგება იმდენად განვრცობილი ნაწერია. გულწრფელი ნაწერი ჩანს, ფიქრიანი... კახას გამოჩენამ გამახარა. ძალიან კარგი მომენტებია და ფრაზები, მაგრამ იკარგება იმდენად განვრცობილი ნაწერია. გულწრფელი ნაწერი ჩანს, ფიქრიანი...
2. კეთილი იყოს შენი დაბრუნება ამ საიტზე, კარგი ლექსია, როგორც ყოველთვის. ;) კეთილი იყოს შენი დაბრუნება ამ საიტზე, კარგი ლექსია, როგორც ყოველთვის. ;)
1. არც ზედმეტად ფამილარული დამოკიდებულებაა და არც ყალბი მოწიწება თუ შიში ღმერთის მიმართ, ადამიანი ჩანს კარგად...
კარგი ლექსია, ჩემი აზრით.
არც ზედმეტად ფამილარული დამოკიდებულებაა და არც ყალბი მოწიწება თუ შიში ღმერთის მიმართ, ადამიანი ჩანს კარგად...
კარგი ლექსია, ჩემი აზრით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|