 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პროზა 8 ნოემბერი, 2015 |
თოვდა.... ფიფქები თვითმვკლელებივით ცვიოდნენ ღუბლებიდან. სოფელმაც გაიხადა შემოდგომით „დასვრილი“ ტანსაცმელი და ამ ფიფქებით შეკერილი მოსასხამი მოიცვა. გათეთრდა ირგვლივ ყველაფერი.სახლებიდან ამოსული გზააბნეული კვამლი, სიცარიელეში იკარგებოდა. ჩაბნელებულ სოფელში რწმენასავით ბრწყინავდა რამდენიმე სახლში ანთებული სანთელი.აქ მალე იცის თოვლმა დადება,როგორც ტკივილები დაბანაკდებიან ხოლმე ჩვენს გულებში.თოვდა.... მე კი ერთ-ერთ განათებულ სახლში ვიჯექი და შევყურებდი,მომაკვდავ ფიფქებს. მციოდა...მხრებზე ძველი ადიელა მქონდა შემოფარებული.ვოცნებობდი,ვინმე მოსულიყო ჩემთან,ფინჯანი ყავა შემოეთავაზებინა და ჩემი ტკივილები დიდი ხნის მოურწყავი ხესავით შეეწოვა გულში.დიდი ხანია არავისთან მისაუბრია,თუ არ ჩავთვლი ღვთისმშობლის ხატს,რომელსაც საათობით ვესაუბრები.თოვდა.... ბევრი ფიფქი ოცნებებივით ქრებოდა ზღაპრიდან. შენ კი ზიხარ და უკურნებელი სენით დაავადებული კაცივით გაქვს გადაწურული იმედი. იმედი იმისა, რომ ვიღაც მოვა,თუნდაც არაფერს გეტყვის უბრალოდ გულში ჩაგიკრავს და როგორც დედა იკრავს ახალდაბადებულ შვილს ,ისე მიგიხუტებს და გადმოგცემს თავის სითბოს.თოვს.... მე კი ისევ ველი მას, იმის მიუხედავად,რომ ვიცი არასდროს მოვა. ყველა იმედი მოკვდა.. გემის კაპიტანივით მიწერია ალბათ ბოლოს ჩაძირვა. მანამდე კი ჩემი იმედების სუიციდს ან ტრაგედიას შევყურებ. თოვდა... რა ლამაზია ირგვლივ ყველაფერი იმისათვის,რომ ბედნიერი იყო. მე კი ბედნიერებისთვის მხოლოდ შენ მჭირდები. დავსხდებოდით ბუხართან.მხარზე თავს დაგადებდი და ყურში ჩაგჩურჩულებდი თუ,როგორ მიყვარხარ. დავიძინებდით ერთად და სისხამ დილას ბამბის ქულასავით გათეთრებულ სოფელში გავდგამდით ფეხს. არ მინდა ხელები გაგეყინოს..გუნდებს მე გაგიკეთებდი თუდნაც იმისათვის რომ მე გავხდე ჩემივე გაკეთებული გუნდის მსხვერპლი. რა ლამაზია ირგვლივ ყველაფერი,მაგრამ მე ისევ მარტო ვარ. ისევ შევყურებ ფიფქების თვითმკვლელობას და ისევ მაქვს გულში იმედი,რომ ვიღაც მოვა. მოსვლისას არაფერს იტყვის თუმცა ყველაფერს გავიგებ.იმ ადამიანის თვალები,რომელსაც გულში სიკეთე აქვს არასდროს იტყუებიან. თოვდა... მე კი ისევ ველი მას..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არ მინდა ხელები გაგეყინოს..გუნდებს მე გაგიკეთებდი თუდნაც იმისათვის რომ მე გავხდე ჩემივე გაკეთებული გუნდის მსხვერპლი :) ++
არ მინდა ხელები გაგეყინოს..გუნდებს მე გაგიკეთებდი თუდნაც იმისათვის რომ მე გავხდე ჩემივე გაკეთებული გუნდის მსხვერპლი :) ++
1. ვიტყოდი კარგი ჩანახატია! ვიტყოდი კარგი ჩანახატია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|