ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2015


გადაფიქრება

მარტო უკვდავება რას გვიშველის,
ჩემო,
ზამთარივით სუსხიანო,
სულში ჩამისახლდა,
შენი
სახე ...
ალბათ სურნელება უფრო მეტად,
გაზაფხულის ყვავილივით,
მთებზე გადაშლილი
მილიონად.
მინდა
დაგიკრიფო ყველა ერთად,
ცალცალკე რომ
გაჩუქო
გულიანად...
მარტო საათები რას გვიშველის,
ჩემო,
საზაფხულო მონატრებავ..
მინდა
გაგიმხილო , გაგიმეტო
ყველა გაფიქრება მომადგება..
კარზე ზამთარი და
ქურთუკი გახდება
მთლიანი
სიტკბოება.
მარტო შემოდგომას რას უჯერებ,
მე
რომ უშენობით გადამიჭრა,
ყველა ორშაბათის ჩანაფიქრი,
შენზე
ფიქრით გამიმწესა ,
უპირველესად....
შ ნ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები