ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2015


მუხბე

მუხბე ,გათავდა წელიწადი უკვე მდუმარედ,
შენზე ვერაფერს ვეღარ ვიგებ ,ნეტა რა გიჭირს,
თუ ვერ მოგძებნე არ იფიქრო რომ არ მახსოვხარ,
ძარღვებში ისევ ერთნაირი, ძმური სისხლი გვდის.

არ გინდა მუხბე,თვალებიდან ცრემლი არ ღვარო,
ჩემთან რომ არ ხარ ის ტკივილი დღესაც მატირებს,
მაგრამ ირწმუნე უფალია ჩვენნს გვერდით ჰოდა
სიხარულითაც აგვატირებს ამ მთის არწივებს.

მუხბე, თუ მცივა ერთად ყოფნის დღეებს ვიხსენებ,
შენც თუ შეგცივდეს გამიხსენებ ,აბა რას იზამ!?
შენ უშბის ნისლებს აუყევი სუსხიან ღამეს,
მე კი თითქოსდა ეს მარჯვენა ხელი გამიხმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები