ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2015


სევდა

გული არ ვიცი სადამდე გაუძლებს,
ტკივილებს,რომლებიც ასეა გამჯდარი,
არ ვიცი უფალო საითკენ წავიდე,
არ ვიცი უფალო საშველი სად არის.
დავდივარ დილიდან,სიმშვიდე ვერ ვპოვე,
დავდივარ ფოთლები მღერიან სიკვდილთან,
მითხარით სად არის ის სითბო რომელიც,
გუშინ მე დავრგე და დღეს ვჩიჩქნი მიწიდან.
არ ვიცი უფალო საითკენ წავიდე,
არ ვიცი უფალო საშველი სად არის,
ქუჩაში სიო ქრის,მე კი მაქვს მოტივი
რომ გავქრე ცოტახნით,დასრულდეს ნაგავი
ცხოვრბა,რომელიც ასეა ნატანჯი,
ცხოვრება რომელიც სიკეთით გავთელე,
ახლა კი მითხარით ის გოგო სარ არის,
რომელიც გაყინულ ხელებით დავტოვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები