ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2015


შუქი

შუქი ბავშვივით გულუბრყვილოდ ხატავს პარიზის
რკინის ჟირაფებს, ღია ფანჯრებს , ჩიტებს  ,პითონებს
საოცარია, ისე ხატავს თითქოს არ იცის,
თითქოს არ იცის, რომ ყველაფერს წაშლის თვითონვე.

წინ გამეშლება ისტორია სიგრძე- სიგანით,
როცა მსოფლიოს უჩვეულო საგნებს მოხიკავს,
ხის სიმაღლიდან ჩამოაგდებს ფოთოლს გრიგალი,
ოქროს დღეების უკანასკნელ ბებერ მოჰიკანს.

შუქი ლივლივებს, მინდა ავდგე შუქში გავცურო,
დავიხრჩო თუნდაც, გამიჭირდეს სუნთქვის მოგნება,
სველი სხეული მის სიღრმეში მინდა გავწურო,
გემის მაგივრად დაველოდო აბობოქრებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს