ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2015


  ჩამოტვირთვა

== ო მ ე ბ ი ს ა = =

ღმერთო,შენ, ჩვენო,
ან, ღმერთო სხვათა,
რომელიც კიდეც ითარგმნები
ბუდად, ალლაჰად,
სინამდვილეში - ერთო ღმერთო,
ვისთან სხვადასხვა
გზით გვერგო
მოსვლა;
ან, პირიქით,
მოსასვლელად ჩვენამდე,-
(ვერ გვთმობ,
ვინაიდან,
მაინც მოდიხარ)
ათასობით
დაგიგეთ გზები.-
ოღონდაც მოდი,
სულერთია რომელი გზით და
ვისთვის და ვისთან რა სახელით.
შენ ოღონდ მოდი.
შენ ოღონდ მოდი.
არ დაგაფრთხოს ჭურვების ხმამ და
არ გაშოროს ჩვენგან, ღმერთო,
ჩვენივე თავმა.
და თუ არ მოხვალ,
თუ ვერ სცანი შენ ჩვენი გზები
სუფთად,
შენს ღირსად,
სა-შენფეხოდ,
უფალო, ღმერთო,
დარჩები ისევ, როგორც უწინ,
შენ- მხოლოდ ერთი.
რადგან, ომებში ვაფრიალებთ
შენს სახელს,
ერთობ
მონდომებით,,
სახელს, რომელიც ითარგმნება
ალლაჰად... ბუდად.
შენ კი, ასეთი დედამიწა
სულაც არ გსურდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები