ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭანტურია ედისონი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2015


წალენჯიხას გულით ჩემგან

სიცივე, ზამთარი,თოვლი და სიგარა,
ბოლი გვიგროვდება ამ დახშულ ოთახში,ვინ იცის?
მოვკლავ თუ ვძარცვავ თუ ვიპარავ,
კარები კელია იქ წმინდა მონასტრის.

ვიხსენებ ბავშვობას,ტკბილსა და სევდიანს
,სოფლიდან თბილისში,თბილისში დეპორტით,
ლექცია კაცზედა ლექცია სიკვდილზე,
კარებში გავდივარ პროტესტის ექსპორტით.

ქალაქი, საცერით გაცრილი ფიქრებით,
სხივები რენტგენის ასლივით ასახვა,
ვდგავარ და ვუყურებ სარკეში მე სხეულს,
რას გავს ეს? არ მინდა ამ კაცის დანახვა.

ფიქრები, ფიქრებიც მებრძვიან უპოვრად,
მასობენ ლახვარს და მაინც ვერ ვნებდები,
შუალედს ლახვარის დასობის წამიდან,
კვლავ მაძლებინებენ იმ სახლის კედლები.

ქალაქი,ლამაზი პატარა ოცნება,
მიყვარს და მომწონს და ყოველთვის წმინდაა,
ქალაქი საიდანაც მოდიან ვეფხვები,
ფესვებით მუხების,
ეს წალენჯიხაა.!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები