კიბეები სირბილით ავიარე. აბაზანაში შევვარდი და ცხელი წყალი მოვუშვი. სამჯერ მაინც წავისვი საპონი. მეზიზღებოდა ჩემი ხელები, რომლითაც აბაზანიდან გასვლის შემდეგ უნდა მეჭამა. მეზიზღებოდა ჩემი თავი. თუმცა ვიცოდი მალე გამივლიდა და ხვალაც გავიმეორებდი იგივეს დაუფიქრებლად. ვერ ვიტან ქალიშვილებს. ქალებსაც ვერ ვიტან. ამაზრზენები არიან. მორალს და სინაზეს ტანსაცმელთან ერთად იხდიან. მათი ზიზღიც გადამივლის მალე და ხელახლა ვეცდები მეთვითონ გავხადო მორალი საცვლებად. ესაა ყველაზე დიდი უბედურება. ციკლურია ყველაფერი და წრეზე ბრუნავს. ერთის ბოლოს მეორეს თავია და ასე დაუსრულებლივ. როგორც ჩემი საყვარელი პოზა. მე ის ტიპივარ, ჩემზე რომ არ ოცნებობენ და მაინც აძლევენ. მე მიყვარს ჩემი თავი. სხვებსაც ვუყვარვარ, მე მათზე არ ვფიქრობ. მე მინდა ახალი ციკლი ახალთან ან სულაც რაიმე განსაკუთრებული მინდა როგორც ყველას. საერთოდ იშვიათად ვფიქრობ. ექსპრონტი უფრო მიყვარს. ყოველთვის უკეთესად ჭრის. ჰო და წერა მიყვარს. ოღონდ არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ რომ ვინმე გაუნათლებელ ნაშას უკეთესად ვკერავ ჩემი ღრმა სულიერებით. ზედაპირული მართლა არ ვარ. მიფიქრია ცხოვრების არსზე და ეგეთებზე. დეპრესიაც ავიკიდე თინეიჯერობის ასაკში, მაგრამ მივხვდი რომ სისულელე იყო და არცისე დიადია ეგ აზრი როგორც ადამინების წარმოდგენით უნდა იყოს. თუ თქვენი თავი გიყვართ, შეუსრულებელი მისიით არ აცხოვრებთ. მაგალითად სამას ორმოცდაათი ნორმალური გარეგნობის გოგონა არაა უაზრო მიზანი და არც მაინცდამაინც შეუსრულებელი. ორმოცდა სამზე ვარ.
ხელები თავს ქვემოთ ამოვილაგე და ჭერს შევხედე. მიყვარს ჭერში ყურება. ერთი წლის წინ ზედა მეზობელმა როგორც ამბობენ წყალი ჩამოუშვა, ლაქები დარჩა. უცნაური ფორმის ლაქები. მას ვუყურებ და ვცდილობ რაიმე ნაცნობ ფორმას მივამსგავსო. -იყო ორი მაიმუნი. მდედრი და მამრი. მათი შთამომავლობა ვართ, მე და შენ. შენ მაიმუნი ხარ, მეც. ჩვენმა ტვინმა, ხელებმა, უკანალმა, კუდმა, ხერხემალმა განიცადა პროგრესი, თუ რეგრესი, ან იქნებ ანომალური ფორმა მიიღო, ამას რა აზრი აქვს, შენ მაიმუნი ხარ, მეც. თუ გინდა ადამიანი იყავი. სახელსაც არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სიტყვებიც მაიმუნმა შექმნა. შექმნა მათემატიკა, დამწერლობა და ა.შ. პროგრეს განცდილი მაიმუნის ტვინს უფრო მეტი ფუნქციები შეეძინა. იქამდე როცა ინსტიქტურად იცოდა რომ მეორე მაიმუნი არ უნდა მოეკლა გაუჩნდა კითხვა რატომ? ჭკვიანმა მაიმუნმა კი რომელიც პირველ რიგში საკუთარი წითელი ტრაკის გადარჩენაზე ფიქრობდა, მიხვდა რომ ეს კითხვა ისევე უქმნიდა საფრთხეს როგორც სხვას და შეშინებულს შემოექმნა მორალი. მორალის არსებობამ გადააწყვეტინა რომ ის უკვე ცხოველზე მაღლა იდგა, რადგან შეეძლო უარი ეთქვა სურვილზე. მან განაცხადა მე აღარ ვარ ცხოველი. ინსტიქტებზე უარი თქვა და საერთოდ ამორალურიც დაარქვა მეორე მაიმუნს რომელიც მათ ემორჩილებოდა. თუმცა მას არ შეძლო უარი ეთქვა ბუნებრივ მოთხოვნილებებზე. ამიტომ შეეცადა განესხვავებინა ჭკვიანი მაიმუნისა და ცხოველის ქმედება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. გამოიგონა ჩანგალი და თქვა, ეს ჭკვიანი მაიმუნისეულია, განსაკუთრებით მარცხენა ხელში. გამოიგონა ტუალეტი. შეჯვარების მოთხოვნილებას დაარქვა სიყვარული. შეიძლება სიყვარულს დღეს უფრო ფართო გაგება აქვს, მაგრამ ესეც და სხვა დანარჩენიც ჭკვიანი მაიმუნის ანომალური ტვინის და ინტელექტის ბრალია. ცოტახნით გავჩუმდი და ფიგურებს უფრო მძაფრად დავაკვირდი. ვგრძნობდი როგორ მომშტერებოდნენ მისი ფართოდ გახელილი თვალები ტუჩებზე საიდანაც ამდენ სისულელეს ვროშავდი. ნიკაპი ხელებზე დაედო, რომელიც ჩემს მკერდზე ჰქონდა დაწყობილი. მის ცხელ სუნთქვას ყელში ვგრძნობდი. -ადამიანი და ნებისმიერი ცოცხალი არსება ბედნიერებისთვის არსებობს. მისი მიზანიც ბედნიერებაა საბოლოოდ რაცარუნდა სხვა ცხოვრებისეული მიზანი გააჩნდეს. რადგან რაც არ უნდა ჰქონდეს დასახული, იმიტომ აქვს რომ ბედნიერებას მიანიჭებს. რასაც არ უნდა აკეთებდეს ის: ჭამდეს, სექსი ჰქონდეს, ცემდეს, კოცნიდეს, სხვას ეხმარებოდეს, დილით ადრე დგებოდეს, ველოსიპედზე იჯდეს, კოსმოსში მიფრინავდეს, ნებისმიერი ქმედება საბოლოოდ მის ბედნიერებას ემსახურება. ეს ინსტიქტი ვერ დაამარცხა ინტელექტმა, თუმცა როგორც სხვა დანარჩენს სახე უცვალა. გააფართოვა სიცრცე, გახადა საძებნი და თითქმის შეუძლებელიც პოვნა. გააჩინა კითხვები, მეტი ამბიციები, დაწია ბედნიერების შეგრძნების ხარისხი. ასე რომ ჩვენ ვეღარ ვიღებთ ბედნიერებას მარტივი რაღაცებიდან, განსხვავებით მაიმუნისგან რომელიც დღეში რამდენჯერმე ისეთი ბედნიერია, როგორიც ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება ვერ გავხდეთ. თუკი მეთანხმები რომ ბედნიერება მთავარია, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ რეგრესი განვიცადეთ, მილიონწლიანი რეგრესი. ასე რომ ნუ მეტყვი უარს ისეთ მარტივ რაღაცებზე რასაც შეუძლია ბედნიერება მომანიჭოს ცოტა ხნით მაინც. არცერთი წამით არ მომიშორებია ჭერისთვის თვალი. ვიგრძენი როგორ ჩაიჩოჩა ქვემოთ. საბანში გაუჩინარდა. მე ჭერისთვის ისევ თვალ მოუშორებლივ ავიღე სიგარეტი და მოვუკიდე. თავიდან სიამოვნების კანკალმა ამიტანა. მალევე დავწყნარდი და ვფიქრობ, რას შეიძება ჰგავდეს ეს ლაქა. თან მონოტორულად შემოდის ჩემი ხედვის არეში საბნის ამობურცული ნაწილი და ისევ უჩინარდება. ერთი კი ვიცი, ამაყად შემიძლია ვთქვა, ორმოცდაოთხი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ანუ? მორალი განვითარებას ან შეცვლას ექვემდებარება? პ.ს. ბოლო ორი კომენტარი რა საოცრად ადეკვატურია. :) ანუ? მორალი განვითარებას ან შეცვლას ექვემდებარება? პ.ს. ბოლო ორი კომენტარი რა საოცრად ადეკვატურია. :)
5. ბედნიერია ის ადამიანი,, რომელსაც რწმენა აქვს! ბედნიერია ის ადამიანი,, რომელსაც რწმენა აქვს!
4. ნამდვილად დახვეწილია და თანაც "მაიმუნურად." :) წერის სტილმა მთელი თავისი დახვეწილობით შემიყვანა კითხვის წინსვლაში და ბოლოში წავიკითხე რა? "მაიმუნობა" სადაც სიმართლე დიდი ინტელექტითაა გადმოცემული. ^_^ "ბედნიერების ინსტიქტი ვერ დაამარცხა ინტელექტმა," თქვენს შემთხვევაში აქ, ორივე დაუმარცხებელია თუ ჭერზე გამოსახულ მაიმუნებს არ ჩავთვლით. მაგრამ აქ აშკარად ფიგურირებადია ბოლოში გაურკვეველიც კი თუ რას გავდა ის ლაქა. :) მაიმუნის წელი მოდისო და მგონი მოქმედება დაწყებული აქვს თუმცა აქ დასალიერიც "მაიმუნებს"უკავშირდება. :) ძალიან საინტერესო წერის სტილი გაქვთ.თქვენს ინტელექთან აღარაფერს ვამბობ.
ნამდვილად დახვეწილია და თანაც "მაიმუნურად." :) წერის სტილმა მთელი თავისი დახვეწილობით შემიყვანა კითხვის წინსვლაში და ბოლოში წავიკითხე რა? "მაიმუნობა" სადაც სიმართლე დიდი ინტელექტითაა გადმოცემული. ^_^ "ბედნიერების ინსტიქტი ვერ დაამარცხა ინტელექტმა," თქვენს შემთხვევაში აქ, ორივე დაუმარცხებელია თუ ჭერზე გამოსახულ მაიმუნებს არ ჩავთვლით. მაგრამ აქ აშკარად ფიგურირებადია ბოლოში გაურკვეველიც კი თუ რას გავდა ის ლაქა. :) მაიმუნის წელი მოდისო და მგონი მოქმედება დაწყებული აქვს თუმცა აქ დასალიერიც "მაიმუნებს"უკავშირდება. :) ძალიან საინტერესო წერის სტილი გაქვთ.თქვენს ინტელექთან აღარაფერს ვამბობ.
3. აქ არ სრულდება ყველაფერი უბრალოდ .. მორალისთვის ჯერ კიდევ ბევრი ცარიელი ფურცელია ^_^ აქ არ სრულდება ყველაფერი უბრალოდ .. მორალისთვის ჯერ კიდევ ბევრი ცარიელი ფურცელია ^_^
2. საინტერესო წასაკითხია. მეც ვეთანხმები იმ აზრს რომ ყველა ადამიანი ბედნიერებას ეძებს და მას სხვადასხვა რამეში პოულობს. ისე არ მინდა მორალის კითხვასავით გამომივიდეს, რადგან ამას ყველაზე მეტად ვერ ვიტან, მაგრამ მთავარ პერსონაჟს მაინც ვეტყოდი: " შე კაცო (თუ შე ქალო), რა ამბავია სამას ორმოცდაათი? ან თუნდაც 44? ბედნიერების მაძიებელი ხარ თუ კოლექციონერი?" :)) საინტერესო წასაკითხია. მეც ვეთანხმები იმ აზრს რომ ყველა ადამიანი ბედნიერებას ეძებს და მას სხვადასხვა რამეში პოულობს. ისე არ მინდა მორალის კითხვასავით გამომივიდეს, რადგან ამას ყველაზე მეტად ვერ ვიტან, მაგრამ მთავარ პერსონაჟს მაინც ვეტყოდი: " შე კაცო (თუ შე ქალო), რა ამბავია სამას ორმოცდაათი? ან თუნდაც 44? ბედნიერების მაძიებელი ხარ თუ კოლექციონერი?" :))
1. გამიხარდა ეს :)
კარგი დასკვნაა, სწორი- ბედნიერების ინსტიქტი ვერ დაამარცხა ინტელექტმა, თუმცა ვეღარ ვართ ბედნიერები მარტივი რაღაცეების გამო. ( მე ვარ, ისე)
ფინალიც რა დახვეწილია ;)
გამიხარდა ეს :)
კარგი დასკვნაა, სწორი- ბედნიერების ინსტიქტი ვერ დაამარცხა ინტელექტმა, თუმცა ვეღარ ვართ ბედნიერები მარტივი რაღაცეების გამო. ( მე ვარ, ისე)
ფინალიც რა დახვეწილია ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|