 | ავტორი: ჯუპუი ჟანრი: პროზა 12 დეკემბერი, 2015 |
მე შიშველი ვარ..
უკვე წლებია ასე შიშველი დავაბიჯებ დედამიწაზე….
ასე შიშველი დავდივარ სახლში, ქალაქში, სოფელში, სასწავლებელში, სხვადასხვა თავშეყრისა თუ უბრალოდ ხალხმრავალ ადგილებზე, რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ტაძარშიც კი სრულიად შიშველი შევდივარ…
მკითხულობთ და ფიქრობთ ,,უსირცხვილოა ეს კაცი ვიღაცაა“, ,,ხალხს მაინც მოერიდოს ან ხალხს მაინცო“, ,,ტაძარშიც?! სულ დაკარგა ნამუსი?!“ , ,,რა საამაყო ეგ არის წერილობითაც რომ მოსდო ქვეყანასო“…
მე კი იმის მაგივრად რომ თქვენსავით ვიმოსებოდე პირიქით ყველას გაშიშვლებისაკენ მოგიწოდებთ! განიძარცვეთ ყოველივე და გაშიშვლდით რაც შეიძლება მალე და რაც შეილება მეტი!!!
მოწოდების მერე კი თქვენ მოგმართავთ განკითხვის მამებო:
სანამ ჩემი სიშიშვლის ქადაგება თქვენი უქმადმეტყველების კიდევ ერთი დროებითი თემა გახდება იქნებ დაფიქრდეთ, რითა ხართ თავად შემოსილნი…
– გაცვიათ შური ერთმანეთის წარმატებისა, შური ერთურთის სიმდიდრისა, შური ცოდნისა და სილამაზისა.
– გაცვიათ სიძვა და გარყვნილება მსგავსად სოდომ-გომორის მცხოვრებლებისა..
– გაცვიათ სიცრუე და სტყუით ურცხვად უფლისა და კაცის წინაშე..
– გაცვიათ ფარისევლობა და მლიქვნელობა და არ ძალგიძთ ამ სამოსის გარეშე..
– გაცვიათ მემთვრალეობა, გულქვაობა, გულგრილობა, არაკეთილსინდისიერება, პარვა და სხვა ყოველივე არასაუფლო…
– გმოსავთ სამოსი არაეროვნული, არაქრისტიანული, არაადამიანური და შეურაცმყოფელი დღემდე სისხლითა და ოფლით მოღწეული ისტორიისა და ქვეყნისა..
– გმოსავთ სამოსი მამათმავლობისა და ნარკომანიისა..
და მე შიშველი თქვენი გამოშვერილი თითების სამიზნე გაკვირდებით და ვხედავ, რომ ყველა ადამინი მსახიობია, ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს…
და აი ასე მხოლოდ უფლისა და კაცთა მოდგმის სიყვარულით შემოსილი მოგიწოდებთ ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა და აღმსარებლობისა:
განიმოსეთ ყოველი ბოროტი! განიმოსეთ ყოველივე არასაუფლო! და გავშიშვლდეთ ყველანი რათა უფლის მადლით შემოსილნი ოდესმე მივადგეთ ალაგს სადაც ყოველნი მართალნი განისვენებენ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. "მე შიშველი ვარ" საინტერესო სათაური. "მე შიშველი ვარ" საინტერესო სათაური.
5. რაღა იმ ალაგს მივადგეთ უფლის მადლით შემოსილნი, ქაც ასე ვიაროთ :) რაღა იმ ალაგს მივადგეთ უფლის მადლით შემოსილნი, ქაც ასე ვიაროთ :)
4. ძალიან დიდი მადლობა გულიანა ;) ძალიან დიდი მადლობა გულიანა ;)
3. "მე შიშველი ვარ"
შენ გაიხარე ჯუპუი. :) ყოველი დილა მადლიანი ნათელით გათენებოდეს ყველა ასეთ "შიშველს"
ძალიან,ძალიან მომეწონა. ++ "მე შიშველი ვარ"
შენ გაიხარე ჯუპუი. :) ყოველი დილა მადლიანი ნათელით გათენებოდეს ყველა ასეთ "შიშველს"
ძალიან,ძალიან მომეწონა. ++
2. ადმინს მიწერე ჯანრის შეცვლია თაობაზე. წავიკითხე დავინტერესდი
ხოდა ასე ვფიქრობ, რომ ამ "სამოსის" შიგნით ყველა შიშველი ვართ :( ადმინს მიწერე ჯანრის შეცვლია თაობაზე. წავიკითხე დავინტერესდი
ხოდა ასე ვფიქრობ, რომ ამ "სამოსის" შიგნით ყველა შიშველი ვართ :(
1. ჟანრს ვერ ვცვლი, მე მაპატიეთ. ჟანრს ვერ ვცვლი, მე მაპატიეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|